Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2454
Title: Brand image influence on consumers purchase decision
ბრენდის იმიჯის გავლენა მომხმარებლების მსყიდველობით გადაწყვეტილებებზე
Other Titles: ( Based on mineral water industry)
(მინერალური წყლების მაგალითზე)
Authors: Jincharadze, Tornike 
ჯინჭარაძე, თორნიკე 
Advisor: თოდუა, ნუგზარ 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: ბრენდის იმიჯი
მინერალური წყლების ინდუსტრია
ბაზრის წილის გაზრდა
ადგილობრივი და უცხოური ბაზარი
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Magister thesis “Brand image influence on consumers purchase behaviour“ is based on mineral water industry analysis. The goal was to find out how brand image and its other components help companies to increase their sales. Observations on mineral industry revealed consumer favorite brands and has emphasized what should unknown brands do to be more successful in the future.
This work consists of two chapters, conclusion and recommendations. First chapter includes literature review, which is related to brands in general, its image and brand image components. Besides that, first chapter comprises of local and foreign industry of mineral water and its leading brand analysis. We also show statistics of mineral water to underline huge importance of mineral water industry for Georgia. Second chapter includes analysis based on our survey of mineral water industry and summary of consumer purchase tendencies according to it.
Based on survey results, recommendations where given to mineral water brands to achieve more success in the future and be more effective. In the end there are indicated sources used during preparation of this work. Enclosure of this work includes questions used in the survey mentioned above.
In the end the goal of this thesis was achieved and direct correlation between brand image and sales growth was found out. We also found out other factors which have positive or negative influence on sales growth.

სამაგისტო ნაშრომი „ბრენდის იმიჯის გავლენა მომხმარებლის მსყიდველობით ქცევაზე“ მინერალური წყლების მაგალითზეა შესრულებული. ამ ნაშრომის ფარგლებში მიზანი იყო გაგვერკვია რამდენად ეხმარება ბრენდის იმიჯი და მისი შემადგენელი სხვადასხვა კომპონენტები გაყიდვების ზრდას. მინერალური წყლების ინდუსტრიაზე დაკვირვებამ გვაჩვენა თუ რომელ ბრენდები არიან მომხმარებლის რჩეულები და რა უნდა გააკეთონ შედარებით უცნობმა ბრენდებმა ბაზრის წილის გასაზრდელად და უფრო მეტი წარმატების მისაღწევად.
ეს ნაშრომი შედგება 2 თავისგან დასკვნისა და რეკომენდაცეიბისაგან. პირველ თავში ვხვდებით ლიტერატურულ მიმოხილვას, რომელიც ეხება ზოგადად ბრენდს, ბრენდის იმიჯს და მის შემადგენელ კომპონენტებს. ასევე პირველი თავის ფარგლებში განხილულია მინერალური წყლების ადგილობრივი და უცხოური ბაზარი და წამყვანი ბრენდები. ნაჩვენებია სტატისტიკური მონაცემი, რომელიც ნათლად ასახავს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მინერალური წყლების წარმოებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ნაშრომის მეორე თავში ვხვდებით ჩატარებული კვლევის ანალიზს და გამოკვეთილია ზოგადი ტენდენციები, რაც მომხარებელზე ზეგავლენას ახდენს.
კვლევის შედაგად მიღებული შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდა დასკვნები და გაიცა რეკომენდაციები მინერალური წყლების ბრენდებისთვის, რათა უფრო ეფექტურად შეძლონ საქმიანობის წარმართვა. ნაშრომის ბოლოს მითითებულია ის ლიტერატურა, რის საფუძველზეც მომზადდა ნაშრომი. ასევე ვხვდებით დანართს, რომელიც შეიცავს ანკეტას, რომელიც გამოყენებულია მომხმარებლის გამოკითხვისას.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ნაშრომის მიზანი შესრულებულია და დადგენილია კორელაცია ბრენდის იმიჯსა და გაყიდვების ზრდას შორის. ასევე დავინახეთ ის სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ან პირიქით ხელს უშლის გაყიდვების ზრდას.
URI: https://openscience.ge/handle/1/2454
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tornike Jincharadze Samagistro.pdfბრენდის იმიჯის გავლენა მომხმარებლების მსყიდველობით გადაწყვეტილებებზე1.07 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

195
checked on May 2, 2024

Download(s)

668
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.