გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1829
სათაური: შრომითი რესურსები ჯანდაცვაში
ავტორები: ჭელიძე, შორენა 
ხელმძღვანელი: ქობლიანიძე, თამარი 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ჯანდაცვის მენეჯმენტი
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი 
ფაკულტეტი: ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: შრომითი რესურსები
ადამიანური რესურსების მართვა
ჯანდაცვის შრომითი რესურსები
სამედიცინო კადრები
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი 
რეზიუმე: 
მაღალი კომპეტენციისა და შინაგანი მოტივაციის მქონე შრომითი რესურსის არსებობა ნებისმიერი სფეროს მუშაობის აუცილებელი წინაპირობაა, რათა ეფექტიანად იქნას შესრულებული შესაბამისი სამუშაო და მივიღოთ სათანადო შედეგი. ჯანდაცვა კი, უპიროპოდ, უპირველესია, სადაც შრომითი რესურსის მაღალკვალიფიციურობა და დაუზარელი შრომა განსაზღვრავს ამ სფეროს მუშაობის ხარისხს. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მიზანი, სწორედ, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიღწევა და ხარისხის ამაღლებაა პერსონალის უწყვეტი განათლების ფონზე, რაც ხორციელდება შემდეგი სტრატეგიების შესაბამისად: სამედიცინო მომსახურების საბაზო პაკეტის შემუშავება, ჯანდაცვის სისტემის მართვის დეცენტრალიზაცია, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრულყოფა და ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა, მაღალი ტექნოლოგიების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირება, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცის ამაღლება განათლების სსიტემის რეფორმებისა და დიპლომსშემდგომი განათლების, სერთიფიცირებისა და ტრენინგების გზით. სამაგისტრო ნაშრომის არსი მდგომარეობს საქართველოში ჯანდაცვის შრომითი რესურსების განვითარების თავისებურებებისა და მართვის პრობლემების შესწავლაში.
ნაშრომი შედგება შესავლისა, სამი თავის, 7 პარაგრაფისა და დასკვნებისაგან. ნაშრომის ბოლოს მოცემულია გამოყენებული ლიტერატურის სია. პირველ თავში განხილულია შრომითი რესურსებუს მართვის პრინციპები, მეორეში საუბარია ჯანდაცვის შრომითი რესურსებსა და სამედიცინი კადრების თეორიულ ასპექტებზე, ხოლო მესამე თავი წარმოადგერნს ჩვენს კვლევით ნაწილს.
ნაშრომში წარმოდგენილია „ეროვნული სკრინინგ ცენტრისა“ და ორი მრავალპროფილური კლინიკის „ინოვა“ და „ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფო“ პერსონალისა და პაციენტების ანონიმური გამოკითხვის შედეგები. მომსახურეთა და პაციენტთა კმაყოფილების დონით შეფასებულია ამ ორგანიზაციათა მენეჯმენტის ხარისხი და დასახულია მომავალი მოქმედების სტრატეგია, რაც პირველ რიგში მეორეული სამედიცინო რგოლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდისკენაა მიმართული, ასევე მწვავედ დგას საკითხი, ზოგიერთი საექიმო სპეციალობების მიმართაც, სადაც საქართველოს ექიმი ან არ ჰყავს ან ჰყავს მეტად მცირე რაოდენობით, საგულისხმოა პერსონალის გეოგრაფიული გადანაწილების დისბალანსიც.
URI: https://openscience.ge/handle/1/1829
ჩანს კოლექციებში:ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Shorena Chelidze Samagistro.pdfშრომითი რესურსები ჯანდაცვაში2.04 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

262
checked on May 3, 2024

გადმოწერა

653
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.