გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/266
სათაური: ბიზნესის პოზიციონირება სოციალურ მედიაში, ფარული რეკლამები სოციალურ ქსელებში
ავტორები: მოსიაშვილი, გიორგი 
ხელმძღვანელი: სიბაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: MBA in Management
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Business and Technology University 
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Business and Technologies 
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სოციალური მედია
სოციალური ქსელები
ფარული რეკლამები
Reddit
social media
social networks
hidden advertisements
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Business and Technology University 
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
სოციალური მედიის როლი ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში იზრდება. კომპანიებს უჭირთ სოციალურ მედიაში წარმატებით პოზიციონირება და მომხმარებლებთან დაკავშირება. უკეთესი იმიჯის შესაქმნელად და რაც შეიძლება მეტ მომხმარებელზე მისაღწევად, კომპანიები რეკლამირების არაეთიკურ ხერხებს იყენებენ. მოცემული მიზეზით, ფარული რეკლამების სოციალურ ქსელებში გავრცელების გამოკვლევა გადაწყდა. საკითხის გამოსაკვლევად შეირჩა პოპულარული სოციალური მედია პლატფორმა Reddit. უშუალოდ კვლევის ჩატარებამდე, ლიტერატურის მიმოხილვით დადგინდა კომპანიების სოციალურ მედიაში წარმატებით პოზიციონირების სტრატეგიები და გამოვლინდა Reddit-ზე მანიპულაციის და ფარული რეკლამების გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორები. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 10 პოპულარული subreddit ტოპ 100 პოსტის ძირითადი მაჩვენებლები. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პოსტების 18.7% შესაძლო რეკლამაა, რაც ნორმაზე მაღალია. რეკლამების subreddit-ზე გავრცელება დამოკიდებულია subreddit თემატიკასა და წესებზე. კვლევით ვერ გამოვლინდა ორიგინალურობის, რეკლამირების და subreddit სიღარიბის მაჩვენებლებს შორის კავშირი. თუმცა დადგინდა, რომ მომხმარებლები რეკლამების და პოსტების ცნობილი ავტორების მიმართ ინდეფერენტულები არიან, რაც სავარაუდო რეკლამირებას და პოსტებით მანიპულაციას შესაძლებელს ხდის. მოცემული ნაშრომი მომხმარებლებს ფარული რეკლამების გავლენას წარმოუჩენს, კომპანიებს კი აჩვენებს, რომ მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მიღება და რეკლამების გავრცელება მათი პირდაპირი ჩარევის გარეშეც შესაძლებელია. მოცემული კვლევა ასევე პოპულარულ სოციალურ მედია საშუალებებში ფარული რეკლამების გავლენის შესახებ სამომავლო კვლევების ჩატარებას უწყობს ხელს.
URI: https://openscience.ge/handle/1/266
ჩანს კოლექციებში:დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro mosiashvili.pdfბიზნესის პოზიციონირება სოციალურ მედიაში, ფარული რეკლამები სოციალურ ქსელებში1.37 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

232
checked on May 4, 2024

გადმოწერა

512
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.