Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/742
Title: პერსონალის შერჩევისა და დაქირავების ორგანიზაცია და მისი სრულყოფის გზები
Authors: რუხაძე, თამარ 
Advisor: პაიჭაძე, ნუგზარ 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: პერსონალზე მოთხოვნის დაგეგმვა და მოზიდვა
პერსონალის დაქირავების ორგანიზაცია
პერსონალის შერჩევის ორგანიზაციის ანალიზი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The main strength of the organization are its employees. It is believed that the success of any company is primarily dependent on staff, the competence of the staff and honest approach toward their work.
Recruiting the right people for an organization is essential. The wrong people might deteriorate the business. To avoid this, it is necessary that each phase of management is well-planned, stepby-step, by human resource managers.
During the process of attracting, selecting and recruiting staff, the most optimal way for the organization is to use the world's proven employee selection methods.
The first chapter of this work focuses on staff selection and recruitment and ways for improvement. I discuss the methods of attracting candidates, selecting suitable staff and recruiting the right people. This topic is relevant for any organization, because the methodology of recruitment directly helps organizations to employ the best candidates, save time, money and effort.
In the second and third chapters I consider the approaches used by the Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission in regards to selecttion and recruitment.
Through the theoretical material presented in the first chapter of the work, I attempt to determine the ways that would improve the selection and hiring process in the Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission.

ორგანიზაციის მთავარი ძალა მასში დასაქმებული ადამიანები არიან. მიჩნეულია, რომ სამეურნეო სუბიექტების წარმატება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია პერსონალზე, მის კვალიფიკაციასა და საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე.
ნებისმიერი ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ კადრების დაკომპლექტება მოხდეს შესაფერისი თანამშრომლებით. პერსონალის მართვის ამ სფეროში დაშვებულმაშეცდომებმა, შესაძლოა, ორგანიზაცია სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, რომ მართვის თითოეული ეტაპი, ადამიანური რესურსების მენეჯერების მიერ, იყოს კარგად დაგეგმილი, ნაბიჯები - თავისდროული, ხოლო პერსონალის მოზიდვის, შერჩევისა და დაქირავების პროცესში გამოყენებულ იქნას თანამშრომლის შერჩევის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდებიდან მათი ორგანიზაციისთვის საუკეთესო მეთოდიკა.
აღნიშნული ნაშრომის პირველი თავი, სწორედ, პერსონალის შერჩევისა და დაქირავებისორგანიზაციას და მისი სრულყოფის გზებს ეხება. მასში განვიხილე კანდიდატთა მოზიდვის მიდგომები, დაინტერესებულ კანდიდატთა შორის შესაფერისი კადრის შერჩევის მეთოდები და თანამშრომლის დაქირავებისთვის საჭირო პროცედურების თანმიმდევრობა. ეს თემა აქტუალურია ნებისმიერი სამეურნეო სუბიექტისთვის, რადგან პერსონალის დაქირავების სწორად შერჩეული მეთოდიკა ხელს უწყობს ორგანიზაციებს, სამუშაოზე დაასაქმონ საუკეთესო კანდიდატები, დაზოგონ დრო, ფული და ძალისხმევა.
ნაშრომის მეორე თავში განვიხილე საქართველოში მოქმედი ორგანიზაციის, კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიდგომები და მეთოდები პერსონალის მოზიდვის, შერჩევისა და დაქირავების კუთხით.
ნაშრომის მესამე თავში, ამავე ნაშრომის პირველ თავში წარმოდგენილი თეორიული მასალის მეშვეობით, ვეცადე დამედგინა და შემომეთავაზებინა მეთოდები, რომლებიც გააუმჯობესებდა პერსონალის შერჩევისა და დაქირავების არსებულ პროცესს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
URI: https://openscience.ge/handle/1/742
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro rukhadze tamari.pdfპერსონალის შერჩევისა და დაქირავების ორგანიზაცია და მისი სრულყოფის გზები3.28 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

243
checked on May 21, 2024

Download(s)

1,754
checked on May 21, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.