გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2825
სათაური: შვილად აყვანის აქტულური საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაცია
ავტორები: ხიჩიკაშვილი, მარიამ 
ხელმძღვანელი: ჭიღლაშვილი, ლია 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
Master of Law
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართლი ს საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საოჯახო სამართალი
შვილად აყვანა
მშობლების, მშვილებლებისა და ნაშვილების უფლება-მოვალეობები
საერთაშორისო შვილება - გაშვილება
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
საქართველოში შვილად აყვანა საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობას განეკუთვნება, საკანონმდებლო დონეზე კი საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხად მშობლის მზრუნველობა მოკლებული ბავშვების უფლებების დაცვა და მათი ოჯახში განთავსებაა, რაც ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. შვილად აყვანის ინსტიტუტი იმ საოჯახო-სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობაა, რომელიც არეგულირებს შვილად აყვანის წესსა და პირობებს, რომელსაც დაემატა შედარებით ახალი ინსტიტუტი მინდობით აღზრდა, მიღებულ იქნა ახალი საკანონმდებლო აქტი, რომელიც შვილად აყვანასთან ერთად ითვალისწინებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახში ინტეგრირების კიდევ ერთ ფორმას - მინდობით აღზრდას.
გაფართოვდა მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შვილად აყვანის მსურველი პირი, დაწესდა დამატებითი მოთხოვნები გასაშვილებელი და შვილად ამყვანი პირებისათვის, შეიცვალა მათი აღრიცხვისა და რეგისტრაციის წესები. საყურადღებოა ქართული საკანონმდებლო მასალის და საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზი, რომელიც კარგად წარმოაჩენს იმ ხარვეზებს, რაც გააჩნია შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივ ასპექტებს. შესაბამისად ნაშრომში განხილულია ამ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობის ცნების, სამართლებრივი ბუნების, წარმოშობის, განვითარებისა და არსებული პრობლემური საკითხების კვლევისა და გამოსწორების გზები.
შვილად აყვანის პროცესში იკვეთება სახელმწიფოს მონაწილეობის სფეროს გაზრდის ტენდენცია. აღნიშნული ამძაფრებს იმ კითხვების აქტუალობას, თუ რით ხელმძღვანელობდა კანონმდებელი შვილად აყვანის კონფიდენციალურობის დაცვის მარეგულირებელი ნორმების შემუშავებისას, ასევე შვილად აყვანის შეწყვეტის ფორმების გაუქმების და ბათილობის გაიგივეობისას.
საყურადღებოა ქართული საკანონმდებლო მასალის და საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზი, რომელიც კარგად წარმოაჩენს იმ ხარვეზებს, რაც გააჩნია ამ კუთხით შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივ ასპექტებს. შესაბამისად ნაშრომში განხილულია საოჯახო- სამართლებრივი ურთიერთობის ცნების, სამართლებრივი ბუნების, წარმოშობის, განვითარებისა და არსებული პრობლემური საკითხების კვლევისა და შესაძლო ცვლილებების გზები.

Adoption in Georgia is a family legal relationship, and at the legislative level, this issue is reg-ulated by the Civil Code of Georgia and the Law of Georgia on Adoption And upbringing in foster families. In almost all countries of the world, including Georgia, one of the priority issues is the protection of the rights of children deprived of parental care and their integration into the family, which is a constitutional right in our country. The Institute of Adoption is a set of family law norms governing the rules and conditions of adoption. to which a relatively new institution of foster care was added. In foster care, the requirements for a person wishing to adopt a child have been expanded, additional requirements have been established for adopted persons, and the rules for their registration have been changed.
It is necessary to pay attention to the analysis of the legislative material and legislative practice of Georgia, which clearly shows the shortcomings of the legal aspects of adoption and foster care in this regard. Accordingly, the article discusses the concept of family legal relations, the legal nature, origin, development and methods of research and correction of existing problematic issues in the process of adoption. The above enhances the relevance of what the legislator was guided by when developing the rules governing the protection of confidentiality of adoption, as well as the abolition of the forms of termination of adoption and equalization of invalidity.
A thorough analysis of the legislative material and legislative practice of Georgia, which well illustrates the shortcomings of the legal aspects of adoption and foster care in this regard. Accordingly, the article discusses the concepts of this family - interaction, nature, production, development and other problematic issues that need to be investigated and how to fix them. Adoption is a widespread practice in the modern world. As long as children are members of a protected community, adoption is an expression of a kind of humanity. Realization and protection of the rights of the child is the primary task of any developed state.
URI: https://openscience.ge/handle/1/2825
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Mariam Khichikashvili Samagistro.pdfშვილად აყვანის აქტულური საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაცია750.77 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

110
checked on Jun 1, 2024

გადმოწერა

568
checked on Jun 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.