გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/343
სათაური: საგარეო ბაზარზე მომუშავე საწარმოთა საქმიანობაში საერთაშორისო ლოგისტიკის დანერგვის ფაქტორები
ავტორები: პატარაია, ია 
ხელმძღვანელი: გოლეთიანი, ქეთევან 
რეცენზენტი: აფხაზავა, თენგიზ 
ხარისხის სახელი: Master of Transport Logistics
სატრანსპორტო ლოჯისტიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: Transport Logistics
სატრანსპორტო ლოგისტიკა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ლოგისტიკის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო ლოჯისტიკა
ლოჯისტიკის საორგანიზაციო ასპექტები
ლოჯისტიკური ჯაჭვები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი „საგარეო ბაზარზე მომუშავე საწარმოთა საქმიანობაში საერთაშორისო ლოგისტიკის დანერგვის ფაქტორები“, პირველად ქართულ ლოგისტიკურ რეალობაში, დეტალურად აანალიზებს საერთაშორისო ლოჯისტიკის რეგიონალური ფაქტორების მნიშვნელობას მსოფლიო მეურნეობის განვითარების, როგორც საერთაშორისო ლოჯისტიკის წარმოქმნის ერთ-ერთი ფაქტორის და საერთაშორისო ლოჯისტიკური სტრატეგიების რეალიზების ჩარჩოში.
თეორიული და ლიტერატურული ანალიზი, რომელიც ნაშრომის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, შესაწავლილი და განხილულია საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და საერთაშორისო ლოჯისტიკის განვითარების, ასევე, ორგანიზაციათა და გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდების საფუძველზე საერთაშორისო ლოგისტიკაში, საწარმოთა ინტერნაციონალიზაციის ფორმებისა და საერთაშორისო ლოჯისტიკის მართვის საორგანიზაციო სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესების ჭრილში.
ნაშრომის კვლევითი ნაწილი ეთმობა საერთაშორისო ბაზრებზე ლოგისტიკური შუამავლების მოღვაწეობის შესწავლას. ამ საკითხების კვლევა მნიშვნელოვანია იმ ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ არამარტო ქართულ ბაზარზე, ან მათი მარკეტინგული სტრატეგია განიხილავს უცხოურ ბაზარზე გასვლას. შესაბამისად, წარმოდგენილი კვლევების საფუძველზე მოცემულია მიწოდებათა ჯაჭვის ღირებულების ფორმირების სისტემა, მიწოდებათა საერთაშორისო ჯაჭვის სტრუქტურის ფორმირების ინსტრუმენტები და მექანიზმები, კომპანიებისა და ლოგისტიკური შუამავლების ურთიერთობათა ორგანიზება და ნაკადების ოპტიმიზება მიწოდებათა საერთაშორისო ჯაჭვში.
ნაშრომის დასკვნით ნაწილში ლიტერატურული, თეორიული ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებულია გადასაწყვეტ ამონაცათა და პრობლემათა ჩამონათვალი, რომელიც შესაძლებელია შეექმნათ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის დროს ლოგისტიკური ამოცანების გადაწყვეტის პროცესში. ამასთან, შემუშავებულია პრაქტიკული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს სწორედ ზემოთაღნიშნული პრობლემების მოგვარებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/343
ჩანს კოლექციებში:სამაგისტრო ნაშრომები

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro pataraia.pdfსაგარეო ბაზარზე მომუშავე საწარმოთა საქმიანობაში საერთაშორისო ლოგისტიკის დანერგვის ფაქტორები760.76 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

156
checked on May 3, 2024

გადმოწერა

1,977
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.