გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/3003
სათაური: ქრისტიანების სტატუსი ადრეულ ისლამში (არაბული დაცვის სიგელები)
ავტორები: ჭანტურიშვილი, პავლე 
ხელმძღვანელი: გელოვანი, ნანი 
ლობჟანიძე, გიორგი 
ხარისხის სახელი: ისტორიის დოქტორი
PhD in History
სასწავლო პროგრამის სახელი: ისტორია
PhD Programme in History
დაწესებულება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ადრეული ისლამი და ქრისტიანები
ქრისტიანობა და ქრისტიანები არაბეთის ნახევარკუნძულზე
ქართულ ისტორიოგრაფია
მუჰამადის ხელშეკრულებები ქრისტიანებთან
რელიგიურ-სამართლებრივი ასპექტები
ისლამის ექსპანსია და ჯიჰადის დოქტრინა
გამოცემის თარიღი: 2022
რეზიუმე: 
სადისერტაციო ნაშრომი წარმოადგენს პირველ მონოგრაფიულ გამოკვლევას ქართულ ისტორიოგრაფიაში, რომელშიც სხვადასხვა სახის არაბული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე, განხილული და გაანალიზებულია ქრისტიანების სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და უფლებრივი მდგომარეობა ადრეისლამურ პერიოდში როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პოლიტიკის ჭრილში, ასევე ლოკალურ დონეზე. ნაშრომში განხილულია არაბული დაცვის სიგელები, მათი ავთენტურობის საკითხი და გამოვლენილია ძირითადი თავისებურებები ქრისტიანების სტატუსთან მიმართებაში.
სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო სიახლეს წარმოადგენს მუჰამადისა და მართლმორწმუნე ხალიფების პერიოდში არამუსლიმებთან გაფორმებული 36 არაბულ ენაზე შედგენილი ზავისა და შეუვალობის სიგელის და წერილის თარგმნა და კომენტირება. მათი ნაწილი შედარებით ნაკლებად არის ცნობილი და პირველად შემოგვაქვს სამეცნიერო მიმოქცევაში.
ეს სიგელები წარმოადგენენ პირველ დოკუმენტებს, რომელთა მეშვეობითაც ფიქსირდებოდა ქრისტიანთა მორჩილება ახლადჩამოყალიბებული მუსლიმური სამხედრო-პოლიტიკური ადმინისტრაციისადმი და განისაზღვრებოდა ორივე მხარის უფლებები და მოვალეობები. ომისა და მშვიდობის დროს მუსლიმთა მიერ ქრისტიანული აღმსარებლობის მოსახლეობასთან ურთიერთობის დარეგულირების პრაქტიკა და ისტორიულ-სამართლებრივი რეალიები მნიშვნელოვანია დღესაც, როდესაც კვლავ აქტუალურია აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთმიმართებისა და მუსლიმურ-ქრისტიანული დიალოგის პრობლემა.
დისერტაციის დასკვნით ნაწილში შეჯამებულია ნაშრომში განხილული პოლიტიკური თუ სოციალ-ეკონომიკური საკითხები, რომლებზეც ძირითად ტექსტშია მსჯელობა.

The dissertation is the first monographic study in Georgian historiography, which, based on various Arabic sources and scientific literature, discusses and analyzes the socio-economic, cultural, and legal status of Christians in the early Islamic period. It does so both, through the prism of international relations and regional politics, as well from the local perspective. The paper discusses the Arab protection treaties, the issue of their authenticity, and reveals the main features in relations to the status of Christians.
The scientific novelty of the dissertation is the translation and commentary of the thirty-six treaties of peace and security written in Arabic language and negotiated with non-Muslims during the period of Muhammad and the Rashidun Caliphate. Some of them are relatively unknown and we are bringing them into the scientific circulation for the first time. These treaties were the first documents of the sort, through which the submission of Christians to the newly formed Muslim political-military administration were established, and the rights and responsibilities of both parties were defined. The Muslims’ practice to regulate relations with the population professing Christianity, during the times of war and peace, and its historical-legal realities are important to this day, particularly so when the problem of East-West relations and the Muslim-Christian dialogue is resurfacing yet again.
The concluding part of the dissertation summarizes the political and socio-economic issues discussed in the main body of the paper.
URI: https://openscience.ge/handle/1/3003
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
ჭანტურიშვილი პავლე.pdfქრისტიანების სტატუსი ადრეულ ისლამში2.53 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
ავთენტურობა ჭანტურიშვილი.pdfანტიპლაგიატი1.01 MBAdobe PDF    ასლის გამოთხოვა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

27
checked on May 4, 2024

გადმოწერა

12
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.