გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1978
სათაური: სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პრობლემები თანამედროვე ქართულ სამართალში
ავტორები: გელაშვილი, მარიამ 
ხელმძღვანელი: მეფარიშვილი, გია 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
დაწესებულება: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება
სამართლებრივი მექანიზმები
ქართული სამართალი
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The present paper concerns the problem of exemption from serving a sentence, which is one of the most difficult institutions in Georgian modern law, taking into account its social and legal peculiarities. The paper includes some interesting and at the same time some exceptional views on the use of legal mechanisms to exempt from serving a sentence, as well as the normative approaches related to the regulation of the issue, based on in-depth analysis of practice and research of few scientific papers.
Accordingly, the paper represents a complex set of basic, scrupulous provisions, and the national level approaches are compared to internationally known models, on the basis of which a comparative analysis is performed. Related to this are made the proposals of a recommendatory nature in order to improve the regulation of legal relations.
In order for research to be valuable and important, the paper is based on research methods that can be used to analyze the functioning of a given institution, criminological assessment of the risk factors associated with it, and determining how well the goals of punishment have been achieved when using them.
The concept also focuses on how a complex approach is applied individually to each convict, whether the condition of the support person(s) is taken into account, that, on the one hand, must provide a guarantee of stability, that the convict does not commit an unlawful and criminal act or attempt to commit a crime.

წინამდებარე ნაშრომი ეხება სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პრობლემებს, რაც მათთვის დამახასიათებელი სოციალურ და სამართლებრივ თავისებურებათა გათვალისწინებით ერთ-ერთ რთულ ინსტიტუტს წარმოადგენს თანამედროვე ქართულ სამართალში. ნაშრომი მოიცავს ერთობ საინტერესო და ამასთანავე, ზოგიერთ განსხვავებულ მოსაზრებას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე, აგრეთვე მითითებული საკითხის რეგულაციასთან დაკავშირებულ ნორმათშემოქმედებით მიდგომებს, რაც დაფუძნებულია პრაქტიკის ღმა ანალიზსა და მცირე ოდენობის მეცნიერული ნაშრომების კვლევაზე, შესაბამისად მასში კომპლექსურად ძირითადი, პრინციპული დებულებებია გადმოცემული და შედარებულია ეროვნულ დონეზე არსებული მიდგომები საერთაშორისო დონეზე ცნობილ მოდელებს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე გაკეთებულია შედარებითი ანალიზი, ამასთან შემოთავაზებულია სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებები სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების სრულყოფილსათვის. იმისათვის, რომ კვლევა ღირებული და მნიშვნელოვანი გამოსულიყო, ნაშრომი ეფუძნება ისეთ კვლევის მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მოცემული ინსტიტუტის ფუნქციონირების გაანალიზება, მასთან დაკაშირებული რისკ - ფაქტორების კრიმინოლოგიური შეფასება და განსაზღვრა თუ რამდენად მიღწეულია მათი გამოყენებისას სასჯელის მიზნები. აგრეთვე, მითითებულ კონცეპტში ყურადღება გამახვილებულია იმ ასპექტზეც, თუ როგორ ხდება კომპლექსური მიდგომა ინდივიდუალურად თითოეულ მსჯავრდებულზე, მხედველობაში არის თუ არა მიღებული მხარდამჭერი პირის ან პირების მდგომარეობა, რომელმაც საერთო ერთი მხრივ უნდა შექმნას სტაბილურობის გარანტი, რათა მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების განხორციელებას, ან დანაშაულის ჩადენის მცდელობას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1978
ჩანს კოლექციებში:სამართლის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Samagistro Gelashvili.pdfსასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პრობლემები თანამედროვე ქართულ სამართალში672.17 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

394
checked on May 2, 2024

გადმოწერა

537
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.