გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1078
სათაური: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების დაცვა
ავტორები: მაისურაძე, მარიამ 
ხელმძღვანელი: კოპალეიშვილი, მაია 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ადმინისტრაციული წარმოება
უფლებათა ქარტია
ადმინისტრაციული ოგანოები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
თანამედროვე სახელმწიფოში დიდი ყურადღება ეთმობა დემოკრატიული, სამართლებრივი და კარგი მმართველობის („Good Governance“) პრინციპების შესაბამისი ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი საჯარო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოები უშუალოდ ახორციელებენ კანონმდებლობის ზოგადაბსტრაქტული ნორმების კონკრეტიზებას, პირდაპირი კავშირი აქვთ მოქალაქეებთან და უზრუნველყოფენ სამართლის სიცოცხლისუნარიანობას. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო მმართველობის სათანადო სტანდარტების შესაბამისად განხორციელება უდავოდ არის კანონმდებლობის სწორი გამოყენების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრაქტიკული რეალიზების წინაპირობა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 16 დეკემბრის შემდგომ სკ ძირითადი უფლების რანგში განამტკიცებს კარგი მმართველობის უფლებას. კერძოდ, სკ-მ ექსპლიციტურად დაადგინა თითოეული ინდივიდის უფლება, რომ მისი საქმე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა განიხილონ სამართლიანად, გონივრულ ვადაში. ამგვარი ინდივიდუალური უფლების განმტკიცება, ამავდროულად აჩენს საჯარო მმართველობის განმახორციელებელი სუბიექტების, ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას, სამართლიანად განიხილონ თითოეული მოქალაქის საქმე და, ზოგადად, საჯარო მმართველობა წარმართონ კარგი მმართველობის პრინციპების შესაბამისად. დასახელებული ძირითადი უფლების პრაქტიკაში განხორციელება შეუძლებელი იქნება თუ სისტემურად და ინსტიტუციურ დონეზე არ იქნება გათვალისწინებული კარგი მმართველობა და საქმეთა სამართლიანი განხილვა თითოეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სწორედ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ყოველდღიური საქმიანობის პროცესში უნდა გაითვალისწინონ საქმეთა სამართლიანად განხილვის კონსტიტუციური მოთხოვნები.
URI: https://openscience.ge/handle/1/1078
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro maisuradze.pdfადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების დაცვა621.23 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

461
checked on May 14, 2024

გადმოწერა

1,401
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.