გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2839
სათაური: ფინანსური ჩართულობის სერვისები და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში
Financial involvement services and to support development of private sector in Georgia
ავტორები: მაღალდაძე, თეონა 
Magaldadze, Teona 
ხელმძღვანელი: ხორგუაშვილი, თეა 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მცირე და საშუალო მეწარმეობა
კერძო სექტორი
ფინანსური ჩართულობის სერვისები
საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საქართველო
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტს, ინოვაციებს, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას და ამავე დროს, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში. საქართველოში ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივია, რასაც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსში, საქართველოს მოწინავე პოზიციები მოწმობს ბოლო ათწლეულში.კერძო სექტორის განვითარების და განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობისგანვითარების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთიპრიორიტეტია, ქვეყნის მთავრობა საგანგებო ყურადღებას უთმობს კერძო სექტორის და განსაკუთრებით კიმცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების (რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა დაყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)) კონტექსტში. DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაცია და მათი შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანიასაქართველოსთვის, რათა ბიზნესმა შეძლოს ექსპორტის პოტენციალის შესაძლებლობებისმაქსიმალურად გამოყენება. შესაბამისად, გარდა საკანონმდებლო და ინსტიტუციურიდაახლოებისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალოსაწარმოების მიერ DCFTA-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეობის და დამწყები ბიზნესების განვითარების მხარდაჭერას ტრეინინგების, ფინანსებზე და ინოვაციებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სხვადასხვა ინსტიტუტების, მექანიზმებისა და საშუალებების განვითარების, მათი ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.

Strong, well developed small and medium preneuer sector supports greatly the export, innovations, creating modern prenuer culture and at the same time takes the most important role to country’s welfare level. To start business in Georgia is very easy, which is in leading position index duringthe last years. To support and develop small and medium business is the main priority for Georgian Government Economic Politics, our government pays great attention to support private business sector and especially to raise competitiveness with Georgia-Europe Association Agreement (which is inseparable part of free marketing and agreement of free marketing space (DGFTA) context).
Adaptation with DGFTA requirements and accomplish them is the most important for Georgia, and it is good for business to usemaximum exporteconomic potential opportunities. Accordingly, besides the legislative and institutional closing, the main role is addressing to the private sector, and at the same time, to satisfy DGFTA requirements by small and medium business. The main goal is to support small and medium business in Georgian regions and tosupport start-ups with trainings, to improve the access to financial innovations, to develop different mechanisms and opportunities, their internalization and find ways to cooperate with international marketing partners.
URI: https://openscience.ge/handle/1/2839
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Teona Magaldadze Samagistro.pdfფინანსური ჩართულობის სერვისები და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში1.23 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

103
checked on Jul 23, 2024

გადმოწერა

78
checked on Jul 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.