გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2707
სათაური: სტიმულირების ღონისძიებებისადმი მომხმარებელთა დამოკიდებულების მარკეტინგული კვლევა კომპანია ,,კარფურის" მაგალითზე
Marketing research on the consumer's attitude regarding stimulating activities sample of company "Carrefour"
ავტორები: ყარმაზანაშვილი, იასონ 
Karmazanashvili, Iason 
ხელმძღვანელი: დალაქიშვილი, რუსუდან 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საერთაშორისო მარკეტინგში
სასწავლო პროგრამის სახელი: საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მარკეტინგი
საცალო ვაჭრობა
,,კარფური“
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
საცალო ვაჭრობა ბიზნეს საქმიანობის დინამიური სფეროა, რომლის ძირითადი ამოცანაა მყიდველების მოზიდვა და შენარჩუნება, რაც კონკურენციული ბრძოლის გაძლიერების პირობებში ძნელად შესასრულებელია. საცალოდ მოვაჭრისთვის ზრდის, განვითარების და ბაზარზე სტაბილური არსებობისთვის აუცილებელი პირობაა მომხმარებელთა მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილება, მათი ლოიალურობისა და ემოციური მიჯაჭვულობის ფორმირება, რისი მიღწევაც შესაძლებელია ხარისხიანი, ხელმისაწვდომი, მრავალფეროვანი პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებით, ასევე შეთავაზებებზე ინფორმაციის ეფექტურად მიწოდებით. შესაბამისად, განუზომლად დიდია სტიმულირების ღონისძიებათა როლი საცალოდ მოვაჭრე კომპანიის საქმიანობაში.
წინამდებარე ნაშრომი ორიენტირებულია, სწორედ, სტიმულირების ღონისძიებებისადმი მომხმარებელთა დამოკიდებულების მარკეტინგულ კვლევაზე და მსხვილი საცალოდ მოვაჭრე კომპანია „კარფურის“ მაგალითზე წარმოვაჩენთ, თუ რა განსაზღვრავს საცალოდ მოვაჭრე კომპანიის არჩევანს და როგორ ნაწილდება მომხმარებელთა მჯობინებები. გაანალიზებულია კომპანია „კარფურის“ მიერ გამოყენებული სტიმულირების ღონისძიებები და მათ მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულება. ჩატარებული მარკეტინგული კვლევის ანალიზმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მომხმარებლები მგრძნობიარენი არიან როგორც ფასების, ასევე სტიმულირების ღონისძიებების მიმართ და ხშირად ადგილზე, იმპულსურად იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც საცალოდ მოვაჭრეს აძლევს დამატებით შესაძლებლობებს და მოტივს, რომ უფრო ეფექტური და ფართომასშტაბანი, მრავალმხრივი სტიმულირების ღონისძიებებით წარსდგეს მომხმარებლის წინაშე. ჩვენი აზრით, ჩატარებული მარკეტინგული კვლევის შედეგების მიზანმიმართული გათვალისწინება წაადგება არა მხოლოდ კომპანია „კარფურს“, არამედ თითოეულ საცალოდ მოვაჭრეს საკუთარი საქმიანობის უფრო მომგებიანად წარმართვის პროცესში.
ნაშრომი შედგება სამი თავისა და ოთხი ქვეთავისგან, ასევე მოიცავს დასკვნით ნაწილს, გამოყენებული ლიტერატურის ნუსხასა და დანართს.

Retail trade is dynamic sphere of business activity, The main task of which is to attract and maintain buyers, Which is hard to do in terms of strengthening competitive combat. It is a condition for the retailer to grow, develop and maintain stability on the market, satisfy customers' needs and desires, forming their loyalty and emotional attachment, What can be achieved by offering high quality, affordable, diverse product and service, as well as providing information on the offers Consequently, the role of stimulating measures in the activity of the trademark company is immense.
This work is focused on marketing research on customer dependence on stimulating measures and on the example of "Carrefour", a large retail trader company, describes, what determines the choice of the retail trader's company and how the customer's interests are distributed. It also reviews the proposed stimulating activities of the company "Carrefour" and the attitude of customers towards them. Analysis of the marketing research has once again demonstrated that users are sensitive to price and stimulating measures and are often impeded to make decisions on the ground, which gives the retailer additional opportunities and cites that they are more efficient in the front of the user, more efficient and large-scale, multilateral stimulating measures and their activities will not be unsuccessful. Taking into consideration the results of the marketing research will only benefit from not only the company “carrefour”, but also every retailer in the process of carrying out their activities more efficiently.
The work consists of three chapters and four subdivisions, and includes the final part, the list of literature and attachment.
URI: https://openscience.ge/handle/1/2707
ჩანს კოლექციებში:ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Karmazanashvili Iason Samagistro.pdfსტიმულირების ღონისძიებებისადმი მომხმარებელთა დამოკიდებულების მარკეტინგული კვლევა კომპანია ,,კარფურის" მაგალითზე2.55 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

245
checked on May 17, 2024

გადმოწერა

577
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.