Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2628
Title: ბიუროკრატია როგორც იერარქიული დაქვემდებარების სისტემა საჯარო სამსახურში
Authors: სურმანიძე, მედეა 
Surmanidze, Medea 
Advisor: მურადიშვილი, ხათუნა 
Degree Name: საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: საჯარო მმართველობა
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი 
Keywords: სახელმწიფოს ინსტიტუციონალური ინფრასქტრუქტურა
საჯარო ხელისუფლება და საჯარო ადმინისტრაცია
სახელმწიფოს ადმინისტრაციული აპარატი
საპარლამენტო პროცესი
ბიუროკრატიული იერარქია
Issue Date: 2021
Abstract: 
თანამედროვე სახელმწიფოს თანამედროვედ მართვამ კაცობრიობა მრავალი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ბოლო ათწლეულების მანძილზე აქტიურად მიმდინარეობს ღირებულებათა გადაფასებისა და ახალი მართვის მექნიზმების დანერგვის პროცესი. აღსანიშნავია, რომ ეს მეტად რთული და ამავე დროს საინტერესო მოვლენა გახდა. განვითარებული სახელმწიფოები, სადაც ჯერ კიდევ XVIII-XIX საუკუნეებში მოხდა მონარქიული წყობილებიდან ბუჟუაზიულ, ხოლო შემდეგ კაპიტალისტურ ეკონომიკურ ფორმაციაზე გადასვლა, ასევე აღმოჩნდნენ ამ დილემის წინაშე, რასაც თანამედროვე ორგანიზაციული მართვა ჰქვია.
საზოგადოების თანასწორუფლებიანობა რამდენადაც აუცილებელი და სავალდებულო ცნებაა, იმდენად რთულია ამ ფენომენის რეალურ ცხოვრებაში სწორად განცხორციელება. საზოგადოების დიდი ნაწილი არასოდეს ყოფილა ჩართული მართვაში, ისინი მხოლოდ დაქვემდებარებულ სოციალურ ფორმატში ცხოვრობდნენ, მაგრამ ახალმა რეფორმებმა ყველა აქტიურად ჩააბა ქვეყნისა თუ ორგანიზაციის მართვაში და მისცა მათ შესაძლობლობათა მთელი არეალი. ერთია ვიცოდეთ რა არის დემოკრატია და თანასწორუფლებიანობა, ხოლო მეორე და მნიშვნელოვანია სწორად მოვახდინოთ მისი პრაქტიკაში განხორციელება.
სამაგისტრო ნაშრომის თემატიკაც აქედან გამომდინარე აქტუალური და საინტერესოა, რადგან ის ეხება ისეთ თემას როგორიცაა მართვის პრაქტიკული განხორციელების პროცესი. შესაბამისად საქართველოს, როგორც ახალი დემოკრატიის ქვეყანას, ბევრი დრო და უნარები დასჭირდა რომ აქტიურად ჩაბმულიყო განვითარებული სახელმწიფოების გვერდით საერთო ფერხულში, რომელიც როგორც მოგახსენეთ XVIII-XIX საუკუნეებში დაიწყო.
სიტყვა ბიუროკრატია ნებისმიერ ჩვენგანში საქმის გაჭიანურებასთან, მკაცრ და რთულ ორგანიზაციულ სტრუქტურებთან და საერთო ჯამში ნეგატიურ არასასიამოვნო მოვლენასთან ასოცირდება. ამაში უდავოდ დიდი წვლილი მიუძღვის ყოფილ საბჭოთა კავშირს, რადგან სწორედ ეს რეჟიმი ხასიათდებოდა ბიუროკრატიის ამგვარი გაგებით. მაგრამ თანამედროვე მართვის მოდელზე გადასვლამ ცხადი გახადა რომ ამგვარი მიდგომა აღარ ვარგოდა და მართვის პროცედურულ განხორციელებაში უამრავი მიდგომები იყო შესაცვლელი. აქ მთავარი მომენტი არის ის რომ ბიუროკრატიის საერთოდ უგულებელყობა მცდარი ნაბიჯი იქნება, საჭიროა მისი სწორად ინტერპრეტაცია, რასაც ემსახურება წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი.
ნაშრომში წარმოდგენილია სხვადასხვა ავტორების, მკვლევარების შეხედულებები და ნააზრევი ბიუროკრატიასთნ დაკავშირებით, ასევე პრაქტიკული მაგალითები თანამედროვე მართვის სპეციფიკიდან გამომდინარე რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა საშუალება ჩამოგვეყალიბებინა ერთგვარი ფორმულა - ბიუროკრატია არის სწორი ადმინისტრირება, რაც გულისხმობს უფლებამოვალეობების სწორად და თანაბრად გადანაწილებას. თუმცა ისიც გვაქვს განცობიერებული, რომ თანამედროვე მართვაში უბრალოდ სიტყვა ბიუროკრატია ჩაანაცვლა მართვის იერარქიამ, რაც შინაარსობრივად ესადაგება ბიუროკრატიის თანამედროვე მოდელს.

The current state's management has presented society with several new problems. For decades, the process of revaluing principles and implementing new management mechanisms has been vigorously followed. It's worth noting that this has turned into a very complicated and exciting experience. There was a shift from a monarchical establishment to a bourgeois and then capitalist economic formation as early as the eighteenth and nineteenth centuries, and they were confronted with the question of what is now known as modern organizational management.
Society's equality is both an essential and obligatory principle and a daunting phenomenon to properly enforce in real life. The new reforms have all actively involved the management of a country or organization and given them the full range of opportunities. A large part of society has never been involved in governance; they have always existed in a subordinate social format, but the new reforms have all actively involved the management of a country or organization and given them the full range of opportunities. Knowing what democracy and equality are is one thing; putting them into effect is quite another.
The master's thesis subject is important and fascinating since it deals with a topic like the method of realistic management implementation. As a result, Georgia, as a nation of emerging democracies, requires a significant amount of time and effort to participate effectively in the popular culture alongside industrialized states, which started in the 18th and 19th centuries.
The word bureaucracy mainly consists of procrastination in all of us, traditional and complicated organizational frameworks, and an overall negative experience. Without a doubt, the former Soviet Union played a significant role in this, as it was this government that was known for its knowledge of bureaucracy. However, the transition to a modern management model has shown that such an approach is no longer acceptable and that many aspects of management procedure must be replaced. The key argument here is that avoiding bureaucracy entirely will be a mistake; it must be properly understood, which is what the current master thesis aims to do.
The paper presents the perspectives and ideas of numerous writers, theorists, and bureaucrats, as well as real examples based on modern management's details, allowing us to formulate a formula: bureaucracy is proper administration, which entails a proper and equitable distribution of responsibilities. However, we also recognize that the term bureaucracy has simply been replaced in modern government by a hierarchy of governance, which is consistent with the modern model of bureaucracy.
URI: https://openscience.ge/handle/1/2628
Appears in Collections:სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Medea Surmanidze Samagistro.pdfბიუროკრატია როგორც იერარქიული დაქვემდებარების სისტემა საჯარო სამსახურში1.07 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

212
checked on May 2, 2024

Download(s)

412
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.