გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2821
სათაური: ქართული სალიზინგო ბაზარი
Leasing market of Georgia
ავტორები: ლაფაჩი, მარიამ 
Lapachi, M. 
ხელმძღვანელი: ლიპარტელიანი, ნინო 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ბიზნეს ადმინისტრირება
ქართული სალიზინგო ბაზრის განვითარება
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
ჩვენს მიერ საკვლევი სამაგისტრო ნაშრომი „ქართული სალიზინგო ბაზარი“ შეეხება ქართული სალიზინგო ბაზრის განვითარებას. ჩვენი მიზანი გახლდათ შეგვესწავლა ლიზინგის არსი, უპირატესობები, კლასიფიკაცი, სალიზინგო გარიგების რეგულირების იურიდიული ჩარჩოები და სუბიექტები, მსოფლიო სალიზინგო ბაზრის სტრუქტურები, ასოციაციები. აქედან გამომდინარე ჩვენს მიერ საკვლევი თემა აქტუალურად მიმაჩნია. ჩატარებული კვლევის ამოცანაა ჩვენება იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ლიზინგი მრავალ მილიონიანი ინდუსტრიაა. განვითარებულ ქვეყნებში კომპანიების 80% იყენებს ამ ფინანსურ ინსტრუმენტს. ფიქსირებულ აქტივებში მთლიანი ინვესტიციების 1/3 ლიზინგის საშუალებით ხორციელდება. სალიზინგო ფირმების საქმიანობა და ოპერაციები საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია საიჯარო ვადაზე, ურთიერთობის ხასიათზე, მოწყობილობის სახეზე, ფირმის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და სხვაზე. ჩატარებული კვლევის საგნია ქართულ სივრცეში ჩამოყალიბებული სალიზინგო ურთიერთობები, კვლევის ობიექტია საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოში მოქმედი სალიზინგო კომპანიების ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციები. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგად ვამტკიცებთ მას, რომ ლიზინგი ამცირებს კრედიტზე მოთხოვნას, ე.ი. ხელს უწყობს კრედიტის გაიაფებას. ამიტომ არც თუ იშვიათად, სალიზინგო ფირმები აღმოცენდებიან როგორც ბანკის ფილიალები; ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის სიახლე გახლავთ ჩვენება იმისა, რომ ლიზინგის ბაზარს ფორმირების საწყის ეტაპზე, რომელზეც ამჟამად საქართველო იმყოფება, აქტიური სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, სახლემწიფოს ჩარევა სჭირდება, სხვაგვარად იგი ვერ განვითარდება, ასევე მეტი მუშაობაა საჭირო ადგილობრივ ბიზნესმენებთან, რათა ისინი გაერკვნენ ლიზინგის უპირატესობაში, მის ეკონომიკურ სარგებლობაში.

Our master's thesis "Georgian Leasing Market" deals with the development of the Georgian leasing market. Our goal was to study the essence of leasing, advantages, classification, legal framework and subjects of regulation of leasing transactions, the structure of the world leasing market, associations. Therefore, I consider the research topic relevant for us. The purpose of the study is to show that leasing is a multimillion-dollar industry in the modern world. 80% of companies in developed countries use this financial instrument. 1/3 of the total investment in fixed assets is carried out through leasing. The activities and activities of leasing companies are very diverse. It all depends on the lease term, the nature of the relationship, the type of device, the organizational structure of the company, and much more. The subject of the research is leasing relations that have developed in the Georgian space, the object of the research is information posted on the official websites of the Ministry of Economy and Infrastructure of Georgia, the Ministry of Finance of Georgia and leasing companies operating in Georgia. The main result of our research is that leasing reduces the demand for credit, i.e. Helps to reduce credit. Therefore, leasing firms often turn into bank branches; The novelty of our research indicates that the leasing market at the initial stage of formation, in which Georgia is now located, needs active government support, government intervention, otherwise it cannot develop, and additional work is required with local entrepreneurs to find out the economic benefits of leasing ...
URI: https://openscience.ge/handle/1/2821
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Mariam Lapachi Samagistro.pdfქართული სალიზინგო ბაზარი634.37 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

109
checked on Jun 2, 2024

გადმოწერა

435
checked on Jun 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.