Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/942
DC FieldValueLanguage
dc.contributor.advisorმჭედლიშვილი-ჰედრიხი, ქეთევანka
dc.contributor.authorბაიდოშვილის, თორნიკეka
dc.date.accessioned2019-12-09T11:01:37Z-
dc.date.available2019-12-09T11:01:37Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/942-
dc.description.abstractსისხლის სამართალი სამართლის განსაკუთრებული დარგია, რადგან იგი აწესრიგებს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციის, კერძოდ კი რეპრესიული ფუნქციის გამოყენების წესსა და საფუძველს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ „სისხლის სამართლის ამოცანა არის სოციალურად საშიში ქცევების წინააღმდეგ ბრძოლა და ამგვარად ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების დაცვა.“ აღნიშნული ამოცანის სრულყოფილად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად იქნეს შეფასებული და შესაბამისად, იგი სამართლიანად დაისაჯოს, რისთვისაც აუცილებელია, რომ კანონმდებლის მიერ კანონში განოვლენილი ნება სწორად იქნეს გააზრებული. გამომდინარე აქედან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სისხლის სამართლის დოგმატიკა, რომლის მთავარი ამოცანაც არის სისხლის სამართლის კანონის სწორად განმარტება. მოცემული სამაგისტრო ნაშრომის მიზანი არის სწორედ ის, რომ სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში არსებულ დანაშაულში თანამონაწილეობის პრობლემატიკა სწორად იქნეს გადაწყვეტილი. ხსენებული საკითხის აქტუალობა დაკავშირებულია ასევე იმასთან, რომ ნაშრომში მოყვანილი პრობლემატური საკითხების სწორი გადაწყვეტა ემსახურება სისხლის სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პრაქტიკაში რეალიზაციას. მოგვეხსენება, რომ სისხლის სამართლში, ისევე როგორც სამართლის სხვა დარგებში, არსებობს ფუნდამენტური მნიშვნელობის პრინციპები. ეს უკანასკნელი კი ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს პირველსაწყისს, სახელმძღვანელო იდეას, ქცევით ძირითად წესს, რითაც ხელმძღვანელობენ პრაქტიკულ თუ თეორიულ საქმიანობაში ჩვენ ვიცით ასევე, რომ ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება - მისი კვალიფიკაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი საკითხია, რადგან სწორედ აღნიშნული პროცესის შედეგად შერჩეული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ნორმით საბოლოო ჯამში განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობის სახე და ზომა. ეს უკანასკნელი კი დაკავშირებულია სხვადასხვა მატერიალურ თუ პროცესუალური ხასიათის საკითხებთან, რომლებიც, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავენ პირის დასჯადობას მის მიერ განხორციელებული ქმედების გამო. გარდა ამისა მოცემულ სამაგისტრო ნაშრომში განსახილველი თემის აქტუალურობას ასევე ადასტურებს ის, რომ ქმედების სწორი კვალიფიკაცია მჭიდრო კავშირშია კანონიერების პრინციპთან, რომელიც საკუთარი არსით ნიშნავს არა მარტო ქმედების ფორმალურ შესაბამისობას ქმედების საკანონმდებლო შემადგენლობასთან, არამედ თვით ამ ქმედების ზუსტ საკანონმდებლო აღწერას და მის სისხლისსამართლებრივ შეფასებას როგორც უკვე აღინიშნა ქმედების სწორი კვალიფიკაცია მჭიდროდაა დაკავშირებული სასჯელის ინდივიდუალიზაციის საკითხთან, რადგან ამ შემთხვევაში საქმე შეეხება ორი ან მეტი პირის მიერ დანაშაულის განხორციელებას თანაბრალეულობის ვითარებაში. ამიტომაცაა აუცილებელი ზუსტად იქნეს დადგენილი ამ დანაშაულში თითოეული თანამონაწილის, აგრეთვე ამსრულებლის როლი, ამის შესაბამისად თითოეული მათგანის ბრალის ხარისხი. სწორედ აღნიშნული საკითხების სწორ გადაწყვეტას ემსახურება თანამონაწილის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რომელიც ორგანულად არის დაკავშირებული სუბსუმციასთან, რა დროსაც სილოგისტური დასკვნის გამოყენებით სისხლის სამართლის კანონში მოცემულ ნიშნებს ქვეშ ვუყენებთ პირის მიერ განხორციელებულ ქმედებას და გამოგვაქვს საბოლოო დასკვნა, (conclusion) პირის მიერ კონკრეტული დანაშულის ჩადენის ან არჩადენის შესახებ. სუბსუმციის დროს გამოტანილი დასკვნა კი არის ქმედების კვალიფიკაცია. მაშასადამე, კვალიფიკაცია შეგვიძლია გავსაზღვროთ, როგორც პირის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი შეფასება. აღნიშნულ შეფასებას განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია სხვადასხვა სისხლისსამართლებრივ პრინციპებთან მიმართებაში. უნდა ითქვას, რომ მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველას დამსახურებისამებრ მიეზღოს.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectდანაშაულში თანამონაწილეობის ცნება და ბუნებაka
dc.subjectთანამონაწილეთა სახეებიka
dc.subjectამსრულებლისა და თანამონაწილის ერთმანეთისაგან გამიჯვნაka
dc.titleთანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციის ცალკეული პრობლემატური საკითხები ქართულ სისხლის სამართალშიka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameMaster of Lawen
thesis.degree.nameსამართლის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineსამართალი/LAWka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Lawen
dc.contributor.facultyიურიდიული ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.grantfulltextopen-
item.fulltextWith Fulltext-
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro baidoshvili.pdfთანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციის ცალკეული პრობლემატური საკითხები ქართულ სისხლის სამართალში1.09 MBAdobe PDFView/Open
Show simple item record

CORE Recommender

Page view(s)

148
checked on May 3, 2024

Download(s)

2,437
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.