გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2931
სათაური: საოპერო სპექტაკლის სადადგმო თავისებურებების შესახებ
ავტორები: გვარიშვილი, ლელა 
ხელმძღვანელი: ხარატიშვილი, მარინა 
რეცენზენტი: ვასაძე, მარინა 
ლიპარტიანი, ნინო 
ხარისხის სახელი: თეატრალური ხელოვნების დოქტორი (PhD)
სასწავლო პროგრამის სახელი: საშემსრულებლო - შემოქმედებითი ხელოვნება (შემოქმედებითი პედაგოგიკა) „დრამის რეჟისურა“
დაწესებულება: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: დრამის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ოპერა
საოპერო სპექტაკლის დადგმა
როლების განაწილება
დირიჟორი
ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე"
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
ნაშრომი „საოპერო სპექტაკლის სადადგმო თავისებურებების შესახებ“ წარმოადგენს მცდელობას, უფრო ახლოს გავეცნოთ საოპერო ხელოვნებას, გავაანალიზოთ და გავაცნობიეროთ საოპერო რეჟისურის სპეციფიკა, წარმოვაჩინოთ მსგავსებები და განსხვავებები დრამატული და საოპერო სპექტაკლების სადადგმო პროცესს შორის.
იმისათვის რომ სიღრმისეულად გამოგვეკვლია საოპერო რეჟისურისთვის დამახასიათებელი თვისებები და ე.წ. „ჩარჩოები“, შევეცადეთ მოკლედ მიმოგვეხილა საოპერო ხელოვნების რაობა, შექმნის მოკლე ისტორია, განვითარების ეტაპები და გზა, რომელიც მან თანამედროვე საოპერო რეჟისურის ჩამოყალიბებამდე გაიარა.
ნაშრომში შევეცადეთ წარმოგვედგინა ის ძირითადი საკითხები, რაც საოპერო ხელოვნებისათვის არის დამახასიათებელი, კერძოდ: ლიბრეტო - რითი განსხვავდება იგი პიესისაგან; რეჩიტატივი და მისი როლი საოპერო ნაწარმოებისთვის და განსაკუთრებით რეჟისორისთვის; ანსამბლურობის მნიშვნელობა, როგორც საოპერო, ისე დრამატულ თეატრში და ანსამბლი - როგორც ოპერის ერთ-ერთი დამახასიათებელი და გამორჩეული თავისებურება (როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ლაპარაკობს, ანუ მღერის); დირიჟორი - განსაკუთრებული პერსონა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ისეთი დიდი და მრავალკომპონენტიანი ორგანიზმის, როგორიცაა საოპერო სპექტაკლი, ერთ მხატვრულ მთლიანობაში მოქცევა.
ნაშრომში განხილულია სასცენო და კინოხელოვნებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი, როგორიცაა როლების განაწილება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულია სოციოლოგიური კვლევა, რის საფუძველზე წარმოჩენილია რვა ხელოვანის აზრი, თუ რით ხელმძღვანელობენ სპექტაკლში, ფილმში და საოპერო სპექტაკლში როლების განაწილების დროს. რადგან დრამატულ თეატრსა და საოპერო ხელოვნებას აქვს როგორც ბევრი საერთო, ასევე განსხვავება - როლების განაწილებაც არ არის გამონაკლისი, საერთო კი ის არის, რომ ყველა რეჟისორს სურს, თავისი სპექტაკლი ან ფილმი წარმატებული იყოს, ამის ერთ-ერთი საწინდარი კი სწორად განაწილებული როლებია.
ნაშრომში განხილულია ეტაპები პროცესისა, რაც საოპერო სპექტაკლის დადგმას თან ახლავს. იგი დრამატული თეატრის სადადგმო პროცესზე უფრო გრძელი და განსხვავებულია. აგრეთვე მოკლედ, აღწერილია ის თანამედროვე ტენდენციები, რაც დღეს მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში მიმდინარეობს.
ნაშრომის მეორე თავი ეძღვნება ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“, მისი შექმნის მოკლე ისტორიას და სცენური ცხოვრების რთულ გზას. აგრეთვე გადმოცემულია ოპერის სარეჟისორო ექსპლიკაცია, რომელიც დაიდგა 2019 წ 29 ნოემბერს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საოპერო სპექტაკლის დადგმის პროცესი თვისებრივად განსხვავდება დრამატული თეატრისაგან, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, საოპერო რეჟისურა განვიხილოთ, როგორც ცალკე ფენომენი.
წინამდებარე ნაშრომი, ქართულ თეატრალურ სივრცეში, წარმოადგენს პირველ მცდელობას, საოპერო რეჟისურის კვლევის, არა მუსიკის მცოდნეობითი კუთხით, არამედ რეჟისორის სპექტაკლზე მუშაობის პროცესის სრული ციკლის წარმოჩენით.

The dissertation work “On the Peculiarities of Staging of an Opera Spectacle” represents an attempt to take acloser look at the operatic art, to analyze and to understand the specifics of the opera direction, to show forth similarities and differences between the processes of staging of drama and opera spectacles.
In order to study in depth the features and so called “frames” characteristic for the opera direction, we have tried to overview shortly the essence of the operatic art, a short history of its nascence, stages of its development and the way that it has passed until the final formation of the modern opera direction.
We have attempted to represent those principal topics in the present work that are characteristic for the operatic art, namely: libretto and its differences from the play; recitative and its role for an operatic opus as well as its importance for a director; the importance of ensemblicity both in opera and in drama theatres and the ensemble as one of the most characteristic and outstanding features of the opera (i.e. when several people ‘talk’ simultaneously in singing); conductor - a special person, without whom it is impossible to integrate into one artistic unity such a large and multi-component organism as the opera spectacle.
There is discussed in the work such an important process for the scenic and cinematographic art as distribution of roles. There is made a sociological research in connection with this matter, and there are cited opinions of eight artists, who share their experience, what is their logics of dispatching the roles in drama spectacles, films and opera spectacles. As drama theatres and operatic art have many things in common as well as much differences, distribution of the roles is no exception from this regularity. The common feature is that all the directors wish their spectacle or film to be successful, and correct distribution of roles is one of the key points of the success.
The work discusses various steps of the process that accompanies staging of the opera spectacle. It is longer than the process of staging typical for drama theatres, and these two have many differences. There are also shortly described those modern tendencies that occur in modern operatic art.
The second chapter of the work is devoted to Victor Dolidze’s opera “Keto and Kote” and to its short history of creation, as well as to the complex road that the respective scenic life has taken. There is also described the directing explication of the opera, which was staged on 29th November 2019 in the Grand Hall of V. SarajishviliTbilisi State Conservatoire.
Due to the research, there has been found out that the process of staging of the opera spectacle qualitatively differs from that of the drama theatre and this gives us the reason to consider opera direction as a separate phenomenon.
The present work represents the first attempt within the Georgian theatrical space to investigate the opera direction not from the point of view of musicology, but by means of elucidation of the full cycle of the process of a director’s work upon the spectacle.
URI: https://openscience.ge/handle/1/2931
ჩანს კოლექციებში:დისერტაციები

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Lela Gvarishvili disertacia.pdfსაოპერო სპექტაკლის სადადგმო თავისებურებების შესახებ1.57 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

109
checked on Jul 22, 2024

გადმოწერა

786
checked on Jul 22, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.