გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2927
სათაური: აშშ-ს ახლო აღმოსავლური პოლიტიკა
ავტორები: ჭაფანძე, ბაჩო 
ხელმძღვანელი: იზორია, მარინე 
ხარისხის სახელი: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში
სასწავლო პროგრამის სახელი: საერთაშორისო ურთიერთობები
დაწესებულება: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 
საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო უსაფრთხოება
აღმოსავლური პოლიტიკა
შშ-ის ჰუმანიტარული ინტერვენცია
აშშ-ს სამხედრო ოპერაციები
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
სამაგისტრო ნაშრომი ,,აშშ-ის ახლო აღმოსავლური პოლიტიკა“ ეხება გლობალური დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, რამდენადაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ რთულ გამოწვევებთან გამკლავებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ამ რეგიონში კიდევ მოხდება მომავალი ესკალაცია, საერთაშორისო სისტემაში შეიძლება უდიდესი სისტემური ძვრები მოხდეს. ახლო აღმოსავლეთის თითოეული სახელმწიფო გავს დენთის კასრს. ისინი თავიანთი ენერგო-რესურსებით, სატრანზიტო მდებარეობითა და რელიგიური ფუნდამენტალიზმით წარმოადგენენ დიდ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების ცხელ წერტილს, პოლიტიკური ბალანსის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახლო აღმოსავლეთი ეს არის რეგიონი რომლის ისტორია იწყება პირველი ადამიანის, პირველი ცივილიზაციის ჩამოყალიბებიდან. სწორედ აქ გაჩნდა პირველი წარმონაქმნები, რომლის მეშვეობით ჩამოყალიბდა თანამედროვე საზოგადოება, მეცნიერება, ცივილიზაცია. მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენთაგანისთვის ნათელია ის, რომ ამ მიწაზე ჩვენ ვხვდებით მუდმივ დაძაბულობას, პერმანენტულ ომებს სხვადასხვა სახელმწიფოებს, რელიგიებს შორის. ახლო აღმოსავლეთისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ რაც დაიწყო მსოფლიო მასშტაბით ნავთობის აქტიური მოხმარება, ახალი ინოვაციების განხორციელება რომელიც უზრუნველყოფდა ბუნებრივი რესურსების აქტიურად ათვისებას, გამოყენებას. ყველასთვის ცნობილია ის, რომ ეს რეგიონი ფლობს “დედამიწის ნავთობის“ 61%-ს, რაც უზრუნველყოფს მისადმი ინტერესის გაძლიერებას ისეთი სახელმწიფოების მხრიდან, რომლებსაც შესწევთ შესაბამისი ძალა, მნიშვნელოვანი ცვლილებები და გამოწვვები განახორციელონ საერთაშორისო ასპარეზზე. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს აქტიურად იყო დაინტერესებული ამ რეგიონით ოსმალეთის იმპერია, შემდეგ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთის იმპერია, შემდეგ კი უკვე აშშ...

Master’s Degree "United States Middle East Policy" refers to one of the major problems of the global agenda, As far as dealing with the challenges in the Middle East are of great importance to international peace and security. If the next escalation occurs in this region, then there may happen a great systemic shift in the international system. Every country in the Middle East looks like a gun barrel. They represent their energy-resources, transit location, and religious fundamentalism to halt the hot spot between large states to maintain a political balance. It is important to note that the Middle East is a region whose history begins with the formation of the first man, the first civilization. It was here that the first formations emerged, through which modern society was formed, science civilization nevertheless it is clear to each of us that on this earth we encounter constant tensions, permanent wars between different states, religions. Interest in the Middle East has intensified especially since the active consumption of oil around the world, the implementation of new innovations that ensured the active use of natural resources. It is a well-known fact that this region holds 61% of the world's "oil", which ensures the strengthening of interest in it by states that have the appropriate power to make significant changes and challenges in the international arena. Even during the First World War, the Ottoman Empire was actively interested in this region, followed by Great Britain, France, Germany, and the Russian Empire And then already the US...
URI: https://openscience.ge/handle/1/2927
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Bacho Tchapandze Samagistro.pdfაშშ-ს ახლო აღმოსავლური პოლიტიკა945.4 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

203
checked on Jul 17, 2024

გადმოწერა

1,054
checked on Jul 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.