გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2066
სათაური: მედიაციის ინსტიტუტის ინტეგრირება საქართველოს საკანონმდებლო სივრცესა და პრაქტიკაში
ავტორები: მჭედლიძე, მარიამ 
ხელმძღვანელი: ირემაშვილი , ქეთევან 
ხარისხის სახელი: Master of Private (Business) Law
კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: School of Law 
სამართლის სკოლა 
საკვანძო სიტყვები: მედიაციის ინსტიტუტის როლი
დავის გადაწყვეტა
ნებაყოფლობითობის პრინციპი:
თვითგამორკვევის პრინციპი
კონფიდენციალურობის პრინციპი:
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The state is a body focused on constant development. One of the most important sources of constant development is the renewal of the legislation, which should be directed to the establishing the knowledge gained through best practice and approaching the ideal model. The creation of the ideal model should create guarantee of the fair law, which may be measured not by “objective vision”, which is created by a unit of subjective opinions, but it should be the protection of each person’s rights. There is often a flaw of law, when it doesn’t conform to the protection of the rights of the parties in an individual dispute, and its enforcement limits much greater good that can be protected. Of course, it doesn’t mean ignoring the laws, but rather it gives the best practice, which is the key to the development. However, beyond that, it is possible to use an opportunity to resolve it through an institution adapted to the individualism of dispute, the consequences of which must, of course, be in accordance to the law and the desire of the parties.
The means of resolving the dispute are selected according to its content. That is why it is important to maximize the use of each distinctive feature of each institution, and thus to determine the diversity of alternative ways of resolving disputes and to take care of their continuous development.
The subject of research is the Institute of Mediation and its development in Georgia. In addition to the above-mentioned reasons, the urgency of the issue was also conditioned by the many years of practice of the Institute of Mediation, which includes both formal and informal experience, described in traditional law. The manifestation of the peculiarities of Mediation is the bridge towards the goal of maximizing the use of its advantages, which strengthens the features of the field in the legal world. Although the institution of mediation actually existed, it still retains the status of a "novelty" in Georgia today...

სახელმწიფო მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზმია. განვითარების ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი წყარო კი კანონმდებლობის მუდმივად განახლებაა, რაც მიმართული უნდა იყოს საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ცოდნის დამკვიდრებისკენ და იდეალურ მოდელთან მიახლოებისკენ. იდეალური მოდელის შექმნა კი, თავის მხრივ, უნდა ქმნიდეს სამართლიანი სამართლის გარანტს, რომლის საზომი ერთეული არა სუბიექტურ აზრთა სიმრავლისგან შექმნილი „ობიექტური ხედვა“, არამედ ყოველი ადამიანის უფლებების დაცვაა. ხშირად ვლინდება კანონის ნაკლოვანება, როდესაც იგი არ შეესაბამება ინდივიდუალური დავისას მხარეთა უფლებების დაცვას და მისი აღსრულებით იზღუდება გაცილებით დიდი სიკეთე, ვიდრე შესაძლებელია დაცულ იქნას. რა თქმა უნდა, აღნიშნული არ გულისხმობს კანონთა უგულებელყოფას, არამედ პირიქით სწორედ ეს იძლევა საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც გასაღებია განვითარების. თუმცა, აღნიშნულის მიღმა, შესაძლებელია დავის ინდუვიდუალიზმზე მორგებული ინსტიტუტის მეშვეობით მისი გადაწყვეტის საშუალების გამოყენება, რომლის შედეგები რა თქმა უნდა კანონთან და მხარესთან თანხვედრაში უნდა მოექცეს.
დავის გადაწყვეტის საშუალების შერჩევა მისი შინაარსის მიხედვით ხდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თითოეული ინსტიტუტის განმასხვავებელი ნიშნის მაქსიმალური შენარჩუნება, გამოყენება და ამით დავის გადაჭრის ალტერნატიული ხერხების მრავალფეროვნების განსაზღვრა და მათ მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა.
წინამდებარე ნაშრომის კვლევის საგანს მედიაციის ინსტიტუტი და საქართველოში მისი განვითარება წარმოადგენს. საკითხის აქტუალობა გარდა ზემოაღნიშნული მიზეზებისა, ასევე განაპირობა მედიაციის ინსტიტუტის მრავალწლიანმა პრაქტიკამ, რომელიც მოიცავს როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ, ჩვეულებით სამართალში აღწერილ გამოცდილებას. მედიაციის ინსტიტუტის თავისებურებათა ცხადყოფა ხიდია მისი უპირატესობებით სარგებლობის გამოყენების მაქსიმალიზაციის მიზნისკენ, რაც იურიდიულ სამყაროში დარგის ნიშას განამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ მედიაციის ინსტიტუტი ფაქტობრივად არსებობდა, დღეს დღეისობით საქართველოში „სიახლის“ სტატუსს ნაწილობრივ ინარჩუნებს..
URI: https://openscience.ge/handle/1/2066
ჩანს კოლექციებში:სამართლის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Mariam Mchedlidze Samagistro .pdfმედიაციის ინსტიტუტის ინტეგრირება საქართველოს საკანონმდებლო სივრცესა და პრაქტიკაში1.3 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

173
checked on Apr 30, 2024

გადმოწერა

1,693
checked on Apr 30, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.