Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2099
Title: ტერმინალების განვითარების შესაძლებლობები საქართველოს სატრანსპორტო კვანძებში
Authors: დუმბაძე, გიორგი 
Keywords: რეგიონული სატრანსპორტო ტერიტორიები;სატერმინალო ქსელის განვითარება და განთავსება;საქართველოს საზღვაო პორტები;სატვირთო გადაზიდვები
Issue Date: 2020
Abstract: 
წარმოდგენილ სამაგისტრო ნაშრომში „ტერმინალების განვითარების შესაძლებლობები საქართველოს სატრანსპორტო კვანძებში“ განხილული და გაანალიზებულია რეგიონულ სატრანსპორტო ტერიტორიებზე სატერმინალო ქსელის განვითარებისა და განთავსების საერთაშორისო პრაქტიკა, ტენდენციები, მიმართულებები; ჩატარებულია ყოვლისმომცველი ანალიზი იმიტაციური მოდელირების საფუძველზე; შესაწავლილია საქართველოს საზღვაო პორტებში (პორტებთან) როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო ტერმინალების განვითარების შესაძლებლობები.
ჩატარებულია კვლევები ქართული სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიების მონაწილეობით სატვირთო გადაზიდვებისა და ტერმინალების მუშაობის თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოვლენის მიმართულებით და კლასიფიცირებულია 5 ძირითადი ინოვაციური ტექნოლოგია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო ნაკადების სატერმინალო მომსახურების გაუმჯობესებას.
საქართველოში სატერმინალო სისტემების განვითარების შესაძლებლობათა კვლევისა და ანალიზის ძირითად მაგალითად აღებულია 2 მსხვილი რეგიონი: 1. ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA); 2. ცენტრალური აზიის რეგიონი.
სწორედ ასეთ რეგიონულ ჭრილშია წარმოდგენილი ნაშრომის კონცეპტუალური ნაწილი, რაც ნიშნავს შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონულ სავაჭრო ბაზარზე მოძრავი სატვირთო და სამგზავრო ნაკადებისათვის სატერმინალო მომსახურების განვითარების შესაძლებლობების შესწავლას.

The presented master's thesis "Opportunities for Development of Terminals in Georgian Transport knot" discusses and analyzes the international practice, tendencies, directions of development and placement of the terminal network in the regional transport areas. Comprehensive analysis are performed based on imitation modeling; The possibilities of developing both cargo and passenger terminals in Georgian seaports (ports) need to be studied.
Studies have been conducted with the participation of Georgian transport and forwarding companies in the field of modern, innovative technologies of cargo transportation and terminal work display and
there are classified 5 major innovative technologies, which should contribute to the improvement of international fright and passenger flow terminal services in Georgia.
The following are two major examples of research and analysis of the development opportunities of terminal systems in Georgia: 1. North American Free Trade Agreement (NAFTA); 2. Central Asian region.
URI: https://openscience.ge/handle/1/2099
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Giorgi Dumbadze Samagistro .pdfტერმინალების განვითარების შესაძლებლობები საქართველოს სატრანსპორტო კვანძებში1.9 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

12
checked on Sep 21, 2020

Download(s)

6
checked on Sep 21, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.