გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/799
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.contributor.advisorკუტალაძე, იაka
dc.contributor.authorწულაია, თამარka
dc.date.accessioned2019-11-29T10:52:15Z-
dc.date.available2019-11-29T10:52:15Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/799-
dc.description.abstractThe tense and stressfull organizational context has a multi-faceted influence on the members of the organization. The focus of our research is an organizational arrogance effects, in particular, research is oriented to analyse interrelations between organizational arrogance, work control, overall job satisfaction, work-family conflict and the big five personality traits. The basic construct of our interest is an organizational arrogance. In scientific literature, arrogance is defined as the group/family of behaviors, that reflect the sense of superiority of person and is often expressed in the humiliation and deterioration of others (Silverman et al., 2006). As a result of factor analysis the factorial structure of organizational arrogance consisted of four dimensions: (1) pressure/bylling, (2) collaboraton/empathy, (3) lack of openness, (4) Haughtiness. Research results suggest, that arrogance is correlated with neuroticism, agreeableness and consciousness and results are statistically significant. Neuroticism is positively related with arrogance, the increase in neuroticism is associated with an increase of arrogance. The relation between the agreeableness, consciousness and an arrogance, is negative in its nature. This means that one variable, in our case, arrogance increases as the other (agreeableness, consciouseness) decreases, and vice versa. We analysed organisational arrogance in the context of work results (job satisfaction, work-family conflict) and work control. According to the research results, organizational arrogance increases the level of work-family conflict, which in turn, decreases the level of employee job satisfaction (mediational analysis). With the increase of job control, the level of organizational arrogance reduces, which in turn is positively reflected to the level of job satisfaction (mediational analysis). In the research summary section, you will find the personal profile of the arrogant employee within the scope of the big five personality traits and the dimensions of job satisfaction.en
dc.description.abstractდაძაბული და სტრესული ორგანიზაციული გარემო ორგანიზაციის წევრებზე მრავალმხრივ გავლენას ახდენს. თანამშრომლებს შორის დაძაბულობის განმაპირობებელი ერთ–ერთი ფაქტორი ორგანიზაციული ქედმაღლობაა. ჩვენი კვლევა სწორედ ორგანიზაციული ქედმაღლობის გავლენის შესწავლაზეა ფოკუსირებული, კერძოდ, კვლევის მიზანია შევაფასოთ ორგანიზაციულ ქედმაღლობას, სამუშაოს კონტროლს, ზოგად შრომით კმაყოფილებას, სამუშაო-ოჯახის კონფლიქტსა და დიდი ხუთეულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის კავშირის ბუნება და ამასთან განვსაზღვროთ, თუ როგორია ამ ცვლადებს შორის ურთიერთმიმართება. მთავარი საკვლევი კონსტრუქტი ორგანიზაციული ქედმაღლობაა, ის ლიტერატურაში განსაზღვრულია, როგორც ქცევების კომპლექსი, რომელიც ასახავს პიროვნების უპირატესობის გადაჭარბებულ გრძნობას და ძირითადად გამოიხატება სხვების დაკნინებითა და აბუჩად აგდებით (Silverman et al., 2006). ჩვენი კვლევის ფარგლებში ფაქტორული ანალიზით ქედმაღლობის ოთხგანზომილებიან კონფიგურაციას ვიღებთ, ესენია: (1) ზეწოლა/ბულინგი, (2) თანამშრომლობა/ემპათიის ნაკლებობა, (3) ღიაობის ნაკლებობა, (4) ამპარტავნობა. კვლევის შედეგები ადასტურებს ქედმაღლობასა და დიდი ხუთეულის პიროვნული მახასიათებლებიდან ნეიროტიზმს, თანხმობისთვის მზაობასა და კეთილსინდისიერებას შორის მიმართებას. მათ შორის ნეიროტიზმსა და ქედმაღლობას შორის კავშირი დადებითია, ერთის ზრდას თან მეორის მაჩვენებლის ზრდა სდევს. ხოლო, თანხმობისთვის მზაობას და კეთილსინდისიერებას ქედმაღლობა ნეგატიურად უკავშირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანხმობისთვის მზაობისა და კეთილსინდისიერების მაჩვენებლის ზრდა ქედმაღლობის კლებას იწვევს და პირიქით. ორგანიზაციული ქედმაღლობა სამუშაოს შედეგების ჭრილში შრომით კმაყოფილებას და სამუშაო–ოჯახს შორის კონფლიქტს დავუკავშირეთ. ასევე შევაფასეთ ქედმაღლობასა და სამუშაოს კონტროლს შორის მიმართება. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ორგანიზაციული ქედმაღლობა ზრდის სამუშაო–ოჯახს შორის კონფლიქტის დონეს, რაც თავის მხრივ, ამცირებს თანამშრომლის შრომით კმაყოფილებას (მედიაციური ანალიზი). სამუშაოს კონტროლის ზრდასთან ერთად მცირდება ორგანიზაციული ქედმაღლობის დონე, რაც თავის მხრივ ზრდის თანამშრომლის შრომით კმაყოფილებას (მედიაციური ანალიზი). შეჯამების ნაწილში იხილავთ ჩვენი კვლევის ფარგლებში ქედმაღალი პიროვნების პიროვნულ პროფილს, რომელიც დიდი ხუთეულის პიროვნული მახასიათებლებისა და შრომით კმაყოფილების განზომილებების ჭრილშია ასახული.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectWorkplace Arroganceen
dc.subjectWork Controlen
dc.subjectOverall Job Satisfactionen
dc.subjectWork-Home Conflicten
dc.subjectBig Five Personality Traitsen
dc.subjectორგანიზაციული ქედმაღლობაka
dc.subjectსამუშაოს კონტროლიka
dc.subjectზოგადი შრომითი კმაყოფილებაka
dc.subjectსამუშაო-ოჯახის კონფლიქტი და დიდი ხუთეულის პიროვნული მახასიათებლებიka
dc.titleორგანიზაციული ქედმაღლობის მიმართება სამუშაოსთან ასოცირებულ ცვლადებთანka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameMaster of Arts (MA) in Work and Organizational Psychologyen
thesis.degree.nameშრომისა და ორანიზაციის ფსიქოლოგის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineშრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია (MA). Master of Arts (MA) in Work and Organizational Psychology (MA)ka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Social and Political Sciencesen
dc.contributor.facultyფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.fulltextWith Fulltext-
item.grantfulltextopen-
ჩანს კოლექციებში:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro tsulaia.pdfორგანიზაციული ქედმაღლობის მიმართება სამუშაოსთან ასოცირებულ ცვლადებთან2.07 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
მარტივი ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

99
checked on May 17, 2024

გადმოწერა

1,314
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.