გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/346
სათაური: ლოგისტიკური სისტემის დაგეგმვა და სტრატეგია
ავტორები: ბოლქვაძე, გიორგი 
ხელმძღვანელი: აფხაზავა, თენგიზ 
რეცენზენტი: ჭილაია, ნინო 
ხარისხის სახელი: Master of Transport Logistics
სატრანსპორტო ლოჯისტიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: Transport Logistics
სატრანსპორტო ლოგისტიკა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ლოგისტიკის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ლოჯისტიკის სტრატეგია
ლოგისტიკური ხარისხი
ლოგისტიკური სერვისი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წარმოდგენილ სამაგისტრო ნაშრომში “ლოგისტიკური სისტემის დაგეგმვა და სტრატეგია” შესწავლილი და გაანალიზებულია თეორიული ბაზა ლოგისტიკური სტრატეგიის მიმართულებით. გაკეთებულია ლიტერატურული ანალიზი ამერიკელი და ევროპელი ავტორების გამოცემებისა, რომლებიც ლოგისტიკური პროცესების სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმართულებით მუშაობენ.
შესაბამისად, ჩამოყალიბებულია სტრატეგიული გადაწყვეტილებების ტიპები, მიზნები, უშუალოდ ლოგისტიკური სტრატეგიები, მენეჯერთა როლი სტრატეგიულ გადაწყვეტილებების მიღებაში, გაანალიზებულია სტრატეგიული არჩევანის, სტრატეგიული ალიანსების მნიშვნელობა და ამ ბაზაზე ჩამოყალიბებულია მათი ურთიერთკავშირი ღირებულებით კონკურენტუნარიანობასთან მიმართებაში.
დეტალურადაა გაანალიზებული ლოგისტიკურ სტრატეგიაზე მოქმედი ფაქტორები, ასევე, დასახულია სტარტეგიის განვითარებისა და გაუმჯობესების გზები, რომლებიც გამოიყენება ლოგისტიკურ პრაქტიკაში.
ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დღეისათვის ძალზე აქტუალური სერვისების ნაკადების კვლევას უცხოური კომპანიების მაგალითზე. ამ კვლევის საფუძველზე ჩამოყალიბებულია სერვისების ნაკადების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების კრიტერიუმები ლოგისტიკური სტრატეგიების ჭრილში, შემუშავებულია შესაბამისი ალგორითმები.
დასკვნით ნაწილში თეზისების სახით მოცემულია ლოგისტიკური სტრატეგიების პრობლემატიკა და ჩამოთვლილია ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელთა გადაწყვეტა ხდება როგორც უშუალოდ კომპანიების, ასევე, რეგიონული (ტერიტორიული) ლოგისტიკური სისტემების შემუშავების დროს. აგრეთვე, შემუშავებულია რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტულ ორგანიზაციებს, კომპანიებს შეიმუშაონ სწორი ლოგისტიკური სტრატეგიები, როგორც მატერიალური, ასევე სერვისების, საინფორმაციო და ფინანსური ნაკადების სწორად დაგეგმვის დროს.
URI: https://openscience.ge/handle/1/346
ჩანს კოლექციებში:სამაგისტრო ნაშრომები

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro bolqvadze.pdfლოგისტიკური სისტემის დაგეგმვა და სტრატეგია972.75 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

244
checked on May 3, 2024

გადმოწერა

1,655
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.