გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1833
სათაური: კოჭ-წვივის სახსრის დაჭიმულობები და ტერფის დეფორმაციები
ავტორები: ნარეშელი, ლევან 
ხელმძღვანელი: კასრაძე, პავლე 
ხარისხის სახელი: ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი 
ფაკულტეტი: ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: კოჭ-წვივის სახსარი
ტერფის დეფორმაციები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი 
რეზიუმე: 
ნაშრომში მოგითხრობთ კოჭ-წვივის სახსრის დაჭიმულობა დაზაიენებებისა და ტერფის დეფრომაციების შესახებ. თემა აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ როგორც სპორტში ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია კოჭ-წვივის სახსრის ტრავმით მიღებული გართულებები. ამას ისიც ადასტურებს, რომ საავადმყოფოების მიმღებ განყოფილებებში, როგორც საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებშიც ამ პრობლემით მიმართვიანობის სტატისტიკური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. კოწ-წვივის სახსრის დაზიანების მკურნალობა საკმაოდ საყურადღებოა, რადგან ახასიათებს მწვავე გართულებები, როგორიც არის სახსრის ქრონიკული და ფუნქციური არასტაბილურობა, რაც ტრავმის განმეორებით მიღების წინაპიობას წარმოადგენს.
რაც შეეხებეა ტერფის დეფორმაციებს, არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ტერფის დეფორმაციის განვითრება მრავალი მიზეზისგან თუ მიზეზდაუდგენელი (იდეოპათიურ) ფაქოტორისგან გამომდინარეობს. აქედან გამომდინარე ამ რთული კოპლექსური დაავადების განხილვა და მკურნალობის ახლებური მიმართულებების გამოვლენა საკმაოდ აქტუალურია.
კვლევის მიზანია გამოვავლინოთ კოჭ-წვივის სახსრის დაჭიმულობებისა და ტერფის დეფორმაციების რეაბილიტაციური მკურნალობის ახალი მიდგომები, რომელიც მეტად ხელს შეუწყობს აღნიშნული პრობლემების მკურნალობის დადებითი შედეგების მიღწევას.
კვლევის ამოცანებია კოჭ-წვივისა და ტერფის აღნიშნული დაზიანებებისა თუ დეფორმაციების მკურნალობის პროცესში, მკურნალობა შეძლებისდაგვარად არ გასცდეს კონსერვატიული ანუ რეაბილიტაციური მკურნალობის მეთოდებს, ჩატარებული მკურნალობა იყოს სწორად შერჩევული და შდეგზე ორიენტირებული.
კვლევის მეთოდი ინდივიდუალური სამუშაო პრაქტიკა, თემასთან დაკავშირებული ლიტერატურებისა და სტატიების ანალიზი და განხილვა.
კვლევის შედეგები ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ ადრე გამოვლენილი და კონსერვატიული მკურნალობის სწორად შერჩეულმა მიდგომებმა, შეამცირა როგორც დაავადებათა გართულება, რიგ შემთხვევაში კი დაავადება სრულად იქნა დაძლეული.
URI: https://openscience.ge/handle/1/1833
ჩანს კოლექციებში:ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Levan Naresheli Samagistro .pdfკოჭ-წვივის სახსრის დაჭიმულობები და ტერფის დეფორმაციები2.05 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

604
checked on May 3, 2024

გადმოწერა

2,729
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.