გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/854
სათაური: სიმღერებისა და რიტმული ტექსტების (Chants) გამოყენების ეფექტიანობის საკითხი ინგლისური ენის გრამატიკის საკითხების სწავლებისას (სკოლის საბაზო საფეხურზე)
ავტორები: ყალიჩავა, ანანო 
ხელმძღვანელი: პეტრიაშვილი, იზაბელა 
ხარისხის სახელი: Master of Education in Teacher Education
მასწავლებლის განათლების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: მასწავლებელთა განათლება / Taecher Education
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: Chants
სიმღერები
რიტმული ტექსტები
ინგლისური ენის გრამატიკა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
An increase of importance of English as an international language poses challenges in the
science of pedagogy. Gradual changes of approaches, methods, ways and means of teaching take
place in the language learning process. Different educational systems successfully adapt them in
some ways but some of these are rejected as well.
The priority of our educational system should and must be the language (and not only) learner’s
lacks, needs and interests. English teachers tend to make the teaching/learning process much
more harmonious, communicative, joyful and amusing, especially for adolescents. Accordingly,
we reckon that our research is topical.
We’ve taken into consideration how English grammar is taught at Georgian schools. The matter
of how effectively English songs and Jazz chants are used in this way (if they are used at all) at
basic school is the main object of our research. Throughout Georgia we have no data for the
same kind of research, so we deem our results will be innovative.


We will use methods of both qualitative and quantitative researches. On the basis of the results
of theoretical and empirical researches and surveys, our aim is to evaluate how useful and
helpful these attractive and valuable materials are in the process of teaching and learning at
contemporary Georgian schools where Georgian students are expected to be actively engaged in
the language learning process.

ინგლისური ენის, როგორც საერთაშორისო ენის, მნიშვნელობის ზრდა უამრავ ახალ
გამოწვევას აყენებს პედაგოგიკის წინაშე. იცვლება სწავლების მიდგომები, მეთოდები,
გზები. განათლების სისტემები კი ზოგჯერ წარმატებით ითვისებენ მათ, ზოგჯერ კი,
პირიქით - სრულიად უგულებელჰყოფენ.
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში პრიორიტეტი ენის შემსწავლელთა
მოთხოვნები, საჭიროებები და ინტერესებია. მსოფლიოს მასშტაბით, ინგლისური ენის
მასწავლებლები ცდილობენ, სასწავლო პროცესი გახადონ მეტად თავისუფალი,
ინტერაქციული, სახალისო და საინტერესო, განსაკუთრებით კი იმ მოსწავლეთათვის,
რომლებიც მოზარდობის რთულ ასაკში არიან. სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ ამ
მიმართულებით ჩვენი კვლევა მეტად აქტუალურია.
როგორ ისწავლება ინგლისური ენის გრამატიკა დღეს საქართველოში და
რამდენადაა სკოლის საბაზო საფეხურზე ამ მიზნით გამოყენებული ისეთი ეფექტიანი
და სახალისო მასალები, როგორებიცაა ინგლისურენოვანი სიმღერები და რიტმული
ტექსტები (Chants), არის ჩვენი კვლევის მთავარი ობიექტი. საქართველოს მასშტაბით,
მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა, ამიტომაც, მივიჩნევთ, ჩვენი შედეგები წარმოადგენს
მნიშვნელოვან სიახლეს.
გამოვიყენებთ როგორც თვისებრივ, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს:
ემპირიულ კვლევას, მასწავლებელთა მასობრივ გამოკითხვასა და მოსწავლეთა
გამოკითხვას. რაც შეეხება ჩვენი კვლევის მიზანს, თეორიული მასალის საფუძველზე,
გამოკითხვების შედეგების ანალიზსა და ემპირიულ კვლევაზე დაყრდნობით,
ვეცდებით, დავადგინოთ, თუ რამდენად ეფექტურია ამ მნიშვნელოვანი მასალების
გამოყენება თანამედროვე ქართულ სკოლებში, სადაც დღეს ქართველი მოსწავლეები
უცხო ენას აქტიურად შეისწავლიან.
URI: https://openscience.ge/handle/1/854
ჩანს კოლექციებში:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Anano Kalichava სამაგისტრო ნაშრომი ანანო ყალიჩავა.pdfსიმღერებისა და რიტმული ტექსტების (Chants) გამოყენების ეფექტიანობის საკითხი ინგლისური ენის გრამატიკის საკითხების სწავლებისას (სკოლის საბაზო საფეხურზე)1.16 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

154
checked on May 18, 2024

გადმოწერა

319
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.