გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2214
სათაური: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ლეგიტიმურობა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს კონტექსტში
ავტორები: გოგინავა, ნელი 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Sulkhan-Saba Orbeliani University 
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საქართველოს საკანონმდებლო აქტები
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკა
აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Sulkhan-Saba Orbeliani University 
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The present paper examines the legislative acts of Georgia related to the Autonomous Republic of Abkhazia and its representative body. It will also consider the resolutions of the Parliament of Georgia, by which the Parliament of Georgia first dissolved, then confirmed its competence and established a permanent authority in Abkhazia as a representative body of the Autonomous Republic. The paper also presents international practice, in particular the legal regulations of Moldova, Ukraine and Azerbaijan in relation to their occupied territories. According to the Constitution of Georgia, Georgia is a democratic and legal state. Consequently, the source of governmental power is the people and power is exercised in accordance with the Constitution.
The investigation revealed that there is no law on dismissal and dismissal of the Supreme Council, however, the Parliament of Georgia has not adopted a constitutional law on the Abkhaz Autonomous Republic, therefore there is no unified legal framework on the powers of the Abkhaz Autonomous Republic and the Supreme Council in general. As a matter of fact, that the Constitution is the supreme law of the country it’s neglect is incompatible with the principle of the rule of law. It is as impossible as existence of a democratic country without elections.
Based on the above, the paper presents a conclusion, according to which it would be expedient for the Parliament of Georgia to adopt a constitutional law on the Autonomous Republic of Abkhazia and to take into account the rules of formation of a representative body. Thus, the Parliament of Georgia will create a legal basis for the functioning of the representative body of the occupied Abkhazia, by defining the rules of elections, eliminating the possibility of usurpation of power and, at the same time, ending the harmful practice of neglecting the obligation under the Constitution of Georgia.

წინამდებარე ნაშრომი შეისწავლის საქართველოს საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც უკავშირდება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და მის წარმომადგენლობით ორგანოს. აგრეთვე,განიხილავს საქართველოს პარლამენტის დადგენილებებს, რომლითაც საქართველოს პარლამენტმა ჯერ დაითხოვა, შემდეგ კომპეტენცია დაუდასტურა და უვადო უფლებამოსილება განუსაზღვრა აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს. ნაშრომში აგრეთვე, წარმოდგენილია საერთაშორისო პრაქტიკა,კერძოდ, მოლდოვის, უკრაინისა და აზერბაიჯანის სამართლებრივი რეგულაციები მათ ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციით, საქართველო დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოა. შესაბამისად, სახელისუფლებო ძალაუფლების წყაროა ხალხი და ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციის შესაბამისად. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არ არსებობს კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევისა და დათხოვნის შესახებ, ამასთან საქართველოს პარლამენტს არ მიუღია კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ა/რ-ის შესახებ, შესაბამისად არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო ბაზა აფხაზეთის ა/რ-ისა და უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შესახებ. ნაშრომში განხილულია საკანონმდებლო უმოქმოდობის სახეები. საკანონმდებლო უმოქმედობა შეიძლება არსებობდეს მაშინ, როდესაც საკითხი სამართლებრივი რეგულირების გარეშე არის დარჩენილი, ვინაიდან კანონმდებელს არ შეეძლო ევარაუდა მისი არსებობა. აფხაზეთის ა/რ-ის უფლებამოსილების საკითხის საკანონმდებლო რეგულირების გარეშე არსებობა არ შეიძლება ჩაითვალოს ამგვარ შემთხვევად. ამასთან, კონსტიტუცია იმპერატიულად ადგენს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილება ასახულია კონსტიტუციურ კანონში, შესაბამისად, კანონმდებელი შეგნებულად უგულებელყოფს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვალდებულებას. კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და მისი უგელებელყოფა შეუთავსებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, ისევე, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა არჩევნების გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაშრომში წარმოდგენლია დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიზანშეწონილი იქნება, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ა/რ-ის შესახებ და გაითვალისწინოს წარმომადგენლობითი ორგანოს ფორმირების წესი. ამით, საქართველოს პარლამენტი სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციონირებას, არჩევნების წესის განსაზღვრით, აღმოფხვრის ძალაუფლების მითვისების შესაძლებლობას და დაასრულებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულების უგულებელყოფის მავნე პრაქტიკას.
URI: https://openscience.ge/handle/1/2214
ჩანს კოლექციებში:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Neli Goginava Samagistro.pdfაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ლეგიტიმურობა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს კონტექსტში990.29 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

186
checked on May 1, 2024

გადმოწერა

243
checked on May 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.