Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2934
Title: სამსახიობო ტრენინგის თეორიისა და პრაქტიკისათვის (მიხეილ ჩეხოვის 16 გაკვეთილის და ვსევოლოდ მეიერჰოლდის ბიომექანიკური ტრენინგების მაგალითებზე)
For performing training theory and practice (on the examples of 16 lessons of Mikhail Chekhov and biomechanical training of Vsevolod Meyerhold)
Authors: დავითაშვილი, ნინო 
Advisor: კობახიძე, დავით 
კიკნაძე, მაია 
Reviewer: ლიპარტიანი, ნინო 
ქუთათელაძე, თამარ 
Degree Name: თეატრალური ხელოვნების დოქტორი (PhD)
Degree Discipline: საშემსრულებლო შემოქმედებითი ხელოვნება (შემოქმედებითი პედაგოგიკა) ,,მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნება”
Institution: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: დრამის ფაკულტეტი 
Keywords: საშემსრულებლო პედაგოგიკა
სამსახიობო ტექნიკა
კონსტანტინე სტანისლავსკის სისტემა
მიხეილ ჩეხოვის სამსახიობო ხელოვნება
სამსახიობო ფსიქოფიზიკური ტექნიკის დაოსტატება
Issue Date: 2019
Abstract: 
წინამდებარე ნაშრომში მოცემულია საშემსრულებლო პედაგოგიკის უმნიშვნელოვანესი ასპექტები, რომლებიც სტუდენტთა ფსიქოფიზიკური შესაძლებლობების, სამსახიობო პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ეხება და ასახავს მ. ჩეხოვისა და ვს. Mმეიერჰოლდის ტრენინგების მნიშვნელობას, თანამედროვე სამსახიობო ხელოვნების სწავლების პროცესში. ნაშრომის ფარგლებში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გვაჩვენა, რომ არსებულ პროგრამასთან ერთად, ჩეხოვისა (16 გაკვეთილი) და მეიერჰოლდის (ბიომექანიკა) ტრენინგების მიხედვით სტუდენტების წვრთნამ, გამოკვეთა სტუდენტთა ფსიქოფიზიკური მახასიათებლები, ასევე ტექნიკური სირთულეების დაძლევის შესაძლებლობები და ხელი შეუწყო მათი საშემსრულებლო არსენალის განვითარებას. შედეგამდე მისასვლელად, უპირველესად მოხდა აღნიშნულ ტრენინგთა თეორიული და პრაქტიკული შესწავლა. შემდგომ, მათი ინტერპრირება და ტრანსფორმაცია, რაც დადებითად აისახა სტუდენტთა ფსიქოფიზიკურ მონაცემებზე.
სამსახიობო ტექნიკის ათვისების პროცესი საინტერესო და რთული გზაა, იგი პედაგოგისა და სტუდენტის მჭიდრო, შემოქმედებით ურთიერთობას საჭიროებს, ამიტომ ტრენინგების ასათვისებლად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები, სიტყვიერი გადაცემისა და აღქმის წყაროს მიხედვით:
სიტყვიერი - საუბარი, დიალოგი;
დიდაქტიკური - თეორიული ცოდნის შეძენა, საჭირო მასალის დაგროვება;
ვიზუალური - ვიდეო და ფოტო მასალები;
ნაწილობრივი გზით ძიება - სტუდენტებს ეძლევათ დავალებები;
პრაქტიკული - კვლევები, ტრენინგები, რეპეტიციები, სპექტაკლი. (მონძაემონ ჩიკამაცუს პიესა ,,შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე).
პედაგოგიური შემდეგი მიდგომები:
სტუდენტების მიერ, საკუთარი შინაგანი წინაღობის გამოვლენისა და აღმოფხვრის
უნარის შემუშავება;
სწავლის პროცესში პედაგოგისა და სტუდენტის პარტნიორული თანამშრომლობა;
სტუდენტთა ფსიქოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინება;
შესწავლილი ტრენინგების ადაპტირება და იმპროვიზაცია.
ტრენინგების შესწავლის პროცესი ემყარება პედაგოგიკის ძირითად პრინციპებს:
აქტივობა;
სისტემატიზაცია და თანმიმდევრობა;
მასალის წვდომა, გამეორება.
U აქვე უნდა აღინიშნოს გაცნობიერების პრინციპი, რომელიც სწავლის პროცესის ერთგვარ ღერძს წარმოადგენს, მისი ფორმულირება გამოიხატება სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროცესის დამოკიდებულებაში, რაც მოცემული ტრენინგების მნიშვნელობის გააზრებისა და მტკიცედ შესწავლის საშუალებას იძლევა. სტუდენტებმა გააცნობიერეს, რომ ტრენინგები არა მარტო ზრდის და ამდიდრებს მათ, როგორც მომავალ შემოქმედს, არამედ საფუძველია მათი ფსიქოფიზიკური ტექნიკის ფორმირებისა, განუყოფელი ნაწილია მათი პროფესიული ხარისხისა. შედეგი სისტემატური ტრენინგებით მიიღწევა, მთელი არსებით და შთაგონებით.
მიმაჩნია, რომ მსახიობის ფსიქოფიზიკური აპარატი, ბუნების უნიკალური ფენომენია, რომელიც მსახიობის აღზრდის პროცესში, პედაგოგისგან მოითხოვს როგორც უდიდეს ყურადღებას, ასევე უდიდეს პასუხისმგებლობას, რადგან ის არის რეალური საშუალება, რომლითაც მსახიობი ესთეტიკურ და იდეალურ აქტივობას გამოხატავს.

