გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2840
სათაური: საქორწინო ხელშეკრულების სამართლებრივი რეჟიმი მეუღლეთა ქონებრივი უფლება-მოვალეობების წარმოშობის შემთხვევაში
ავტორები: რომელაშვილი, ნიკა 
ხელმძღვანელი: ჭიღლაშვილი, ლია 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
Master of Law
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართლი ს საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სამართალი
საქორწინო ხელშეკრულება
ქორწინების ინსტიტუტი
მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის წესი
მეუღლეთა თანასწორობის პრინციპი
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
სამაგისტრო ნაშრომში ,,საქორწინო ხელშეკრულების სამართლებრივი რეჟიმი მეუღლეთა ქონებრივი უფლება-მოვალეობების წარმოშობის შემთხვევაში“ განხილულია ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც საოჯახო სამართლის აქტუალურ საკითხებს მოიცავს.
ნაშრომში წარმოდგენილი თემები ეხება როგორც მოქმედი კანონმდებლობის კოლიზიურ ნორმებს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლებრივი ნორმების შედარებით ანალიზს.
თავდაპირველად განხილულია ქორწინების ინსტიტუტის ისტორიული ასპექტები. აქვე საუბარია მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივ საკითხებზე. წარმოდგენილია მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის წესი და მასთან არსებული პრაქტიკული მაგალითები, რომელიც უკავშირდება თანასაკუთრების გაყოფის წესს და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა მიერ, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების სამართლებრივი ხარვეზებს.
სამაგისტრო ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი დავუთმეთ საქორწინო ხელშეკრულების შეცვლის, შეწყვეტისა და ბათილობის საკითხებს, ასევე ვიმსჯელეთ ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებებზე.
წარმოდგენილ ნაშრომში გადმოცემულია ისეთი საკითხები, რომლებიც მრავალი წელია საოჯახო სამართლის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაზედაც დაფუძნებულია ოჯახის განვითარების მომავალი და მეუღლეთა თანასწორობის პრინციპი.
რაც შეეხება მეუღლეთა შორის სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობებს ნაშრომზე მუშაობის პროცესში შევეცადეთ ახლებურად წარმოგვეჩინა აღნიშნული ინსტიტუტის მნიშვნელობა და აქტუალობა.
URI: https://openscience.ge/handle/1/2840
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Nika Romelashvili Samagistro .pdfსაქორწინო ხელშეკრულების სამართლებრივი რეჟიმი მეუღლეთა ქონებრივი უფლება-მოვალეობების წარმოშობის შემთხვევაში677.54 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

140
checked on Jul 23, 2024

გადმოწერა

270
checked on Jul 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.