გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2844
სათაური: პანდემიის პირობებში ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის რეკომენდაციები და არსებული გამოწვევები
ავტორები: მეტონიძე, ნინო 
Metonidze, Nino 
ხელმძღვანელი: ორჯონიკიძე, ნინო 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ტურისტული ბიზნესი
სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი
საგადასახადო - საკრედიტო შეღავათები
ტურიზმის სტიმულირების მექანიზმები
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
2019 წლის 31 დეკემბრიდან ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული დავადება (kovid-19) სწრაფად გავრცელდა მთელს მსოფლიოში. დაავადების სწრაფი გავრცელების შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა, იზოლაციის და კარანტინის გამო დაიხურა საზღვრები, უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მძიმედ პანდემიამ ღარიბ მოსახლეობას დაარტყა და კიდევ უფრო გაზარდა სიღარიბე და უთანასწორობა. კოვიდ-19-მა არა მხოლოდ შეცვალა საზოგადოების ქცევა, შეხედულებები და ყოველდღიური რიტმი, არამედ ძირეულად გარდაქმნა ბიზნესის როლი და მისი კეთების მეთოდები. გარემო, რომელიც გვქონდა ვირუსამდე და გვაქვს ვირუსთან ერთად ფუნდამენტურად განსხვავებულია. კრიზისმა მოიცვა ყველა ინდუსტრია, სფერო თუ დარგი.
პანდემიის გამო უამრავი კომპანია იძულებული გახდა შეეჩერებინა მუშაობა, უმეტესი მათგანი გაკოტრდა დანარჩენი კი ცდილობს ონლაინ საქმიანობით ირჩინოს თავი. მოთხოვნის კლების გამო უდიდესმა კომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება კადრების შემცირებასთან დაკავშირებით. პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით უარყოფთად აისახა ახალ და შესაბამისად შედარებით არამდგრად ბიზნესებზე. საგრძნობლად შემცირდა ინვესტიციების რაოდენობა, შესაბამისად იკლო ახალმა ვაკანსიებმა და დაიკარგა უამრავი სამუშაო ადგილი. პანდემიამ შეცვალა მსოფლიო დღის წესრიგი, რისთვისაც სამწუხაროდ მოსახლეობა მზად არ აღმოჩნა.
კორონავირუსის პანდემიამ ძალიან შეაფერხა ტურისტული ბიზნესის განვითარება, თუმცა COVID-19-ის ზარალის ზუსტად განსაზღვრა ჯერ კიდევ რთულია და გაურკვევლობა, თავის მხრივ, ცალკე საფრთხეს წარმოადგენს ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ტურისტული ბიზნესი თანამედროვე ეტაპზე მიჩნეულია მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე სწრაფ განვითარებად დარგად. კერძოდ, იგი შედის სამი უმსხვილესი საექსპორტო დარგის რიცხვში (ნავთობპროდუქტებისა და ავტომშენებლობის შემდეგ) და წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე რენტაბელურ სფეროს.
სამაგისტრო ნაშრომში მოცემულია სხვადასხვა ტიპის კვლევების გაერთიანებული ანალიზი, რომელიც ასახავს საქართველოში ტურისტულ ბიზნესში არსებული პრობლემებსა და გამოწვევებს პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ.

As of December 31, 2019, the disease caused by the new corona virus (kovid-19) has spread rapidly around the world. As a result of the rapid spread of the disease, thousands of people died, borders were closed due to isolation and quarantine, and many people lost their jobs. As expected, the most severe pandemic struck the poor and further increased poverty and inequality.
Covid-19 not only changed the behavior, views and daily rhythm of the society, but also fundamentally transformed the role of the business and the methods of doing it. The environment we had before the virus and we have with the virus is fundamentally different. The crisis has affected all industries, fields and industries.
Due to the pandemic, many companies were forced to stop working, most of them went bankrupt and the rest are trying to survive online. Due to the decrease in demand, the largest companies decided to reduce staff.
The negative consequences caused by the pandemic were particularly negative for new and therefore relatively unsustainable businesses. The number of investments has significantly decreased, consequently new vacancies have decreased and a lot of jobs have been lost. The pandemic changed the world agenda, for which, unfortunately, the population was not ready.
The Coronavirus pandemic has severely hampered the development of the tourism business, although it is still difficult to pinpoint the losses of COVID-19, and uncertainty, in turn, poses a separate threat to the sustainable development of tourism. At the present stage it is considered to be the fastest growing sector of the world economy. In particular, it is one of the three largest export sectors (after oil products and automobile manufacturing) and is the most profitable sector of the world economy.
The master's thesis presents a combined analysis of different types of research, which reflects the problems and challenges in the tourism business in Georgia before and after the pandemic
URI: https://openscience.ge/handle/1/2844
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Nino metonidze Samagistro 1.pdfპანდემიის პირობებში ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის რეკომენდაციები და არსებული გამოწვევები1.14 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

171
checked on Jul 23, 2024

გადმოწერა

218
checked on Jul 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.