გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1126
სათაური: სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მნიშვნელობა და თავისებურებები
ავტორები: ზარანდია, სოფიკო 
ხელმძღვანელი: ზოიძე, ბესარიონ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სამოქალაქო პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლობის დაზღვევა
მესამე პირთა ინტერესის დაცვა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ზოგადად სამოქალაქო სამართლისა და დაზღვევის სამართლის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს. საზოგადოების განვითარებასა და სოციუმის წევრების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებასთან ერთად დღითიდღე იზრდება საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებული ყოველგვარი ქმედებისათვის. ზოგადად, ტერმინი „პასუხისმგებლობა“ კანონით გათვალისწინებული მოვალეობაა, რომელიც გულისხმობს პასუხისგებას საკუთარ ქმედებაზე ან უმოქმედობაზე. პასუხისმგებლობა შეიძლება აღებულ იქნეს ნებაყოფლობით ან ის პირს ნორმატიული აქტების საფუძველზე დაეკისროს .
სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დგება იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხისმგებელი სუბიექტი თავისი ქმედებით სხვა პირისადმი ზიანის მიმყენებლად გვევლინება. ასეთი შემთხვევების რაოდენობის ზრდა სამოქალაქო ურთიერთობათა მრავალფეროვნების ზრდის პირდაპირპროპორციულია. „რამდენადაც საზოგადოების განვითარებასთან ერთად იზრდება უარყოფითი გარემოებების დადგომის საშიშროება, იმდენად იზრდება დაზღვევის მოთხოვნილება“. ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული სუბიექტები „სულ უფრო მეტ პასუხს აგებენ მცირე მიზეზის გამოც კი“ , რაც განაპირობებს იმას, რომ დაზღვევის ინსტიტუტი პასუხისმგებლობის სამართლის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დაზღვევას ექვემდებარება არა მხოლოდ გარე ძალების მიერ მიყენებული ზიანი, არამედ ის ზიანიც, რომლიც შესაძლოა ერთმა პირმა თავისი ქმედებით მიაყენოს სხვა პირის ქონებას, სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1126
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro zarandia.pdfსამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მნიშვნელობა და თავისებურებები602.04 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

380
checked on May 1, 2024

გადმოწერა

1,921
checked on May 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.