გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2902
სათაური: მუნიციპალიტეტის დელეგირებულ უფლებამოსილებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება
ავტორები: გიგაშვილი, ქეთევან 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
Master of Law
დაწესებულება: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მუნიციპალიტეტი
დელეგირება
სახელმწიფო ზედამხედველობა
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
მსოფლიოს მოწინავე სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოები დიდი ხანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჯანსაღი დემოკრატიული წესრიგისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ძალაუფლების ფართო გადანაწილება. თვითმმართველი ერთეულებისთვის ძალაუფლების გადაცემა ზრდის მმართველობის ხარისხს, რასაც განაპირობებს ადგილობრივი ხელისუფლების ტერიტორიული სიახლოვე და უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა მოსახლეობასთან, რომელიც ყველაზე კარგად არის გარკვეული იმ ადგილობრივ საჭიროებებში, რომელთა ეფექტურ მოგვარებას მოჰყვება ძლიერი თვითმმართველი ერთეულები და შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური კუთხით უფრო განვითარებული სახელმწიფო. თუ გადაწყვეტილების მიღება არ არის უფრო ეკონომიური და ეფექტური ხელისუფლების მაღალ და შუალედურ დონეებზე, ის უნდა გადაეცეს თვითმმართველ ერთეულებს, თუმცა ზოგიერთი სფერო მოითხოვს სხვადასხვა დონის ხელისუფლების ერთობლივ მოქმედებას, რაც, დელეგირებული უფლებამოსილების არსებობის განმაპირობებელია.
დელეგირებული უფლებამოსილებები არ კარგავს სახელმწიფო მნიშვნელობას და მოითხოვს ერთიანი მიდგომების არსებობას, ამიტომ მათზე ხორციელდება უფრო მკაცრი ზედამხედველობა, რომელიც უნდა იყოს მეტად დელიკატური, რათა არ დაარღვიოს თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივ პირობებთან მისადაგებული გადაწყვეტილების მიღების უფლება. აქედან გმომდინარე, აუცილებელია დელეგირებული უფლებამოსილებაზე ზედამხედველობა ხორციელდებოდეს კანონით მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში იმ ინტერესთა თანაზომიერად, რომელთა დაცვასაც ემსახურება საზედამხედველო ღონისძიება. საქართველოში ეფექტურ სახელმწიფო ზედამხედველობას ხელს უშლის ნათელი და განჭვრეტადი საკანონმდებლო მოწესრიგების არარსებობა, რომლებიც განაპირობებს პრობლემებს პრაქტიკაშიც.
წინამდებარე ნაშრომის ერთ-ერთ ღირსებას სწორედ ამ პრობლემების პრაქტიკული კვლევა წარმოადგენს, რომელიც აქამდე არ განხორციელებულა. იგი ერთვის შესაბამისი ნორმების შედარებით-სამართლებრივ ანალიზს საზღვარგარეთის ქვეყნების მსგავს საკანონმდებლო მოწესრიგების მაგალითებთან, რომელთა საფუძველზეც შემუშავებულია რეკომენდაციები, რათა არსებული სირთულეები მოგვარდეს რაციონალურად, ლოგიკურად და სამართლებრივად.
URI: https://openscience.ge/handle/1/2902
ჩანს კოლექციებში:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Ketevan Gigashvili Samagistro.pdfმუნიციპალიტეტის დელეგირებულ უფლებამოსილებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება839.74 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

124
checked on May 18, 2024

გადმოწერა

450
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.