გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/458
სათაური: სადაზღვევო კომპანიების რეზერვების როლი კომპანიის ფინანსური მდგრადობაში და მათი მართვის ინსტრუმენტები
ავტორები: სულხანი, ნაკაშიძე 
ხელმძღვანელი: ცინცაძე, ასიე 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სადაზღვევო კომპანიები
სამართლებრივი რეგულირება
გადახდისუნარიანობა
კონკურენტუნარიანობა
გამოცემის თარიღი: 2019
რეზიუმე: 
Insurance activities are the only means of protection against the risks in the modern period. Despite the fact that in the 80s of the twentieth century as a business activity, as well as in the public sector, risk management, the role of insurance has not decreased. Insurance As a business venture is based on the principle of profit, the internal anatomy of activity involves a large dose of social impact. Insurance protection means compensation for losses in case of risks. Therefore, the financial condition of insurance companies is of utmost importance to fulfill the insurance liability. The insurance sector plays an important role in the economy of the country. Taking into consideration international experience, insurance companies provide long-term financing mainly through the capital market. Besides the fact that insurance companies provide compensation, business entrepreneurs maintain business interruptions, physical entities and material status. They are one of the most important providers of temporary free financial resources of the capital market. In case of realization of risks, due to the specific nature of the insurance, the insurance resources are important in the structure of the company for the fulfillment of the obligation. Insurance Reserves With the company's solvency, it preserves financial sustainability. The aim of the Master's Thesis is to study the state of insurance companies operating in Georgia in accordance with the rules of formation of reserves. Properly calculating the volume of reserves protects the company from risk of bankruptcy and thus protects the individual or legal person of indirect insurer by compensating the damages. Thus the topic of the Master's thesis is actual in several directions. The solvency and competitiveness of the insurance company is an opportunity to protect the risks of insured by the population, a significant indicator of market development assessment. Based on this, the research is aimed at evaluating the solvency of Georgian insurance companies.

სადაზღვევო საქმიანობა თანამედროვე პერიოდში მოჭარბებული რისკებისაგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა. მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან როგორც ბიზნეს საქმიანობაში, ასევე საჯარო სექტორში დაიწყო დამკვიდრება რისკ მენეჯმენტმა, დაზღვევის როლი მაინც არ შემცირებულა. დაზღვევა, როგორც ბიზნესის სფერო მოგების მიღების პრინციპზე არის დაფუძნებული, მაგრამ საქმიანობის შიდა ანატომია დიდი დოზით მოიცავს სოციალურ მდგენელს. სადაზღვევო დაცვა რისკის რეალიზაციის შემთხვევაში ზარალის კომპენსაციას გულისხმობს. გამომდინარე აქედან სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მდგომარეობა უმნიშვნელოვანესი პირობაა სადაზღვევო ვალდებულების შესასრულებლად. სადაზღვევო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. საერთაშრისო გამოცდილების გათვალისწინებით, სადაზღვევო კომპანიები გრძელვადიან დაფინანსებას ძირითადად, კაპიტალის ბაზრის მეშვეობით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიები კომპენსაციის გაცემით ხელს უწყობენ ბიზნეს სუბიექტებს შეინარჩუნონ ბიზნესუწყვეტობა, ფიზიკურ პირებს-მატერიალური მდგომარეობა და ა.შ. დაზღვევის სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, აღებული რისკების რეალიზაციის შემთხვევაში ვალდებულების შესრულებისათვის კომპანიის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დაზღვევის რეზერვებს. დაზღვევის რეზერვები კომპანიის გადახდისუნარიანობასთან ერთად, მას უნარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას. სამაგისტრო ნაშრომის მიზანი სწორედ არის რეზერვების ფორმირების წესის შესაბამისად საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების მდგომარეობის შესწავლა. რეზერვების მოცულობის სწორად გათვლა კომპანიას იცავს გაკოტრბის რისკისაგან და შესაბამისად არაპირდაპირი დამზღვევის ფიზიური ან იურიდიული პირის დაცვას ახდენს ზარალის კომპენსაციით. სადაზღვევო კომპანიის გადახდისუნარიანობა და კონკურენტუნარიანობა არის მოსახლეობის მიერ დაზღვეული რისკების მატერიალური ზარალისაგან დაცვის საშუალება, ბაზრის განვითარების შეფასების მნიშვნელოვანი ინდიკატორი. გამომდინარე აქედან, ნაშრომში კვლევა მიმართულია ქართული სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის შეფასებაზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/458
ჩანს კოლექციებში:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro nakashidze.pdfსადაზღვევო კომპანიების რეზერვების როლი კომპანიის ფინანსური მდგრადობაში და მათი მართვის ინსტრუმენტები884.68 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

74
checked on May 4, 2024

გადმოწერა

631
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.