გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/555
სათაური: Vita Activa: მოქმედება და თავისუფლება ჰანა არენდტის პოლიტიკურ ფილოსოფიაში
ავტორები: ვასაძე, ანა 
ხარისხის სახელი: ფილოსოფიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ფილოსოფია
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: Vita Activa
პოლიტიკური მოქმედება და თავისუფლება
თავისუფლების სოციოგენეზისი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
An important, central research objective for modern political philosophy is to determine the person, his ration and to answer the questions on how and what forms are manifested in humanity, what is the crisis of its existence. The philosophical contemplation and analysis of this issue is even more principal in considering the experience of the totalitarian and violent regimes of the 20th century. It is noteworthy that evolutionary technological progress and the process of uncontrolled globalization play a vital role in everyday existence and as a result we question individual as a social and public creature the true manifestation of the freedom of creation.
The present study serves as the basis for analyzing Hannah Arendt's interpretation of these problems - we will try to more or less fully emphasize on the main aspects of Arendt's political theory and discuss it with the phenomenon of freedom within the framework of an active life. Furthermore we will focus on the antiquity of this theory, through which we attempt to underscore the elemental and unique characteristics of Arendt's philosophy.
Additionally, on the basis of comparative analysis, we will follow the concept of sociology and philosophy of Sigmunt Baumann Sociogenesis, which will assist us to demonstrate future perspectives of this phenomenon.

თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიისთვის მნიშვნელოვან, ცენტრალურ საკვლევ ობიექტის წარმაოადგენს ადამიანი და მისი რაობის განსაზღვრა და შესაბამისად იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ როგორ და რა ფორმებში ვლინდება ადამიანის ადამიანურობა, რაში მდგომარეობს მისი ყოფიერების კრიზისი.
აღნიშნული საკითხის ფილოსოფიური ჭვრეტა და ანალიზი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია XX საუკუნის ტოტალიტარული და ძალადობრივი რეჟიმების გამოცდილების გათვალისწინებით. ამასთან ერთად, საგულისხმოა, რომ ევოლუციური ტექნოლოგიური პროგრესი და შეუჩერებელი გლობალიზაციის პროცესი განუზომლად დიდ როლს თამაშობს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში და შედეგად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ინდივიდის, როგორც საზოგადოებრივ და საჯარო სივრცეში არსებული ქმნილების თავისუფლების ჭეშმარიტი გამოვლინების სივრცე, არეალი.
წინამდებარე ნაშრომი სწორედ ამ პრობლემატიკის ჰანა არენდტისეული ინტერპრეტაციის გადმოცემასა და ანალიზს ემსახურება - შევეცდებით, მეტნაკლებად, სრულად წარმოვაჩინოთ არენდტის პოლიტიკური თეორიის ძირითადი ასპექტები და ქმედითი ცხოვრების პარადიგმის ფარგლებში განვიხილოთ იგი თავისუფლების ფენომენთან მიმართებაში; ყურადღებას გავამახვილებთ ამ თეორიის ანტიკურ საფუძვლებზე, რისი მეშვეობითაც შევეცდებით ხაზი გავუსვათ არენდტის ფილოსოფიის ორგინალურ, უნიკალურ მახასიათებლებს. ამასთანავე, მეტი თვალსაჩინოებისთვის, შედარებითი ანალიზის საფუძველზე, მოვიშველიებთ სოციოლოგისა და ფილოსოფოსის ზიგმუნტ ბაუმანის თავისუფლების სოციოგენეზისის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც შევეცდებით გამოვავლინოთ აღნიშნული ფენომენის სამომავლო პერსპექტივები.
URI: https://openscience.ge/handle/1/555
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro ana vasadze.pdfVita Activa: მოქმედება და თავისუფლება ჰანა არენდტის პოლიტიკურ ფილოსოფიაში630.31 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

221
checked on May 5, 2024

გადმოწერა

1,683
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.