გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2068
სათაური: მედიაცია, როგორც კორპორაციულ უთანხმოებათა გადაწყვეტის სამართლებრივი მექანიზმი
ავტორები: ჯოჯუა, გიორგი 
ხელმძღვანელი: დოლიძე, დავით 
ხარისხის სახელი: Master of Private (Business) Law
კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: School of Law 
სამართლის სკოლა 
საკვანძო სიტყვები: მედიაციის ინსტიტუტი
კორპორაციულ უთანხმოება
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Resolving corporate disagreements through mediation contributes to the efficiency of corporate functioning and management.
The aim of this paper is to present the Mediation Institute as an alternative mechanism for rapid and effective resolution of corporate disputes. In particular, entrepreneurial entities have the opportunity to resolve disputes between them and within themselves at a small cost and, most importantly, within a short period of time. Typically, disputes involving entrepreneurial entities are settled by common courts, which in turn overloads the judiciary, all due to the fact that there are not enough specialized judges in the judiciary, which will minimize disputes and resolve disputes, which is why corporations are given Ability to save time and financial resources by meditating in this process.
The following methods are mainly used in the performance of the paper: comparative, qualitative analysis and empirical deduction method. The research methods were used to search and systematize the data related to the research material. An important workload in this study is to analyze the data and use a logical method to substantiate their arguments.
Mediation is an alternative means of resolving commercial disputes, which determines the legal outcome acceptable to two or more disputing parties with common interests. At the same time, it is important to note that all this is associated with relatively lower costs and time, therefore, one of the priority directions of alternative means of resolving disputes related to commercial disputes in Georgia should be the Institute of Mediation. Clearly, the introduction and establishment of any new institution in Georgia is a new challenge for the state, the refinement and development of which is time consuming. Therefore, it is important to actively cooperate with industry professionals and entities involved in the mediation process on a daily basis on issues / issues raised in practice and to discuss issues arising in practice so as not to hinder the development of the above institution. Therefore, if the development of the Institute of Mediation takes place on a daily basis, mediation will become one of the priority areas for alternative means of resolving disputes in Georgia...

კორპორაციულ უთანხმოებათა მედიაციით გადაწყვეტა ხელს უწყობს კორპორაციათა ფუნქციონირებისა და მართვის ეფექტურობას.
წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია, მედიაციის ინსტიტუტის როგორც კორპორაციულ უთანხმოებათა სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის წარმოჩენა. კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მათ შორის და მათსავე შიგნით წარმოშობილი დავები გადაწყვიტონ მცირე დანახარჯებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შემჭიდროვებულ ვადებში. როგორც წესი, მეწარმე სუბიექტებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა საერთო სასამართლოების წესით ხორციელდება, რაც თავის მხრივ სასამართლო სისტების გადატვირთვას იწვევს, ყოველივე ეს განპირობებულია იმითაც, რომ სასამართლო სისტემაში არ არსებობს სპეციალიზირებულ მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა, რაც დავის განხილვისა და გადაწყვეტის ვადებს მინიმუმამდე შეამცირებს, სწორედ ამიტომ, კორპორაციებს ეძლევათ შესაძლებლობა აღნიშნულ პროცესში მედიაციის გამოყენებით დაზოგონ დრო და ფინანსური რესურსი.
ნაშრომის შესრულებისას ძირითადად გამოყენებულია შემდეგი მეთოდები: შედარებითი, თვისობრივი ანალიზისა და ემპირიული დედუქციის მეთოდი. კვლევის მეთოდების გამოყენებით განხორციელდა საკვლევ მასალასთან დაკავშირებული მონაცემების, ინფორმაციის მოძიება და მათი სისტემატიზაცია. მოცემულ კვლევაში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მოძიებული მონაცემების ანალიზს და ლოგიკური მეთოდის გამოყენებით, მათი არგუმენტებით დასაბუთებას.
მედიაცია წარმოადგენს კომერციულ უთანხმოებათა გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას, რომელიც ორი ან მეტი მოდავე მხარისათვის მისაღებ და საერთო ინტერესების მქონე სამართლებრივ შედეგს განსაზღვრავს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველივე შედარებით ნაკლებ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, საქართველოში კომერციულ უთანხმოებებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებათაგან ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება სწორედ მედიაციის ინსტიტუტი უნდა გახდეს. ცხადია, ნებისმიერი ახალი ინსტიტუტის შემოღება და დამკვიდრება საქართველოში არის სახელმწიფოსთვის ახალი გამოწვევა, რომლის დახვეწა და განვითარება გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკაში წამოჭრილ პრობლემებთან/საკითხებთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში მოხდეს დარგის სპეციალისტებთან და მედიაციის პროცესში ჩართულ კომერციულ სუბიექტებთან აქტიური თანამშრომლობა და პრაქტიკაში წარმოქმნილ საკითხებზე მსჯელობა, რათა არ შეფერხდეს ზემოაღნიშნული ინსტიტუტის განვითარება. ამიტომ, თუ მედიაციის ინსტიტუტის განვითარება ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება, საქართველოში დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებათაგან მედიაცია ნამდვილად ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახდება...
URI: https://openscience.ge/handle/1/2068
ჩანს კოლექციებში:სამართლის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Giorgi JoJua Samagistro.pdfმედიაცია, როგორც კორპორაციულ უთანხმოებათა გადაწყვეტის სამართლებრივი მექანიზმი632.63 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

258
checked on May 18, 2024

გადმოწერა

261
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.