Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2902
Title: მუნიციპალიტეტის დელეგირებულ უფლებამოსილებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება
Authors: გიგაშვილი, ქეთევან 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
Master of Law
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: მუნიციპალიტეტი
დელეგირება
სახელმწიფო ზედამხედველობა
Issue Date: 2021
Abstract: 
მსოფლიოს მოწინავე სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოები დიდი ხანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჯანსაღი დემოკრატიული წესრიგისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ძალაუფლების ფართო გადანაწილება. თვითმმართველი ერთეულებისთვის ძალაუფლების გადაცემა ზრდის მმართველობის ხარისხს, რასაც განაპირობებს ადგილობრივი ხელისუფლების ტერიტორიული სიახლოვე და უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა მოსახლეობასთან, რომელიც ყველაზე კარგად არის გარკვეული იმ ადგილობრივ საჭიროებებში, რომელთა ეფექტურ მოგვარებას მოჰყვება ძლიერი თვითმმართველი ერთეულები და შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური კუთხით უფრო განვითარებული სახელმწიფო. თუ გადაწყვეტილების მიღება არ არის უფრო ეკონომიური და ეფექტური ხელისუფლების მაღალ და შუალედურ დონეებზე, ის უნდა გადაეცეს თვითმმართველ ერთეულებს, თუმცა ზოგიერთი სფერო მოითხოვს სხვადასხვა დონის ხელისუფლების ერთობლივ მოქმედებას, რაც, დელეგირებული უფლებამოსილების არსებობის განმაპირობებელია.
დელეგირებული უფლებამოსილებები არ კარგავს სახელმწიფო მნიშვნელობას და მოითხოვს ერთიანი მიდგომების არსებობას, ამიტომ მათზე ხორციელდება უფრო მკაცრი ზედამხედველობა, რომელიც უნდა იყოს მეტად დელიკატური, რათა არ დაარღვიოს თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივ პირობებთან მისადაგებული გადაწყვეტილების მიღების უფლება. აქედან გმომდინარე, აუცილებელია დელეგირებული უფლებამოსილებაზე ზედამხედველობა ხორციელდებოდეს კანონით მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში იმ ინტერესთა თანაზომიერად, რომელთა დაცვასაც ემსახურება საზედამხედველო ღონისძიება. საქართველოში ეფექტურ სახელმწიფო ზედამხედველობას ხელს უშლის ნათელი და განჭვრეტადი საკანონმდებლო მოწესრიგების არარსებობა, რომლებიც განაპირობებს პრობლემებს პრაქტიკაშიც.
წინამდებარე ნაშრომის ერთ-ერთ ღირსებას სწორედ ამ პრობლემების პრაქტიკული კვლევა წარმოადგენს, რომელიც აქამდე არ განხორციელებულა. იგი ერთვის შესაბამისი ნორმების შედარებით-სამართლებრივ ანალიზს საზღვარგარეთის ქვეყნების მსგავს საკანონმდებლო მოწესრიგების მაგალითებთან, რომელთა საფუძველზეც შემუშავებულია რეკომენდაციები, რათა არსებული სირთულეები მოგვარდეს რაციონალურად, ლოგიკურად და სამართლებრივად.
URI: https://openscience.ge/handle/1/2902
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Ketevan Gigashvili Samagistro.pdfმუნიციპალიტეტის დელეგირებულ უფლებამოსილებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება839.74 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

124
checked on May 3, 2024

Download(s)

445
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.