Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1884
Title: კომერციული ბანკების ლიკვიდობის და გადახდისუნარიანობის ამაღლების საკითხები საქართველოში
Authors: ვახტანგაძე, ლაშა 
Advisor: ბაგრატიონი, ნ. 
Degree Name: Master of Business Administration in Banking
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საბანკო საქმეში
Degree Discipline: საბანკო საქმე
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Business and Social Sciences 
ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი 
Keywords: საბანკო ლიკვიდურობის არსი
კომერციული ბანკები
მომგებიანობა
Issue Date: 2020
Publisher: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
Abstract: 
საფინანსო სექტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკაში, რადგან მის გამართულ მუშაობაზე მთელი ეკონომიკური სისტემის ქმედით¬უნარიანობაა დამოკიდებული. თანამედროვე მაღალგანვითარებული ქვეყნების ერთერთ ურთულეს და საინტერესო სფეროს საბანკო სექტორი წარმოადგენს, საბანკო სისტემაში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე საბანკო მომსახურების დანერგვა. თავის მხრივ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა საბიუჯეტოსთან ერთად, ეკონომიკის ერთიანი სახელმწიფო რეგულირების საფუძველს წარმოადგენს. მაგალითად კომერციული ბანკები, რომლებიც წარმოადგენს საფინანსო სექტორის ძირითად რგოლს საქართველოში, იღებენ რა დეპოზიტებს მოსახლეობისა და კომპანიებისგან, ახორციელებენ მათ გასესხებას სხვა შინამეურნეობებსა და საწარმოებზე. ამავე დროს კომერციული ბანკების მეშვეობით ხორციელდება უნაღდო ტიპის ყოველგვარი ანგარიშსწორება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ ჩვეულებრივი კომპანიებისაგან განსხვავებით კომერციული ბანკების ან საფინანსო სექტორის წარმომადგენლების პრობლემები მყისიერად აისახება დანარჩენ ეკონომიკაზე. შესაბამისად მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის და კერძოდ კომერციული ბანკების ლიკვიდობის, გადახდისუნარიანობისა ზრდის ფაქტორები და მიმართულებები, როგორც ცალკე აღებული საფინანსო ინსტიტუტის ასევე, მთლიანად სექტორის დონეზე. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია კომერციული ბანკების ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის, მათი ზრდის ფაქტორების მიმოხილვა და ანალიზი. დასახული მიზნებიდან გამომდინარე სადიპლომო ნაშრომში განხილულია შემდეგი საკითხები: კომერციული ბანკების ლიკვიდობის არსი, ანალიზი და მართვა, ბანკების ლიკვიდურობის კონცეფციების ფორმირება, ბანკების ლიკვიდუ¬რობის მაჩვენებ¬ლების სისტემა და გადახდისუნარიანობის ამაღლების საკითხები თანამედ¬როვე ეტაპზე. ნაშრომი შედგება შესავლისაგან, სამი თავისაგან და ხუთი ქვეთავისაგან. ნაშრომს ერთვის დასკვნები და გამოყენებული ლიტერატურის სია.
URI: https://openscience.ge/handle/1/1884
Appears in Collections:ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Samagistro Vakhtangadze.pdfკომერციული ბანკების ლიკვიდობის და გადახდისუნარიანობის ამაღლების საკითხები საქართველოში704.36 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

120
checked on Apr 26, 2024

Download(s)

1,596
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.