გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/514
სათაური: Early marriage in Georgia and its impact on health
საქართველოში ადრეული ქორწინების მდგომარეობა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე
ავტორები: Dekanadze, Sopiko 
დეკანაძე, სოფიკო 
ხელმძღვანელი: კერესელიძე, მაია 
ხარისხის სახელი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა (Public Health)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Medicine 
მედიცინის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ადრეული ქორწინება
მოზარდის ჯანმრთელობა
სოციალური რისკები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ადრეული ქორწინებების პრობლემის გადაჭრა კვლავ გამოწვევად რჩება, როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ 21-ე საუკუნეშიც კი, ირღვევა ბავშვთა ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა: განათლების მიღება, არჩევანის თავისუფლება, განვითარების უფლება და ა.შ. ადრეული ქორწინება არის ძალადობის ფორმა, როდესაც თავად არასრულწლოვანი შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს მოსალოდნელ რისკებსა და საფრთხეებს, რასაც ქორწინებაზე თანხმობას მოჰყვება.
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში მიხედვით მას შემდეგ რაც საქართველოში აიკრძალა 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია, შემცირდა ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა კვლავ მაღალია არასრულწლოვანი მშობლობის რაოდენობა და პრობლემად რჩება
ადრეულ ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების, ქორწინების იძულების, ნიშნობის და მოტაცების ფაქტები. ადრეულ ასაკში დაქორწინებული მოზარდის ჯანმრთელობა და სოციალური რისკები ძალზე მაღალია. ადრეულ ქორწინებაში მყოფი გოგონები სრულად არ არიან მომწიფებულნი სქესობრივი ცხოვრების, დედობის, აბორტისა და მოსალოდნელი ქალური დაავადებებისთვის, მათი ფიზიკური განვითარება ჯერ კიდევ მოზარდობის სტადიაშია. მოზარდობის ასაკში მიმდინარე ორსულობა და მშობიარობა გოგონას ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და ზრდის გართულებების წარმოშობის ალბათობას.
URI: https://openscience.ge/handle/1/514
ჩანს კოლექციებში:მედიცინის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Samagistro sophiko Dekanadze.pdfსაქართველოში ადრეული ქორწინების მდგომარეობა და მისიგავლენა ჯანმრთელობაზე1.12 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

530
checked on May 4, 2024

გადმოწერა

9,449
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.