გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1596
სათაური: CS - ვებ კონტენტის მართვის სისტემა (CMS)
ავტორები: კახურაშვილი, გიორგი 
ხელმძღვანელი: ცინცაძე, მაგდა 
ხარისხის სახელი: Master of Information Technology
მაგისტრი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში
სასწავლო პროგრამის სახელი: ინფორმაციული ტექნოლოგიები. Information Technology
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: CMS - კონტენტი
პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი (SAAS) CMS
ვებ ტექნოლოგიები
პოპულარული PHP ფრეიმვორქები
MVC (model–view–controller)
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The goal of the presented master work was to create a Content Management System to enable our department effectively represent their resources online, thus in frames of the work appropriate web page was created, that is devoted solely to Computer Science department and its programs. Tbilisi State University has an official web-site, but information displayed there is quite little and management of the page is done not by department itself. Thus, we decided to create a CMS, which can be used to provide information about our department’s structure, professors, current teaching programs, trainings and conferences. The above mentioned cms should be convenient with user-friendly interface that enable department to modify and update its content effectively without the help of programmers.
In frames of the work concrete software – CMS was created based on various technologies: for front end and design some HTML, CSS, JavaScript was used, data storage is performed by MySQL database and back end is implemented using php framework - Laravel.
The web-site, with its content management system created, provides possibility to manage (insert/delete/update) any photo-video information and textual information on webpage on two different languages. It is also possible to send Email and handle registration process for future students online.

სამაგისტრო ნაშრომის მიზანი იყო შექმნილიყო პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი (CMS), რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რესურსების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა, კერძოდ შექმნილიყო ვებგვერდი და მისი მართვის სისტემა, რომელიც კონკრეტულად კომპიუტერული მეცნიერების პროგრამას, სტუდენტებს, ლექტორებსა და დეპარტამენტის საქმიანობას ასახავდა და მათ მოემსახურებოდა. მართალია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ვებ-გვერდი, მაგრამ მასზე ძალზედ მწირი ინფორმაციაა განთავსებული კონკრეტულად ჩვენი დეპარტამენტის შესახებ და ამასთან გვერდის განახლება, ცვლილებები და ა.შ ვერ ხორციელდება დეპარტამენტის უშუალო ჩართულობით. სწორედ ამიტომ გადაწყდა ისეთი cms-ის დამუშავება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი დანიშნულებით (დეპარტამენტის, კონფერენციის და ა.შ) და იმართებოდეს ლოკალურად - დეპარტამენტის მიერ.
CMS წარმოადგენს უნივერსალურ პროგრამულ პროდუქტს, რომლის დახმარებითაც ხორციელდება ნებისმიერი სირთულის ვებ-გვერდის, დაწყებული მცირე საპრეზენტაციო ხასიათის ვებ-გვერდიდან – მრავალფუნქციური საინფორმაციო პორტალით დამთავრებული, ადმინისტრირება, განახლება და განვითარება სწრაფად და მარტივად. აუცილებელია, რომ მისი მოხერხებული და გასაგები ინტერფეისი საიტზე ინფორმაციის ეფექტური მართვის საშუალებას იძლეოდეს ყოველგვარი პროგრამისტებისა და html–ის სპეციალისტების დახმარების გარეშე.
დასმული ამოცანის გადასაწყვეტად ნაშრომში გამოყენებულია სხვადასხვა ვებ ტექნოლოგია: კერძოდ: HTML, CSS, Javascript ტექნოლოგიები ვებ-გვერდის ინტერფეისის შესაქმნელად, ბაზები - MYSQL, ხოლო ბიზნეს ლოგიკა (ვებ-გვერდის ძრავი) PHP framework - Laravel -ის გამოყენებით დაიწერა.
სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში შეიქმნა ვებ-გვერდი, თავისი სამართავი სისტემით, საიდანაც იმართება ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ფოტო-ვიდეო მასალა და ტექსტური ინფორმაცია რამდენიმე ენაზე. შესაძლებელია ვებ-გვერდიდან ელექტრონული წერილის გაგზავნა და ასევე მომავალი სტუდენტების ონლაინ რეგისტრაცია.
URI: https://openscience.ge/handle/1/1596
ჩანს კოლექციებში:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis Kaxurashvili Giorgi.pdfCS - ვებ კონტენტის მართვის სისტემა (CMS)1.95 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

275
checked on May 3, 2024

გადმოწერა

468
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.