გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2830
სათაური: მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევბი და ტენდენციები საქართველოში
Small and medium-sized businesses challenges and trends Georgia
ავტორები: მეგრელიშვილი, ნათია 
Megrelishvili, Natia 
ხელმძღვანელი: ბიბილაშვილი, ლია 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მცირე და საშუალო ბიზნესი
ქართული ეკონომიკა
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების აუცილებლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის. მის წილად მოდის საქონლისა და მომსახურების საერთო მოცულობის 50-70%, ამიტომ მცირე და საშუალო ბიზნესის სწორი პოლიტიკა საბაზრო ეკონომიკის წარმატებით ფუნქციონირების ძირითადი პირობაა. სამაგისტრო ნაშრომის თემის აქტუალობა განპირობებულია მისი შესწავლის აუცილებლობით. მიზანს წარმოადგენს - საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობის მიმოხილვა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზის საფუძველზე რეზერვების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება. ჩვენი კვლევის ამოცანაა - მცირე და საშუალო ბიზნესის, როგორც ეკონომიკური კატეგორიის შეფასება, მისი მდგომარეობის დეტალური ანალიზი საქართველოში, ასევე განვიხილოთ, თუ რა ღონისძიებები და პროგრამები ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამაგისტრო ნაშრომი აქტუალურად მიგვაჩნია. კვლევის ობიექტია - მცირე და სასუალო ბიზნესი საქართველოში. კვლევის საგანს წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის როლის ზრდის, მისი აუცილებლობის და პერსპექტივების წარმოჩენა და მათი თეორიული და პრაქტიკული ანალიზი. ნაშრომს გააჩნია, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის სიახლე გახლავთ ის, რომ მრავალმხრივი ანალიზის საფუძველზე განსაზღვრულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების არსებული მდგომარეობა და ნაჩვენებია ამ სექტორის განვითარების ობიექტური აუცილებლობა საქართველოში.
ჩვენ მიერ მოპოვებული მასალა საინტერესო იქნება, არა მხოლოდ მეცნიერ-ეკონომისტებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის, რომელშიც ჩვენი კვლევით, მცირეოდენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში.

Necessity of development of small and medium-sized businesses is important for increase and development of country economy. 50-70% of total volume of goods and service is coming on its share, that’s why correct politics of small and medium-sized businesses is the basic condition for successful functioning of market economy. Actuality of the topic of Master’s work is conditioned by necessity of its study. The goal represents – to review condition of small and medium-sized businesses in Georgia, to reveal the reserves and develop the recommendations on the base of analysis of its strong and weak sides. The task of our research is – to estimate small and medium-sized businesses as economic category, detailed analysis of its condition in Georgia, also to discuss if what events and programs are implemented for the purpose of supporting small and medium-sized businesses. Hence we consider as actual our Master’s work. The object of research is - small and medium-sized businesses in Georgia. The subject of research represents the presentation of the growth of role of small and medium-sized businesses, its necessity and perspectives and their theoretical and practical analysis. The work has as theoretical as practical importance. The novelty of the research conducted by us is that on the base of multilateral analysis there is defined the existed condition of the development of small and medium-sized businesses and is shown objective necessity of development of this sector in Georgia. The materials found by us will be interesting not only for academic economists but also for general public, in which by our research we do our slightly bit in this case.
URI: https://openscience.ge/handle/1/2830
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Natia Megrelishvili Samagistro.pdfმცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევბი და ტენდენციები საქართველოში973 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

168
checked on Jul 23, 2024

გადმოწერა

174
checked on Jul 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.