გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1942
სათაური: Peculiarities of origin and development of the Institute of engagement
ნიშნობის ინსტიტუტის წარმოშობისა და განვითარების თავისებურებანი
ავტორები: Giunashvili, M. 
გიუნაშვილი, მერი 
ხელმძღვანელი: ჭიღლაშვილი, ლია 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Gori State Teaching University 
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social Sciences, Business and Law 
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საოჯახო სამართალი
ნიშნობის ინსტიტუტის წარმოშობა
წინა საქორწინო ხელშეკრულება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Gori State Teaching University 
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The master’s thesis concerns one of the important institutions of the family law – engagement. The work discusses the main aspects of the origins and development of the engagement institution from ancient times till today. The thesis includes such topics as the legal character of engagement, engagement as a pre-marriage contract, the actuality of the dowry institution, and all the main issues connected to engagement and marriage.
The topic we have chosen has a centuries’ history. Engagement is a prerequisite of creating a family, it is connected to marriage itself, though we have to mention that, recently, the phenomenon of family is in danger. Destruction of traditional families has become more frequent. The problem is global and it must be paid much more attention to.
According to historical sources, the public wisdom has created the custom of engagement not by accident. It is known that this tradition was of a great importance in upcoming happiness of the future spouses and their close people. After the engagement, the couple, as well as their families got much more acquainted to each other, evaluated if their decision was advisable and feasible. Engagement promoted to avoid a hasty marriage, and it decreased the number of divorces. In the history of the Georgian law we meet different traditions of engagement: they engaged the woman before birth, or when she was still in cradle, etc. Each form of engagement is the reflection of society development steps. Therefore, we can easily see the evolutionary line of the society.
The engagement institution, during its development, has passed through many historical changes, as government and society have always been trying to make it perfect and fit to the times. Our goal is to study the advantages and disadvantages of the ancient family traditions of the Georgian people from the point of view of law. We will also try to compare it to the engagement institution of other countries. In the process of the research, we used theoretical works of the scientists, whose studies have enriched the Georgian legal thinking. We were guided by other countries’ historical sources as well.

წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი ეხება საოჯახო სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, ნიშნობას. ნაშრომში განხილულია ნიშნობის ინსტიტუტის წარმოშობისა და განვითარების ძირითადი ასპექტები უძველესი დროიდან დღემდე, ნიშნობის სამართლებრივი ბუნება, ნიშნობა, როგორც წინა საქორწინო ხელშეკრულების დათქმა, მზითვის ინსტიტუტის აქტუალურობა და ყველა ის ძირითადი საკითხები რაც ნიშნობასა და ქორწინებას უკავშირდება.
ჩვენს მიერ შერჩეულ თემას საუკუნოვანი ისტორია აქვს. ნიშნობა ოჯახის შექმნის წინაპირობაა, თავისი შინაარსით იგი სწორედ ქორწინებას უკავშირდება, თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ოჯახის ფენომენს ბოლო დროს მართლაც შეექმნა საფრთხე. საგრძნობლად იმატა ტრადიციული ოჯახების ნგრევამ. პრობლება გლობალურია და მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
ისტორიული წყაროების თანახმად ხალხურ სიბრძნეს, შემთხვევით არ შეუქმნია ისეთი ჩვეულება, როგორიც ნიშნობაა. როგორც ცნობილია ამ ტრადიციას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მომავალი მეუღლეებისა და მათი ახლობლების შემდგომი ბედნიერებისათვის. დანიშვნის შემდეგ როგორც წყვილი, ისე მათი ოჯახები უკეთ ეცნობოდნენ ერთმანეთს, აფასებდნენ თავიანთი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობასა და სერიოზულობას. ნიშნობა ხელს უწყობდა დაუფიქრებელი და ნაჩქარევი ქორწინების თავიდან აცილებას, რაც გარკვეულწილად ამცირებდა განქორწინების რიცხვს. ქართული სამართალის ისტორიაში ვეცნობით ქალის დანიშვნის სხვადასხვა ტრადიციას, მათ შორის არის დაბადებამდე დანიშვნა, აკვანში დანიშვნა, ხელის დაკვრით დანიშვნა და სხვა.
ნიშნობის თითოეული სახე საზოგადოების განვითარების სხვადასხვა საფეხურის ანაბეჭდია. ამ კუთხით ევოლუციური ხაზი თითქმის ყველა მომენტში შეინიშნება. ნიშნობის ინსტიტუტმა თავისი განვითარების ეტაპებზე ისტორიული ცვლილებები განიცადა, სახელმწიფო და საზოგადოება ყოველთვის ცდილობდა მის სრულყოფას და დროსთან მორგებას. ჩვენი სურვილია შევისწალოთ ქართველი ხალხის უძველესი საოჯახო ტრადიციების დადებითი და უარყოფითი მხარეები სამართლებრივი კუთხით. ასევე პარალელი გავავლოთ მსოფლიოს სხვა ხალხთა უძველეს ნიშნობის ინსტიტუტებზე. კვლევის პროცესში ჩვენ გამოვიყენეთ თეორიული ხასიათის მასალა იმ მეცნიერებისა, რომელთა ნაშრომებმაც გაამდიდრეს ქართული სამართლებრივი აზროვნება, ასევე ვიხელმძღვანელეთ სხვა ქვეყნების ისტორიული წყაროებიც.
URI: https://openscience.ge/handle/1/1942
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Meri Giunashvili Samagistro.pdfნიშნობის ინსტიტუტის წარმოშობისა და განვითარების თავისებურებანი866.29 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

103
checked on May 4, 2024

გადმოწერა

741
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.