გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/748
სათაური: ჩვეულებითი სამართალი და შარიათი ვაინახი და დაღესტნელი ხალხების ისტორიაში
სხვა სათაურები: XIX საუკუნე
ავტორები: ბორძიკაშვილი, სულხან 
ხელმძღვანელი: კვიციანი, ჯონი 
ხარისხის სახელი: კავკასიოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: კავკასიოლოგია
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ჩვეულებითი სამართალი
შარიათი
ვაინახი
დაღესტნელი ხალხები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In the paper of Sulkhan Bordzikashvili – “Customary Law and Sharia in the History of Vainakh and Dagestani Nations(XIX C)” – is reviewed an interrelationship of the Customary Law and Sharia of Vainakh and Dagestani people in terms of everyday life, until the end of XIX century, when Caucasus was finally conquered by Russia.
Within the given frame, the author shows the Customary Law comparing with Sharia, as one of the main reason of enfeeblement of this nation, although the customary law in Chechnya and Dagestan was much more approval and understandable. The discussed issue in the work of spreading Islam in Caucasia and establishing Sharia law within the Caucasion nations, is analyzed as a major fact of uniting Chechen and Dagestani people against Russian Empire.
In the work, Shamil’s Imamate is shown as from the theocratic point, as well national one. The author represents the Nizams adopted by the national institutes of Shamil’s Imamate and indicates the existed socio-economic preconditions in the society of forming them. Some specific Nizams are compared with Sharia laws and are shown the common and distinctive peculiarities of them. In the paper is analyzed the state juridical policy of Russian Empire in Caucasus in the 70-80ss of XIX century.
Here, analyzing the policy of Tsarism for confronting the Customary Law and Sharia, and weakening their influence in the society and accordingly, establishing the imperial political power is noteworthy.

სულხან ბორძიკაშვილი სნაშრომში „ჩვეულებითი სამართალი და შარიათი ვაინახი და დაღესტნელი ხალხების ისტორიაში (XIX ს.) “-ნაჩვენებია ვაინახი და დაღესტნელ ხალხთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებითი სამართლისა და შარიათის თითქმის საუკუნოვანი ურთიერთმიმართება XIX საუკუნის დასასრულამდე, ე. ი. რუსეთის მიერ კავკასიის საბოლოოდ დაპყრობამდე.
ავტორი მოცემულ ქრონოლოგიურ ჩარჩოში, შარიათთან შედარებით ჩვეულებით სამართალს წარმოაჩენს როგორც ამ ხალხთა დაქსაქსულობისერთ-ერთ მთავარ მიზეზს, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთსა და დაღესტანში ჩვეულებითი სამართალი კარგად აპრობირებული და მოსახლეოსთვის ბევრად უფრო გასაგები იყო. ნაშრომი ეხება კავკასიაში ისლამის გავრცელებასა და კავკასიელ ხალხებში შარიათის კანონების დამკვიდრებას. შარიათი გაანალიზებულია როგორც ვაინახი და დაღესტნელი ხალხების გამაერთიანებელი ფაქტორი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.
ნაშრომში შამილის იმამათი გაანალიზებულია როგორც თეოკრატიული, ასევე საეროსახელმწიფოს კუთხითაც. ავტორი წარმოადგენს შამილის იმამათში საერო ინსტიტუტების (მაგ. “დივანხანა “) მიერ მიღებულ ნიზამებს და მიუთითებს საზოგადოებაში მათი შექმნის არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ წინაპირობებს. ასევე შედარებულია შამილის ზოგი ნიზამი შარიათში არსებულ მსგავს კანონებთან, ნაჩვენებია მათ შორის საერთოსთან და განსხვავებულთან.
ნაშრომში გაანალიზებულია, აგრეთვე, რუსეთის იმპერიის სამართლებრივი პოლიტიკა კავკასიაში XIX საუკუნის 70-80-იანწლებში. ყურადღება ეთმობა ცარიზმის მიერ წარმოებულ ჩვეულებითი სამართლისა და შარიათის დაპირისპირების, საზოგადოებაში მათი გავლენის დასუსტებისა და, შესაბამისად, იმპერიული სამართლებრივი ხელისუფლების დამკვიდრების პოლიტიკის გაანალიზებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/748
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro bordzikashvili.pdfჩვეულებითი სამართალი და შარიათი ვაინახი და დაღესტნელი ხალხების ისტორიაში792.35 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

432
checked on Apr 30, 2024

გადმოწერა

691
checked on Apr 30, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.