Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2799
Title: რისკ მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები საქართველოს კომერციულ ბანკებში
Risk Management Effective Strategies for Commercial Banks in Georgia
Authors: კაპანაძე, თამთა 
Advisor: ჟოჟუაშვილი, ნათია 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: რისკ მენეჯმენტი
საბანკო რისკი
საქართველოს საბანკო სისტემა
ფულის გათეთრება
ეროვნული ბანკი
Issue Date: 2021
Abstract: 
საბანკო სექტორის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე, ვინაიდან სწორედ იგი გვევლინება საქართველოში ბიზნესის მთავარ დამფინანსებლად და ეკონომიკური პროცესების მნიშვნელოვან მოთამაშედ.
კომერციული ბანკების რისკ მენეჯმენტის მთავარ მიზანს მოსალოდნელი საფრთხეების მაქსიმალურად ზუსტი პროგნოზირება, სწორი დაგეგმვა და ამ გზით ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ეფექტური რისკ მენეჯმენტი როგორც მომხმარებლის, ისე ბანკისა და მასთან ერთად მთელი ფინანსური სექტორის მდგრადობას უწყობს ხელს. უკანასკნელ პერიოდში წარმოქმნილი რისკის მზარდმა დონემ და მასშტაბებმა, რომლებმაც ეკონომიკისა და ბიზნესის სხვა სექტორებთან ერთად დიდი გავლენა იქონიეს საბანკო სფეროზეც, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა საბანკო რისკ მენეჯმნეტს და დღის წესრიგში დააყენა ახალი სტრატეგიების ძიების აუცილებლობა. იზრდება ზარალის და დანაკარგების შემცირების სხვადასხვა, ალტერნატიული მეთოდების შემუშავების და დანერგვის საჭიროებები, მათი სწორი ანალიზის საკითხი კი გადადის უფრო მაღალ საფეხურზე. სწორედ ამიტომ, აღნიშნული საკითხის კვლევა მეტად აქტუალურია დღევანდელ რეალობაში.
წინამდებარე ნაშრომში „რისკ მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიების საქართველოს კომერციულ ბანკებში“ წარმოდგენილია მართვის არსებული პოლიტიკის ანალიზი და შემუშავებულია მისი ეფექტურობის ამაღლების გზები. განხილულია პოსტ-კრიზისული მოქმედების გეგმა და ნაბიჯები, რომელთა საშუალებითაც საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა COVID-19 პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დაძლევა შეძლეს. შემუშავებულია სტრატეგიების სრულყოფისთვის საბანკო პოლიტიკაში განსახორციელებელი ცვლილებები არსებული ვითარების და სამომავლო პერსპექტივის გათვალსიწინებით.
კვლევის მიზანი და ამოცანაა, გაანალიზდეს ეფექტური რისკ მენეჯმენტის როლი საბანკო სექტორში, რისკთან ბრძოლის არსებული მექანიზმების ქმედითუნარიანობა და ნაკლოვანებები. ასევე ეროვნული ბანკის ჩართულობა კომერციული ბანკების რისკების იდენტიფიცირებასა და მართვაში და პანდემიური კრიზისით მიყენებული ზარალის დაძლევის პერსპექტივები. კვლევიდან მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ახალი მიდგომების ჩამოყალიბებას და რისკ მენეჯმენტის ეფექტურობის ამაღლებას, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს საბანკო სექტორის საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

The proper functioning of the banking sector directly affects the financial stability of our country as it is the main investor of business in Georgia and an important player in economic processes.
The main goal of commercial banks’ risk management is predicting the expected risks as accurately as possible, proper planning and ensuring financial stability by this way. Effective risk management contributes to the sustainability of all three: the costumer, the bank and the entire financial sector at the same time.
The recent increase in the level and scale of risk, which, along with other sectors of the economy and business, has had a major impact on the banking sector, has added even more importance to bank risk management and put the need for new strategies on the agenda. The need to develop and implement various alternative methods of loss reduction is growing, and the issue of their correct analysis is moving to its higher level. Thus the study of this issue is too relevant in today’s reality.
The thesis “Risk Management Effective Strategies for Commercial Banks in Georgia” presents an analysis of the existing management policy and develops ways to increase its effectiveness. There is a review of a post-crisis action plan and steps were taken to enable commercial banks operating in Georgia to overcome the negative consequences of the COVID-19 pandemic. There are also developed certain viewpoints about necessary changes in banking policy to improve the strategies considering the current situation and future prospects.
The aim and the objective of the research are to analyze the role of efficient risk management in the banking sector, the effectiveness and shortcomings of existing risk management strategies. Also there is reviewed the involvement of the National Bank in identifying and managing the commercial bank risks and the prospects for tackling the impedances caused by the pandemic crisis.
The findings and recommendations from the research will promote forming new approaches and capability building of risk management. These in turn will have a direct impact on improving the performance of the banking sector.
URI: https://openscience.ge/handle/1/2799
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tamta Kapanadze Samagistro .pdfრისკ მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები საქართველოს კომერციულ ბანკებში915.39 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

95
checked on Jul 23, 2024

Download(s)

190
checked on Jul 23, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.