გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2806
სათაური: ავტორის თანამდროვე საზოგადოების კრიტიკა შარლოტა ბრონტეს რომანში ,,მასწავლებელი“
ავტორები: ჭეჭელაშვილი, თინათინ 
Tchetchelashvili, T. 
ხელმძღვანელი: ბაქრაძე, ნინო 
ხარისხის სახელი: ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ანგლისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: კრიტიკული რეალიზმი
შარლოტა ბრონტე
სოციალური უთანასწორობა
სწავლა-აღზრდის არასრულყოფილი მეთოდები
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
წარმოდგენილი ნაშრომი იკვლევს შარლოტა ბრონტეს რომანს „მასწავლებელი“, რომელშიც მოცემულია XIX სუკუნის ევროპის ზოგადი სურათი და იმდროინდელი საზოგადოების რეალისტური სახე. ნაშრომში გამოკვეთილია ის პრობლემები, რომელზედაც რომანის ავტორი ამახვილებს ყურადღებას: ადამიანების სოციალური ნიშნით დიფერენციაცია, სნობური მიდგომა ნაციონალიზმის საკითხთან, რელიგიურ ნიადაგზე ადამიანთა მიუღებლობის თემა, გენდერის პრობლემა, ასევე სკოლა იქ გამეფებული არადემოკრატიული რეჟიმითა და სწავლის მოძველებული მეთოდებით.
რომანი „მასწავლებელი“ შესწავლილია კრიტიკული რეალიზმის მსოფლმხედველობასთან მიმართებაში. ამავე კუთხით განხილულია ავტორის შემოქმედებითი გზა. რომანში წამოჭრილ პრობლემებს კი ეთმობა ცალკეული ქვეთავები.
დასკვნით ნაწილში შეჯამებულია შესრულებული სამუშაო და გამოტანილია შესაბამისი დასკვნები.
ნაშრომის სიახლე: ბრონტეს რომანი „მასწავლებელი“, რომელიც ქართულად ერთი წლის წინ ითარგმნა, ჯერ კიდევ უცნობია მკითხველთა ფართო საზოგადოებისთვის. ნაწარმოები არც ქართულ სამეცნიერო სივრცეშია აქამდე შესწავლილი და გამოკვლეული.
ნაშრომის აქტუალობა: ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემები, როგორიცაა: სოციალური უთანასწორობა, ე.წ. სნობური ნაციონალიზმი, რელიგიური მიუღებლობა, სწავლა-აღზრდის არასრულყოფილი მეთოდები აქტუალურია 21-ე საუკუნეშიც.
ნაშრომის მიზანი: კვლევის მიზანია, ბრონტეს რომანი „მასწავლებელი“ შესწავლილ იქნას რეალიზმის მსოფლმხედველობასა და პრინციპებთან მიმართებაში, მოხდეს ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება და გაანალიზება. რის საფუძველზეც უნდა დადგინდეს, როგორია მწერლის დამოკიდებულება მისი თანამედროვე საზოგადოების გაბატონებული სტერეოტიპების, წარმოდგენებისა თუ ტრადიციების მიმართ.
კვლევის მეთოდები: ნაშრომი შესრულებულია კულტურულ-ისტორიული, აღწერითი და ბიოგრაფიული კვლევის მეთოდების გამოყენებით.
სამაგისტრო ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა: კვლევის მასალები და შედეგები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შ. ბრონტეს შემოქმედების შესწავლის მსურველთა მიერ. ისევე, როგორც სკოლის მოსწავლეთა ან უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა მხრიდან საშინაო დავალებების, რეფერატების, საკურსო ნაშრომებისა თუ პრეზენტაციების მოსამზადებლდ.
სამაგისტრო ნაშრომის სტრუქტურა: ნაშრომი შედგება შესავლის, ორი თავის, 9 ქვეთავის, დასკვნისა და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხისაგან. ნაშრომს ახლავს ანოტაციები ქართულ და ინგლისურ ენებზე. გვერდების საერთო რაოდენობაა 60. გამოყენებული ლიტერატურის სია მოიცავს 13 ერთეულ ბეჭდურ და ინტერნეტრესურსს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

The presented work examines Charlotte Bronte's novel "Professor", which gives a general picture of nineteenth-century Europe and a realistic picture of the society of that time. The paper highlights the problems that the author of the novel focuses on: the differentiation of people on social grounds, a snobbish approach to the issue of nationalism, the issue of intolerance of people on religious grounds, the problem of gender, as well as schools with undemocratic regimes and outdated methods of teaching. The novel "The Professor" is examined according to the worldview of critical realism. The author's creative way is discussed from the same angle. Separate subsections are devoted to the problems raised in the novel. The closing summarizes the issues discussed draws the appropriate conclusions.
Description of the work: Bronte's novel "The Professor", which was translated into Georgian a year ago, is still unknown to the general public. The work has not been studied and researched in the Georgian academic sphere so far.
Relevance of the paper: The problems raised in the work, such as: social inequality, so-called snobbish nationalism, religious intolerance, imperfect methods of education are still relevant in the 21st century.
Aim of the paper: The aim of this examination is to study Bronte's novel "The Professor" in relation to the worldview and principles of Realism, to identify and analyze the problems raised in the work. On the basis of which it is necessary to determine the writer's attitude towards the prevailing stereotypes, ideas or traditions of his modern society.
Research Methods: The paper has been written using cultural-historical, descriptive and biographical research methods.
Practical significance of the master thesis: Research materials and results may be used in by those interested in exploring the works of Sh. Bronte. As well as for homework, abstracts, course papers, or presentations by high school or college students.
Master Thesis Structure: Thesis consists of an introduction, two chapters, ?? subsection(s), a conclusion and a list of works cited. The paper is accompanied by annotations in the Georgian and English languages. The total number of pages is ?? . The list of used literature includes ?? Unit of print and internet resources in the Georgian and English languages.
URI: https://openscience.ge/handle/1/2806
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Tinatin Chechelashvili samagistro .pdfავტორის თანამდროვე საზოგადოების კრიტიკა შარლოტა ბრონტეს რომანში ,,მასწავლებელი“601.72 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

179
checked on May 18, 2024

გადმოწერა

349
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.