გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1101
სათაური: ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სპეციფიკა სისხლის სამართლის პროცესში
ავტორები: ტარიელაშვილი, ნინო 
ხელმძღვანელი: აღლემაშვილი, ნინო 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: Voir Dire
ნაფიც მსაჯულთა შერჩევა
სხდომისთვის მზადება
მსაჯულობის კანდიდატების დადგენილი ღირებულებების შეფასება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წარმოადგენს ერთგვარ სიახლეს და გამოწვევას
ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის. მან საქართველოში ფუნქციონირება
სულ რაღაც 9 წლის წინ დაიწყო, როცა ქართული სისხლის სამართლის პროცესი
ინკვიზიციური პრინციპიდან შეჯიბრებითობის პრინციპზე გადავიდა. საქართველოს
სისხლის სამართლის პროცესში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობა უზრუნველყოფილია
საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლში გაკეთებული ჩანაწერით, ხოლო ნაფიც
მსაჯულთა შემადგენლობის ფორმირებისა და მათ მიერ საქმის განხლვის კონკრეტული
წესები კი, მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
შესაბამის მუხლებში.
ცნობილია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ხშირად მოხსენიებულია, როგორც
სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად, რაც
აიხსნება მასში საზოგადოების მაქსიმალურად ყველა სექტორის წარმომადგენლის
ინტეგრაციით. სხვადასხვა ასაკის, სქესის, რელიგიის, საქმიანობისა თუ პროფესიის და,
ზოგადად, განსხვავებული ადამიანების ჩართულობა სასამართლო განხილვაში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით განაპირობებს მოტივებისა და
ფაქტების შეფასების კრიტერიუმების მრავალფეროვნებას, რაც, თავის მხრივ, იძლევა
საქმის უფრო სამართლიანად და სწორად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1101
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro tarielashvili.pdfნაფიც მსაჯულთა შერჩევის სპეციფიკა სისხლის სამართლის პროცესში763.67 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

312
checked on May 18, 2024

გადმოწერა

1,407
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.