გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/238
სათაური: სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების თავისებურებანი
ავტორები: ლაშხია, გიორგი 
ხელმძღვანელი: ქურდაძე, შალვა 
ხარისხის სახელი: Master of Law in Private Law
სამართლის მაგისტრი კერძო სამართალში
სასწავლო პროგრამის სახელი: კერძო სამართალი
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: აპელაციის არსი და მნიშვნელობა
სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სასამართლო წესით ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა გარან-ტირებულია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით. სასამართლო დაცვის უფლება არის ყველა დანარჩენი უფლება თავისუფლების განხორციელების აუცილებელი გარანტია, რომელთა დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მიხედვით, მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებების ეფექტიან აღდგენას. სასამართლოს დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს ნებისმიერი პირის არა მხოლოდ შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ ასევე, სასამართლოს ვალდებულებას, მიიღოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. უფლების სასამართლო წესით დაცვა ასევე, უზრუნველყოფილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიღებამდე, საქმეთა განხილვა დაკავშირებული იყო რთულ პროცედურებთან, რაც საბოლოოდ აჭიანურებდა საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისად, მის აღსრულებას. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უფრო თანაფარდობაშია არსებულ სამართლის რეალიებთან, რაც გულისხმობს, რომ ეფექტიანად უზრუნველყოფს საქმეთა დროულად განხილვას, საბოლოოდ კი, ეკონომიის პრინციპისა და მხარეთა უფლებების დაცვას ემსახურება
URI: https://openscience.ge/handle/1/238
ჩანს კოლექციებში:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Samagistro Giorgi Lashxia.pdfსამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების თავისებურებანი507.48 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

155
checked on Jul 18, 2024

გადმოწერა

1,504
checked on Jul 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.