გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2283
სათაური: უცხოეთის მოქალაქესთან ქორწინების სამართლებრივი მოწესრიგების პრობლემატიკა შედარებითსამართლებრივ ჭრილში
ავტორები: ენუქიძე, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: უცხოეთის მოქალაქესთან ქორწინება
საოჯახო-საქორწინო ურთიერთობები
სამართლებრივი ნორმები
გამოცემის თარიღი: 2021
გამომცემელი: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In the wake of the process of human development and globalization, family-marriage relations have changed significantly. The tendency of internationalization of these relations has become noticeable, which, first of all, manifested in an increase in the number of the so-called mixed marriages. This, in turn, has led to the need for detailed legal regulation of marriages complicated by a foreign element. Marriages registered in violation of the law create problems with divorce, inheritance and other relationships. This necessitates knowledge and understanding of marriage law in different countries. In addition, foreign marital relations are closely linked to private international legal norms. The material and collisional laws governing marriage are very diverse. Among the factors determining this are: the level of economic development of the state; Its demographic status; National, religious peculiarities and traditions. At the same time, the unification / harmonization of the norms regulating this field is quite a difficult and slow process. The above circumstances lead to an increase in the role of private international law. Thus, for the origin, change or termination of a particular family-legal relationship with a foreign element, it must be ascertained which state is subject to that legal relationship. This paper examines that issue.
This paper analyzes the material and collisional legislation of Georgia, as well as Germany and the United States regarding marriage. The focus is on both the private and constitutional aspects of marriage. The institution of marriage, the basics of the origin of marriage, the conditions, the form, the impediments to marriage, including the participation of a foreign element, is studied. European legislation and international conventions are reviewed. A need for amendments to the national law, in particular the Act of Private International Law is shown. In particular, the need for a clearer and more unambiguous wording of Article 44 of this act. The paper emphasizes the fact that the development of family-marriage relations necessitates the adaptation of legal norms to the modern reality. Same-sex marriages are now allowed in more and more countries. Therefore, it is inadmissible to ignore the rights of such persons in Georgia. This issue is also addressed in the present paper.

კაცობრიობის განვითარების და გლობალიზაციის პროცესის კვალდაკვალ მნიშვნელოვნად შეიცვალა საოჯახო-საქორწინო ურთიერთობები. შესამჩნევი გახდა ამ ურთიერთობების ინტერნაციონალიზაციის ტენდენცია, რაც, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. შერეული ქორწინებების რიცხვის ზრდაში გამოიხატება. თავის მხრივ, ამან გამოიწვია უცხოური ელემენტით გართულებული ქორწინებების დეტალური სამართლებრივი მოწესრიგების საჭიროება. კანონის მოთხოვნათა დარღვევით რეგისტრირებული ქორწინებები პრობლემებს ქმნის განქორწინების, მემკვიდრეობისა და სხვა ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეს განაპირობებს სხვადასხვა ქვეყნების საქორწინო კანონმდებლობის ცოდნისა და სწორად გაგების აუცილებლობას. ამასთან ერთად, უცხოეთის საქორწინო ურთიერთობები მჭიდროდ უკავშირდება საერთაშორისო კერძო სამართლებრივ ნორმებსაც. ქორწინების მარეგულირებელი მატერიალური და კოლიზიური კანონმდებლობა დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამის განმაპირობებელ ფაქტორებს შორისაა: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების დონე; მისი დემოგრაფიული მდგომარეობა; ეროვნული, ყოფითი, რელიგიური თავისებურებები და ტრადიციები. ამავდროულად, ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმების უნიფიკაცია/ჰარმონიზაცია საკმაოდ რთული პროცესია და ნელა მიმდინარეობს. ზემოაღნიშნული გარემოებები განაპირობებს საერთშორისო კერძო სამართლის როლის ზრდას. ამდენად, უცხოური ელემენტით კონკრეტული საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის უნდა გაირკვეს, რომელი სახელმწიფოს სამართალს ექვემდებარება ეს სამართალურთიერთობა. მოცემული ნაშრომი შეისწავლის აღნიშნულ საკითხს.
წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოს, ასევე გერმანიისა და აშშ-ს როგორც მატერიალური ისე კოლიზიური კანონმდებლობა ქორწინებასთან დაკავშირებით. ყურადღებაა გამახვილებული ქორწინების როგორც კერძოსამართლებრივ, ასევე კონსტიტუციურსამართლებრივ ასპექტებზე. შესწავლილია ქორწინების ინსტიტუტი, ქორწინების წარმოშობის საფუძვლები, პირობები, ფორმა, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, მათ შორის, უცხოური ელემენტის მონაწილეობისას. მიმოხილულია ევროპის კანონმდებლობა და საერთაშორისო კონვენციები. წარმოჩენილია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა - აღნიშნული კანონის 44-ე მუხლის უფრო ნათლად და არაორაზროვნად ჩამოყალიბების საჭიროება. ნაშრომში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ საოჯახო-საქორწინო ურთიერთობების განვითარება განაპირობებს სამართლებრივი ნორმების თანამედროვე რეალობასთან მისადაგების აუცილებლობას. ამჟამად სულ უფრო მეტ ქვეყნებში ხდება ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების დაშვება. შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოში ასეთი პირების უფლებების იგნორირება. მოცემულ საკითხს ასევე ყურადღება ეთმობა წინამდებარე ნაშრომში.
URI: https://openscience.ge/handle/1/2283
ჩანს კოლექციებში:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Giorgi Enukidze Samagistro.pdfუცხოეთის მოქალაქესთან ქორწინების სამართლებრივი მოწესრიგების პრობლემატიკა შედარებითსამართლებრივ ჭრილში808.23 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

147
checked on May 18, 2024

გადმოწერა

365
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.