გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/432
სათაური: თანამედროვე საჯარო სკოლის მართვის სტრატეგიები
ავტორები: ძირკვაძე, მურად 
ხელმძღვანელი: მამუჭაძე, ნესტან 
ხარისხის სახელი: საჯარო მმართველობის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საჯარო მმართველობა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საჯარო სკოლა
სასწავლო პროცესი
გამოცემის თარიღი: 2019
რეზიუმე: 
This master’s work refers to study managing strategies of modern public school. The actuality of the topic is caused by the meaning of the education role in a person’s development and formation. A person’s development and realization in society starts from school and its source is the state which gives us managing strategies of the system.
In the first chapter of the work I have discussed the notion of a public schooland strategies of educational system: how important a school is and what are its managing and educational characteristics, what regulations and laws exist in the educational system. (not only in Georgia but in other countries as well).
In the second chapter I have studied historical facts and events of a public school in ancient Greece and Rome, also the origin of Georgian educational system and historical sources about early period schools. Historically, the state was always supported these processes. It’s clear that the priority of any advanced country must be education. Historically, cultural and educational activities were regulating and decisive in many processes.
As for the third chapter it deals with the learning process development, its management, the relationship between state and educational structures and parents, the importance of society involvement at modern public schools. The unity of these components must be discussed considering social relations and values.
In this master’s work I have presented and discussed innovative aspects which is proved by sociological research conducted by us.

სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება თანამედროვე საჯარო სკოლის მართვის სტრატეგიების შესწავლას. ნაშრომის თემის აქტუალურობა განპირობებულია, განათლების როლის მნიშვნელობით ადამიანის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. პიროვნების განვითარება და მისი რეალიზება საზოგადოებაში სწორედ სკოლიდან იწყება. ამ ყველაფრის სათავეში კი, ცალსახად დგას სახელმწიფო, რომელიც გვთავაზობს სისტემის მართვის სტრატეგიებს.
ნაშრომის პირველ თავში საჯარო სკოლის ცნება და განათლების სისტემის სტრატეგიებია განხილული: თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლას და როგორია მისი მართვის, საგანმანათლებლო უწყების თავისებურებანი, რა რეგულაციები და სამართლებრივი აქტები არსებობს განათლების სისტემაში (როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების მაგალითზე).
მეორე თავში შესწავლილია საჯარო სკოლის ისტორიული ფაქტები და მოვლენები ძველ საბერძნეთსა და რომაულ სამყაროში, ასევე საქართველოს განათლების სისტემის ჩამოყალიბება და ადრეული პერიოდის სკოლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროები. ისტორიულად, ამ ყველაფრის გვერდით ყოველთვის სახელმწიფო იდგა. ცხადია, ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს. ისტორილად, კულტურულ-აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო საქმიანობა გახლდათ რიგი პროცესების მარეგულირებელი და გარდამტეხიც.
რაც შეეხება ნაშრომის მესამე თავს, იგი ეძღვნება თანამედროვე საჯარო სკოლებში არსებული სასწავლო პროცესის განვითარებას, მის მართვას, განათლების მიღების პროცესში სახელმწიფო და საგანმანათლებლო სტრუქტურებისა და მშობლის ურთიერთობას, საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. ამ კომპონენტთა ერთობა საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ღირებულებების ჭრილშიცაა განსახილველი.
სამაგისტრო ნაშრომში წარმოჩენილი და განხილულია ინოვაციური ასპექტები, რაც დასტურდება ჩვენ მიერ ჩატარებული სოციალური კვლევით.
URI: https://openscience.ge/handle/1/432
ჩანს კოლექციებში:სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro zirkvadze.pdfთანამედროვე საჯარო სკოლის მართვის სტრატეგიები900.05 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

254
checked on May 2, 2024

გადმოწერა

1,465
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.