Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/880
Title: კარტელურ გარიგებათა განსაზღვრა-მოწესრიგების შედარებითი ანალიზი ევროკავშირისა და ქართული სამართლის მიხედვით
Authors: ნოზაძე, სოფიო 
Advisor: ბურდული, ირაკლი 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: კარტელური გარიგება
განსაზღვრა-მოწესრიგების შედარებითი ანალიზი
ევროკავშირის სამაქრთალი
ქართული სამართალი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
მას შემდეგ, რაც საქართველომ საკუთარ არჩევნად ევროპული მიმართულება
განსაზღვრა და დაიწყო მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ევროპასთან
დაახლოების კუთხით, დღის წესრიგში დადგა ქართული კანონმდებლობის
ევროპულთან დაახლოება და რიგი მიმართულებების ევროპულ სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანა. 2008 წლის ომის მოვლენების შემდგომ, აღნიშნული
პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდა, ხოლო ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ხელი
შეუწყო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ
შეთანხმებაზე მოლაპარაკებათა დაწყებას, ქართულ მხარესა და ევროკავშირს
შორის.
აღნიშნული შეთანხმება 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული
ასოცირების შესახებ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია და იგი ჩვენი ქვეყნისათვის
მნიშვნელოვან ეკონომიკურ დებულებებს მოიცავს. ასე მაგალითად, მასში
თავმოყრილი დებულებები საქართველოს საშუალებას აძლევს ეტაპობრივად
მიიღოს და ისარგებლოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი,
მათ შორის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი
გადაადგილების უფლებით.
1
საქმე იმაშია, რომ იქამდე, სანამ ქართულ მხარესთან
ევროკავშირი უშუალოდ გააფორმებდა ასოცირების შესახებ შეთანხმებას,
მოსამზადებელ პერიოდში, დღის წესრიგში დადგა ევროკავშირის კომისიის მიერ,
შეთანხმების გაფორმებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვლევა და
ამდენად, საქართველოს მხრიდან მზაობის საკითხის შეფასება. კომისიის წინაშე
დასმული ათი შესაფასებელი საკითხიდან, კომისიამ გამოსცა რეკომენდაციები მათ
შორის ოთხი საკითხის მოწესრიგების აუცილებლობის შესახებ, რომელთა შორის
განსაკუთრებით აღინიშნა კონკურენციის კანონმდებლობის დახვეწისა და
კონკურენციის მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერების
მნიშვნელობა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხში. ამ დღიდან
მოყოლებული საქართველოს მხარე ცდილობს აღნიშნული მიმართულების
დახვეწასა და მოწესრიგებას, რისთვისაც უკანასკნელ წლებში გატარდა კიდეც
მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმები.
URI: https://openscience.ge/handle/1/880
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro nozadze.pdfკარტელურ გარიგებათა განსაზღვრა-მოწესრიგების შედარებითი ანალიზი ევროკავშირისა და ქართული სამართლის მიხედვით1.68 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

210
checked on Jun 3, 2024

Download(s)

925
checked on Jun 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.