გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2064
სათაური: მედიატორის როლი მედიაციის პროცესში: შესაძლებლობები და გამოწვევები
ავტორები: წვერავა, ლაშა 
ხელმძღვანელი: ირემაშვილი, ქეთევან 
ხარისხის სახელი: Master of Private (Business) Law
კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: School of Law 
სამართლის სკოლა 
საკვანძო სიტყვები: მედიაციის პროცესი
მედიატორის როლი
ადამიანთა შორის კონფლიქტის მოგვარება
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In the research paper - "The Role of the Mediator in the Process of Mediation: Opportunities and Challenges", it is substantiated the importance of the mediation process and the role of the mediator in the course of the research conducted.
The paper points out that the healthy relationship between the country's legal institutions and community groups is very important in resolving the conflict between people, but this situation is not a guarantee that we will avoid any social conflict, because it is a natural aspect of human relations. For centuries, the court has been the main guarantor in administration of justice of disputes and legal disputes between people and / or various social groups in the society. Yet society has always sought to find more effective alternative tools for the administration of justice. The paper focuses on the means of resolving disputes, such as mediation, measures for its effective functioning and development.
It is mentioned the functioning of mediation as an institution in Georgia, examples of its historical evolution, taking into account both Georgian and foreign experience, as well as special attention is paid to the modern concept of the role of mediator, which analyzes the legal acts regulating the mediation process and mediator activities. The paper also discussed and considered issues of professional regulation of mediator activities, as well as the preconditions for admission to the profession of mediator and the issues and standards of establishing and maintaining his professional reputation. The paper focuses on the basic principles of the mediator's activities and the problems associated with their use.
The paper emphasizes that mediation is at the stage of development in Georgia, but it has a tradition and historical experience, which is evidenced by the fact that the mediator had been promoting the peaceful settlement of disputes in Georgia for centuries and its name in paper is mentioned under different names. Therefore, it is considered that the features of the functioning of the Institute of Mediation are not new to our country and it has great prospects for development.
It is noted that the most important place in the mediation process is the mediator's skills, human qualities and professional reputation, which is the main reason for the parties' attitude towards the mediator and the mediation process in resolving disputes. Therefore, there is a need for legal regulation that will detail issues related to the mediator's authority as a mediator, professional skills, and unified standards of ethics.

სამაგისტრო ნაშრომში - „მედიატორის როლი მედიაციის პროცესში: შესაძლებლობები და გამოწვევები“ განხორციელებული კვლევის პროცესში, განხილულია მედიაციის პროცესისა და მედიატორის როლის მნიშვნელობა.
ნაშრომში გამოკვეთილია, რომ ადამიანთა შორის კონფლიქტის მოგვარებაში ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის სამართლებრივი ინსტიტუტებისა და საზოგადოების ჯგუფების ჯანსაღი ურთიერთობა. ეს მდგომარეობა მაინც არ წარმოადგენს გარანტს, რომ აცილებული იქნება ესა თუ ის სოციალური კონფლიქტი, რადგან ის წარმოადგენს ადამიანთა ურთიერთობებში თანმდევ მოვლენას. ასწლეულების განმავლობაში ადამიანთა და საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის არსებული უთანხმოებებისა და სამართლებრივი დავების გადაწყვეტისა და მართლმსაჯულების რეალიზაციის მთავარ გარანტორს წარმოადგენდა სასამართლო. მიუხედავად ამისა, საზოგადოება ყოველთვის იმის ძიებაში იყო, რომ მოენახა უფრო ეფექტური ალტერნატიული ინსტრუმენტები მართლმსაჯულების აღსრულებისათვის. ნაშრომში, სწორედ დავის გადაწყვეტის ისეთ საშუალებებზე, როგორიც მედიაციაა, მისი ეფექტური ფუნქციონირებისათვისა და განვითარებისათვის ორიენტირებულ ღონისძიებებზეა გამახვილებული ყურადღება.
განხილულია მედიაციის როგორც ინსტიტუტის ფუნქციონირება საქართველოში, მისი ისტორიული ევოლუციის მაგალითები, საქართველოს და უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მედიატორის როლის თანამედროვე კონცეფციაზე. ხსენებულის ფარგლებში გაანალიზებულია მედიაციის პროცესისა და მედიატორის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. ნაშრომში ასევე განხილული და გააზრებული იქნა მედიატორის საქმიანობის პროფესიული რეგულირების საკითხები, რომელზეც მსჯელობისას გაანალიზებულია როგორც მედიატორის პროფესიაში დაშვების წინაპირობები, ასევე მისი პროფესიული რეპუტაციის დამკვიდრებისა და შენარჩუნების საკითხები და სტანდარტები. ნაშრომში განსაკუთრებული აქცენტები იქნა გამახვილებეული მედიატორის საქმიანობის ფუძემდებლურ პრინციპებსა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ნაშრომში ხაზგასმულია, რომ მედიაცია საქართველოში განვითარების ეტაპზეა, თუმცა მას გააჩნია თავისი არსებობის ტრადიცია და ისტორიული გამოცდილება, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში მოდავე მხარეთა შორის საკითხის მშვიდობიან მოგვარებას ხელს უწყობდა შუამავალი, რომელიც ნაშრომში მოხსენიაბულია სხვადასხვა სახელწოდებებით. შესაბამისად, მიჩნეულია რომ მედიაციის ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები ახალი არ არის ჩვენი ქვეყნისათვის და მას განვითარების დიდი პერსპექტივები გააჩნია.
გაანალიზებულია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მედიაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მედიატორის უნარებს, ადამიანურ თვისებებსა და მის პროფესიონალურ რეპუტაციას, რაც დავების გადაწყვეტის პროცესში მხარეთა მიერ მედიატორისადმი და ასევე ზოგადად მედიაციის პროცესისადმი დამოკიდებულების მთავარი საფუძველია, საჭიროა არსებობდეს ისეთი სამართლებრივი რეგულაცია, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი მედიატორის, როგორც შუამავლის უფლებამოსილებასთან, პროფესიულ უნარჩვევებსა და ეთიკის ერთიან სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები...
URI: https://openscience.ge/handle/1/2064
ჩანს კოლექციებში:სამართლის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Lasha Tsverava Samagistro.pdfმედიატორის როლი მედიაციის პროცესში: შესაძლებლობები და გამოწვევები819.94 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

326
checked on May 4, 2024

გადმოწერა

393
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.