Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/2191
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.contributor.advisor | ლილუაშვილი, გია | ka |
dc.contributor.author | ჭილაშვილი, მზეონა | ka |
dc.date.accessioned | 2020-12-25T13:06:48Z | - |
dc.date.available | 2020-12-25T13:06:48Z | - |
dc.date.issued | 2019 | - |
dc.identifier.uri | https://openscience.ge/handle/1/2191 | - |
dc.description.abstract | სამაგისტრო ნაშრომში ,,ქორწინებისა და განქორწინების წესი და ფორმა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოწესრიგება საერთაშორისო კერძო სამართალში“ განხილულია ის საყურადღებო და საოჯახო სამართლისათვის მნიშნველოვანი საკითხები, რომლებიც წარმოადგენს ამოსავალ წერტილს საოჯახო ურთიერთობებში და ეხება ფუნდამენტურ საკითხებს. ნაშრომში განხილული იქნება თემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ არაერთი ევროპული ქვეყნის მრავალწლიან პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. რადგანაც თემა ეხება საერთაშორისო სამართალს აუცილებელია შედარება გაკეთდეს საქართველოს კანონმდებლობის, უცხო ქვეყნის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან. ნაშრომი მოიცავს ისეთ მნიშნველოვან საკითხებს როგორიცაა ქორწინება, განქორწინება, ქორწინების ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ისეთი ნორმა, რომელიც შეიძლება ხარვეზული აღმოჩნდეს, ამიტომ აგრეთვე ყურადღება იქნება გამახვილებული, თუ უცხო ქვეყნებში როგორ უდგებიან ან განიხილავენ მსგავს ნორმებს. ნაშრომში აგრეთვე საუბარი იქნება ისეთ პრობლემატურ საკითხზე, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, და განვიხილავ უცხო ქვეყნებს, რომლებშიც აღიარებულია ან პირიქით არ აღიარებენ ერთსქესიანთა ქორწინებას, რადგან კონკრეტული საკითხი 21-ე საუკუნეში უფრო მეტ აქტუალობას იძენს და ინტერესსაც იწვევს საზოგადოების მხრიდან. სამაგისტრო ნაშრომი მოიცავს, აგრეთვე იმ სასამართლო პრაქტიკას, რაც აგრეთვე მნიშნველოვანია ნებისმიერი ქვეყნის საკანონმდებლო ისტორიისათვის. სასამართლო პრაქტიკა შეეხება განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე შეიძლება იყოს ეს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფასთან დაკავშირებული საკითხები, ამ შემთხვევაში მნიშნველოვანია სასამართლო რა ნორმას გამოიყენებს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც ყველაზე საინტერესოა ეს გადაწყვეტილებები შეეხება აგრეთვე ქორწინების ხელშეკრულებასაც, ეს იქნება განქორწინების შემდგომ დადებული კონტრაქტი თუ სხვა, და აგრეთვე მნიშვნელოვანია ნაშრომში განხილული სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება უცხო ქვეყნის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების საქართელოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხებს. ნაშრომის ბოლოს გაკეთებული იქნება დასკვნა, რომელიც შეაჯამებს ნაშრომის პერიოდში განხილულ პრობლემატურ საკითხებსა და მათი მოგვარების გზებს. სწორედ ეს გახლავთ ნაშრომის მიზანი, რომ უკეთ წარმოაჩინოს ქორწინებასა და განქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და რეკომენდაციები გამოავლინოს უცხო ქვეყნის მაგალითებზე დაყრდნობით. | ka |
dc.language.iso | ka | - |
dc.publisher | East European Univeristy | en |
dc.publisher | აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი | ka |
dc.subject | ქორწინებისა და განქორწინების წესი | ka |
dc.subject | საოჯახო სამართალი | ka |
dc.title | ქორწინებისა და განქორწინების წესი და ფორმა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოწესრიგება საერთაშორისო კერძო სამართალში | ka |
dc.type | master thesis | en |
dc.type | სამაგისტრო ნაშრომი | ka |
thesis.degree.name | Master of Law | en |
thesis.degree.name | სამართლის მაგისტრი | ka |
thesis.degree.level | 1 | - |
thesis.degree.discipline | სამართლის სამაგისტრო პროგრამა | ka |
dc.contributor.institution | East European Univeristy | en |
dc.contributor.institution | აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი | ka |
dc.contributor.faculty | იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი | ka |
item.languageiso639-1 | ka | - |
item.cerifentitytype | Publications | - |
item.cerifentitytype | Publications | - |
item.openairetype | master thesis | - |
item.openairetype | სამაგისტრო ნაშრომი | - |
item.openairecristype | http://purl.org/coar/resource_type/c_bdcc | - |
item.openairecristype | http://purl.org/coar/resource_type/c_18cf | - |
item.fulltext | With Fulltext | - |
item.grantfulltext | open | - |
Appears in Collections: | იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
mzeo chilashvili.pdf | ქორწინებისა და განქორწინების წესი და ფორმა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოწესრიგება საერთაშორისო კერძო სამართალში | 725.25 kB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
268
checked on May 21, 2024
Download(s)
701
checked on May 21, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.