გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/783
სათაური: საქართველო ციფრული ეპოქის კვალდაკვალ: მართლმადიდებელთა ვირტუალური იდენტობები
ავტორები: ჩაჩუა, ზურა 
ხელმძღვანელი: სურმანიძე, ლალი 
ხარისხის სახელი: MA in Social Psychology
სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია. Social, Political and Cultural Psychology
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ციფრული ეპოქა
მართლმადიდებლობა
ვირტუალური იდენტობები
გამოცემის თარიღი: 2015
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In the digital age humans are getting more and more attracted to virtual social networks. Speed at which the
number of users of such social networks grow makes this subject undoubtedly focal point of our everyday
life. Observing the question will create the possibilities of visualization and analyzing social, religious and
ethical challenges presented in a civilized society.
As a result of different political situations Georgia became a country in which the freedom of traditional
media was often restricted. Therefore, it’s not a surprize that virtual social newtorks are becoming the main
source of impartial informational flow in Georgia. To my mind, Georgian society is excessively politicized
and there are quite enough researches made about this topic. As for me, I try to avoid the politics – my
target of research will be “digitalized” social identities, specifically their religious dimensions. My main goal
is to determine whether the largest virtual social network in Georgia – facebook – has the potential to
influence on virtual identities and general social life of the Georgian people.
Basically there is no secondary data about the impacts of facebook on religious practices in Georgia. But this
should serve as a challenge and a good motivator for the research, not an obstacle. Tasks of the research are
describing orthodox online identities of Georgians, determining interdependence of such identites with real
social identities, finding out relationship between “virtual ethics” and religiosity.
The basic method of the research will be discursive analysis of the interviews. I made such decision because
of the sensitivity of the subject – as you know, there was a huge passion outbreak as intense religious
feelings were concerned in the nearest past of Georgia. I think that sketchy questionnaires would leave
many obscured questions without responses. Face to face interviews put very interesting problems on the
front burner - problems that I couldn’t even imagine in the beginning of the research.

ინფორმაციულ ეპოქაში ადამიანები უფრო და უფრო ეჯაჭვებიან ვირტუალურ სოციალურ სამყაროებს. ვირტუალური ქსელების მომხმარებელთა დღითიდღე მზარდი რაოდენობა თემას უპირობოდ აქტუალურს ხდის. მოცემულ საკითხზე საფუძვლიანი დაკვირვება და მისი ანალიზი საზოგადოებაში არსებული სოციალური, რელიგიური და ეთიკური მწვავე გამოწვევების ვიზუალიზაციისა და გაანალიზების საშუალებას მოგვცემს.
საქართველოში, ანუ ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ტრადიციული მედიის თავისუფლება ხშირად იზღუდებოდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სწორედ ვირტუალური სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებენ და იღებენ ადამიანები მეტ-ნაკლებად მიუკერძოებელ ინფორმაციას. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება მეტისმეტად პოლიტიზირებულია, ამ საკითხზე საკმაო რაოდენობის კვლევაც არსებობს. მე შევეცდები პოლიტიკას გვერდი ავუარო - ჩემი საკვლევი ინტერესისა და აღწერის საგანს „გაციფრულებული“ სოციალური იდენტობები, კერძოდ, მათი რელიგიური განზომილებები წარმოადგენს. მოცემული კვლევის მიზანია, დადგინდეს, არის თუ არა საქართველოში ტენდენცია სოციალურ ქსელთაგან ყველაზე მასშტაბურმა და ფართოდ გამოყენებადმა - ფეისბუქმა - მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს ქართული საზოგადოების ვირტუალურ იდენტობებსა თუ ზოგად სოციალურ ცხოვრებაზე.
იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ფეისბუქი რელიგიურ პროცესებზე, მწირი ინფორმაციაა, მეტადრე ვერაფერი მოვიძიე საქართველოში ჩატარებული კვლევების შესახებ. მაშასადამე, ამ მხრივ მეორადი მონაცემების ნაკლებობაა, მაგრამ ეს დამატებითი გამოწვევა და კარგი მოტივატორი უფროა, ვიდრე ხელშემშლელი ფაქტორი. ამ ნაშრომის ამოცანები ქართველების მართლმადიდებლური ონლაინ-იდენტობათა ჩამოყალიბების აღწერა, ამ იდენტობათა რეალურ სოციალურ იდენტობებთან მიმართება, „ვირტუალური ეთნიკურობისა“ და რელიგიურობის ურთიერთდამოკიდებულების გამორკვევაა.
კვლევის ძირითად მეთოდად სიღრმისეული ინტერვიუების დისკურსული ანალიზი დავსახე. ეს გადაწყვეტილება საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მივიღე - მოგეხსენებათ, როგორი მძაფრი ვნებათაღელვა გამოიწვია რელიგიასთან დაკავშირებულმა საკითხებმა უახლოეს წარსულში. ვფიქრობ, მხოლოდ „მშრალი“ კითხვარები ბევრ ბუნდოვან ასპექტს პასუხგაუცემელს დატოვებდა. პირისპირმა ინტერვიუებმა კი ისეთი რამეები გამოიტანა სააშკარაოზე, რაზეც კვლევის დასაწყისში ვერც კი ვიფიქრებდი.
URI: https://openscience.ge/handle/1/783
ჩანს კოლექციებში:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro chachua.pdfსაქართველო ციფრული ეპოქის კვალდაკვალ: მართლმადიდებელთა ვირტუალური იდენტობები542.27 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

146
checked on May 2, 2024

გადმოწერა

483
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.