გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1877
სათაური: სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ძირითადი გამოწვევები სკოლებში
ავტორები: დანელია, ლანა 
ხელმძღვანელი: გახელაძე , გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Education
განათლების მეცნიერებების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: განათლების მიღების ხელმისაწვდომობა
სამოქალაქო საზოგადოება
საჯარო სკოლა
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Purpose of the study. The purpose of the study is to identify the main problems of the formation of civil society on the example of Tbilisi State School No. 192, to study the current situation of the school in relation to specific target groups of civic education.
The relevance of research. On the one hand, this is due to the fact that the main issues of the contradiction of legislation in the formation of civil society at school were not studied in practical or scientific terms. The role of schools in the formation of civil society is poorly understood.
Research Task Force. The target group of the study is students, teachers, parents of a public school (Tbilisi State School 192). To achieve the validity of the study, it is important that study participants include a significant scale in quantitative terms.
Research methodology. For research purposes, qualitative and quantitave research methods are used (questionnaires, open-ended questions). Using this research methods allows researchers to explain details that should not be overlooked. By qualitative methods, we receive more detailed information from people whose opinion we learn.
For the purposes of the study, we prioritized the use of quantitative research methods. Traditionally, qualitative research aims at an in-depth study of the research topic - an in-depth study of the attitudes, motivations, or preferences of survey respondents. Unlike the quantitative research methods, the data obtained from the qualitative research are not statistically processed and their results are not representative, although the qualitative research methodology enables in-depth information on the research topic.
A qualitative method, in addition to studying the opinions of respondents, the researcher can get information in addition to the questions “how”, “how often” and “how much”. Within the framework of the study, using a qualitative research method, a certain segment was studied (students, teachers, parents of Tbilisi State School No. 192).

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტი და მეტი ყურადღება ექცევა განათლების მიღების ხელმისაწვდომობას ყველასთვის, რადგან განათლება არის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი, რაზეც დგას სახელმწიფო. განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა და თანასწორობა წარმოადგენს მთავარ მიზანს. განათლებული საზოგადოება თავისუფალი იქნება ისეთი მავნე მახასიათებლებისგან, როგორიცაა ბულინდი, აპათია, დეპრესია და სხვა.
კვლევის მიზანი. კვლევის მიზანია გამოავლინოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ძირითადი გამოწვევები სსიპ ქალაქ თბილისის 192-ე საჯარო სკოლის მაგალითზე, შეისწავლოს სკოლის ამჟამინდელი პოზიცია სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებით კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებში.
კვლევის აქტუალობა. განპირობებულია იმით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში ძირითადი მნიშვნელობა მიეკუთვნება სკოლას. სამწუხაროდ, სკოლაში მიღებული განათლების დონე საგანში „მოქალაქეობა“ და მისი კავშირი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესებთან სათანადოდ არ არის შესწავლილი.
კვლევის სამიზნე ჯგუფი. კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საჯარო სკოლის (ქ.თბილისის 192-ე საჯარო სკოლა) მოსწავლეეები, მასწავლებლები, მშობლები.
კვლევის მეთოდოლოგია. ნაშრომის კვლევის მიზნიდან გამომდინარე, გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდები (ანკეტირება, ღია ტიპის კითხვები). კვლევის ამ მეთოდის გამოყენებისას მკვლევარებს საშუალება ეძლევათ ახსნან ისეთი დეტალები, რომლებიც ვერ დარჩება შეუმჩნეველი. თვისებრივი მეთოდების დროს ჩვენ უფრო დეტალურ ინფორმაციას ვიღებთ იმ ადამიანებისგან, ვის მოსაზრებებსაც შევისწავლით.
თვისებრივი მეთოდის დროს, გარდა რესპოდენტების მოსაზრებების შესწავლისა, მკვლევარს შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია „როგორ“, „რამდენად ხშირად“ და „რამდენი“ კითხვების მიღმაც. კვლევის ფარგლებში კონკრეტული სეგმენტის (ქ.თბილისის 192-ე საჯარო სკოლის მოსწავლეეები, მასწავლებლები, მშობლები) შესწავლა განხორციელდა თვისებრივი კვლევის მეთოდების საშუალებით.
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე უპირატესობა მივანიჭეთ რაოდენობრივი კვლევითი მეთოდების გამოყენებას. ტრადიციის თანახმად თვისებრივი კვლევა მიზნად ისახავს საკვლევი საკითხის სიღრმისეულ შესწავლას - კვლევის რესპონდენტების დამოკიდებულებების, მოტივაციებისა თუ პრეფერენციების სიღრმისეულ კვლევას. რაოდენობრივი კვლევის მეთოდებისგან განსხვავებით, თვისებრივი კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები არ ექვემდებარება სტატისტიკურ დამუშავებას და მისი შედეგები არ არის რეპრეზენტატული, თუმცა თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია შესაძლებელს ხდის საკვლევი საკითხის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1877
ჩანს კოლექციებში:ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Lana Danelia.pdfსამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ძირითადი გამოწვევები სკოლებში334.47 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

320
checked on May 4, 2024

გადმოწერა

688
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.