გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2836
სათაური: თამრი ფხაკაძის შემოქმედების ძირითადი ტენდენციები
ავტორები: მარიამიძე, ნანა 
ხელმძღვანელი: ხორბალაძე, გიორგი 
ხარისხის სახელი: ქართული ლიტერატურის ისტორიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქართული ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ქართული ლიტერატურა
თანამედროვე ქართველი მწერალი
ლიტერატურის კრიტიკა
თამრი ფხაკაძის შემოქმედება
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია თამრი ფხაკაძის შემოქმედების ძირითადი ტენდენციები. თამრი ფხაკაძე უდაოდ არის ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე მწერალი რომლის შემოქმედებაც კომპლექსური შესწავლის საგანი დღემდე არ ყოფილა. ამდაგვარი კომპლექსური ნაშრომის შექმნა კი წარმოადგენდა საინტერესო სამუშაოს და ამავდროულად ურთულეს გამოწვევას, რამდენადაც პრაქტიკულად სუფთა ფურცლიდან მოგვიწევდა საქმიანობის დაწყება, თუმცა თამრი ფხაკაძის პროზის სიღრმემ და მრავალპლანიანობამ გვიბიძგა იმისაკენ რომ არ შევშინებოდით სირთულეებს და შევჭიდებოდით ამდაგვარ გამოწვევას.
სამაგისტროთემისაქტუალობასგანაპირობებსრამდენიმე გარემოება, პირველ ყოვლისა მიმდინარე სალიტერატურო პროცესის თვისებურება, რომელიც იმაში მდგომარეობს რომ მოშლილია ყოველნაირი საზღვარი და ყველას ყველაფერი შეუძლია წეროს და გამოაქვეყნოს, ეს კი აგროვებს ზღვა მასალას, რომელთა შორის გამორჩეულის და განსაკუთრებულად ღირებულის პოვნა კიდევ უფრო რთულდება, ამიტომ თანამედროვე სალიტერატურო კრიტიკაში ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია,თანამედროვე ავტორების შესწავლა და ხარისხიანი ლიტერატურის გამიჯვნა უამრავი ტექსტისაგან.
ასევე მნიშვნელოვანია ლიტერატურის კრიტიკაში კონკრეტული მწერლისშემოქმედების კრიტიკული ანალიზი და იმ ზოგადი ტენდენციებისა თუ დამახასიათებელი ნიუანსების გამოკვეთა, რომელიც განმსაზღვრელი ფაქტორია ავტორის შემოქმედებითი მემკვიდრეობის შეფასებისას. ამდენად, სამაგისტრო თემის ფარგლებში შევეცადეთ მკითხველისთვის გვეჩვენებინა, თამრი ფხაკაძის ინდივიდუალური შემოქმედებითი სამყაროს დეტალებიცა და გლობალური გააზრებანიც, რომელთა მეშვეობით, მწერლის პროზა გამორჩეულ ადგილს იკავებს თანამედროვე ქართულ სალიტერატურო სივრცეში.
როგორც აღვნიშნეთ, ნაშრომშიგაანალიზებულისაკითხი - თამრი ფხაკაძის შემოქმედების ძირითადი ტენდენციები, ქართულსამეცნიეროლიტერატურაშიარ არის შესწავლილი, შესაბამისად საკვლევი თემატიკა წარმოადგენს სამეცნიერო სიახლეს და ამდენად, მისი დამუშავებაც გამართლებულია კვლევის თვალსაზრისით. ამასთანავე, სწორედ, ამ ტენდენციათა ერთიანობაა რაც,საინტერესოდ კრავს თამრი ფხაკაძის - უდაოდ გამორჩეულად ნიჭიერი ავტორის შემოქმედებას.

The main tendencies of Tamri Pkhakadze's creative work is discussed in the master’s thesis.Tamri Pkhakadze is undoubtedly one of the best contemporary writers whose work has not been the subject of complex study until today.Creating such a complex work was a very interesting and at the same time the most difficult challenge, as we would have had to start working from a practically clean sheet of paper, however, the depth and versatility of Tamri Pkhakadze's prose gave us stimulus not to be afraid of difficulties and to face such a challenge.
The actuality of the master’s thesis is determined by several circumstances, first of all, the peculiarity of the current literary process, which is that all boundaries are broken and everyone can write and publish everything, and it collects a lot of material, among which it is even more difficult to find something special and especially valuable. Therefore, in our opinion, it is very important in modern literary criticism, the study of contemporary authors and the separation of quality literature from numerous texts as well.
It is also important to critically analyze the creative work of a particular writer in literary criticism and to identify the general tendencies or characteristic nuances that are a determining factor in assessing the author's creative heritage. Thus, within the master’sthesis, we tried to showto the reader the details of Tamri Pkhakadze's individual creative world and global thinking, through which the writer's prose has a prominent place in the modern Georgian literary space.
As we have mentioned, the issue analyzed in the paper - the main tendencies of Tamri Pkhakadze's creative work - has not been studied in the Georgian scientific literature, therefore the research topic is a scientific novelty and thus, its processing is justified in terms of research. At the same time, the unity of these tendencies makes Tamri Pkhakadze’s, an undoubtedly exceptionally talented author’s creative work very interesting.
URI: https://openscience.ge/handle/1/2836
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Nana Mariamidze Samagistro.pdfთამრი ფხაკაძის შემოქმედების ძირითადი ტენდენციები965.98 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

110
checked on Jun 7, 2024

გადმოწერა

529
checked on Jun 7, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.