The present paper deals with the most important aspects of performing pedagogy, related and reflecting the development of the psychophysical abilities, acting professional skills of the students, the importance of the training of M. Chekhov and Vs. Meyerhold in the process of teaching modern performing arts.
Experiments within the work show that, along with the existing program, the training of students (according to the trainings of Chekhov (16 lessons) and Meyerhold (biomechanics) revealed the psychophysical characteristics of students, as well as opportunities for overcoming technical difficulties and facilitating the development of their performing arsenal. In order to reach the results, the theoretical and practical study of these trainings was carried out. Subsequently, their interpretation and transformation, which had a positive impact on the psychophysical data students.
The process of mastering the performing technique is an interesting and challenging way, it requires a close, creative relationship between teacher and student, so according to the source of verbal transmission and perception, I used the following methods for mastering in trainings:
Verbal - conversation, dialogue;
Didactic - theoretical knowledge acquisition, accumulation of necessary materials;
Visual - video and photo materials;
Partial Search - Students are given tasks;
Practical - Studies, trainings, rehearsals, performance (the play of Chikamatsu Monzaemon „The Love Suicides at Sonezaki“).
The following pedagogical approaches:
Develop students' ability to identify and eliminate their own internal impedance;
Partnerships between the teacher and student in the teaching process;
Taking into account psychological features of the students;
Adaptation and improvisation of the studied trainings.
The process of studying the trainings is based on the basic principles of pedagogy:
Activity;
Systematization and sequencing;
access to materials, Repeat.
One should also emphasize the principle of awareness, which is one of the axes of the learning process, its formulation is expressed by the student's attitude to the educational process, which enables them to understand and study the meaning of these trainings. Students have realized that training not only enhances and enriches them as a future performer, but also it is the basis for their psychophysical techniques, an integral part of their professional quality. The result is achieved through systematic training, with all its merits and inspiration.
I believe that the psychophysical apparatus of the actor is a unique phenomenon of nature, which, in the process of upbringing the actor requires both - the utmost attention and the greatest responsibility of the educator, because it is the real means by which the actress expresses aesthetic and ideal activity.
URI: https://openscience.ge/handle/1/2934
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nino Davitashvili disertatsia.pdfსამსახიობო ტრენინგის თეორიისა და პრაქტიკისათვის2.26 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

185
checked on Jul 22, 2024

Download(s)

327
checked on Jul 22, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.